FM97.5 / LIVE

ახალციხის ყოფილი გამგებლის პროცესზე პროკურორი მეოთხედ შეიცვალა

მთავარისამართალი 07.10.2014
ახალციხის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის ბესიკ ბლიაძის სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო. ახლადგამოცხადებული პროკურორი მოუმზადებელი იყო, დაბარებული მოწმე კი სასამართლოში არ მოვიდა.

ახალციხის ყოფილი გამგებლის პროცესზე პროკურორი მეოთხედ შეიცვალა
დღეს, 7 ოქტომბერს, ახალციხის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის ბესიკ ბლიაძის სასამართლო პროცესზე ოთარ სანდოძის ნაცვლად პროკურორი პეტრე მანველიშვილი გამოცხადდა.

„პროკურორის შეცვლის მიზეზით სხვა პროცესი აღარ გადაიდება, ამ საქმეს მე დავასრულებ და პროკურორიც აღარ შეიცვლება, - განაცხადა მანველიშვილმა და მოსამართლეს პროცესის გადადების შუამდგომლობით მიმართა - გთხოვთ, პროცესი გონივრული ვადით გადავდოთ, მანამდე საქმეს მეც უკეთესად გავეცნობი“.

მისივე განცხადებით, დღეს სასამართლოში დაბარებული ბოლო მოწმე, ავთანდილ თელიაშვილი არ გამოცხადდა. როგორც მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილმა განაცხადა თელიაშვილს, იმისთვის რომ მომავალ პროცესზე მოვიდეს, სასამართლოს უწყება ჩაბარდება.

„მას შემდეგ რაც ბოლო მოწმე დაიკითხება ჩვენებას მისცემს ბრალდებულიც, - განაცხადა ბლიაძის ადვოკატმა ნუგზარ სამარჯიშვილმა და იხუმრა - თუ სასამართლო პროცესები ამ ტემპში გაგრძელდა ალბათ მეც და ბლიაძეც ამასობაში პენსიაში გავალთ“.

სამარჯიშვილის განმარტებით, ბლიაძის საქმეზე პირველი პროკურორი გელა მაღრაძე იყო: „მას ჰქონდა საქმე აღკვეთის შეფარდებისას, შემდეგ საქმეში მამუკა ქომოშვილი, მოგვიანებით ოთარ სანდოძე და ბოლოს პეტრე მანველიშვილი ჩაერთო“.

ბესიკ ბლიაძის საქმეზე მომავალი სასამართლო სხდომა 22 ოქტომბერს 11:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის ყოფილ გამგებელს ბრალი 24 მარტს წაუყენეს. მას ბრალი სსკ-ის 341-ე მუხლით ედება, რაც სამსახურეობრივ სიყალბეს გულისხმობს. 25 მარტს, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ბლიაძეს გირაო 4,000 ლარი შეუფარდა. ამავე დღეს გამოიტანა გადაწყვეტილება მისი უფლებამოსილების შეჩერების შესახებ.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.04.2020 ვის გადაუხდის სახელმწიფო სამი თვის კომუნალურებს

01.04.2020 'გვაქვს 4 000 ანტისხეულზე და 2 000 ანტიგენზე დამყარებული ტესტი' – თამარ გაბუნია

01.04.2020 რა პროცედურები ტარდება საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე

01.04.2020 რა სანქცია დაეკისრებათ 'კომენდანტის საათის' დამრღვევ პირებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ყოფილი გამგებლის სასამართლო პროცესი გადაიდო
ახალციხის ყოფილი გამგებლის პროცესზე ისევ ერთი მოწმე დაიკითხა
ახალციხის სასამართლოში ახალციხის ყოფილი გამგებლის პროცესი მიმდინარეობს
რატომ არ გამოცხადდნენ ბრალდების მხარის მოწმეები ახალციხის გამგებლის სასამართლო პროცესზე
ახალციხის ყოფილი გამგებლის საქმე სრულდება
რა შუამდგომლობით მიმართავს ახალციხის ყოფილი გამგებლის ადვოკატი პროკურატურას
რატომ დაერთო „სამხრეთის კარიბჭეს“ სტატია ბრალდებული გამგებლის საქმეს