FM97.5 / LIVE

სწრაფი და ეფექტური გადამზადება დასაქმებისთვის (R)

მთავარირეკლამა 06.10.2014
კომფორტული გარემო, შეღავათიანი ფასები და ეფექტური შედეგი – ასოციაცია „ტოლერანტთან“ არსებული სასწავლო და პროფესიული გადამზადების ცენტრი „პროფესიონალი“ მსურველების მიღებას იწყებს.

სწრაფი და ეფექტური გადამზადება დასაქმებისთვის (R)

„პროფესიონალი“ ახალციხეში, რუსთაველის N47–ში მდებარეობს. ცენტრი სამცხე–ჯავახეთის რეგიონულ ასოციაცია „ტოლერანტის“ ბაზაზე დაარსდა და ერთადერთი დაწესებულებაა რეგიონში, რომელიც მსურველებს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, უმოკლეს დროში გადამზადებას სთავაზობს.

„ბევრი სპეციალობა გვაქვს. ერთადერთი დაწესებულებაა, რომელიც ამზადებს ბუღალტრებს „ორისის“ პროგრამით, თანამედროვე მოთხოვნებით. ადამიანებს სჭირდებათ მოკლე დროში დაეუფლონ იმ ძირითად უნარ–ჩვევებს, რომლებიც გამოადგებათ დასაქმებისთვის და ჩვენ ამის შანსს ვაძლევთ“, – ამბობს ასოციაცია „ტოლერანტის“ მენეჯერი, სასწავლო ცენტრის დირექტორი გოჩა ნათენაძე.

მისივე თქმით, სასწავლებელში კვალიფიციური მასწავლებლები ასწავლიან და შედეგიც შესაბამისია: „ჩვენი გადამზადებული კადრები კერძო ფირმებსა და სახელმწიფო ორგანიზაციებში საქმდებიან“.

სწრაფი და ეფექტური გადამზადება დასაქმებისთვის (R) მცირე ბიზნესის მართვა; პრაქტიკული ბუღალტერია („ბასს“ და „ფასს“) და „ორისის“ პროგრამა; კურსები ავტომობილის მართვის მოწმობის აღების მსურველთათვის; კომპიუტერული პროგრამების შესწავლა; ინგლისური, რუსული, გერმანული და თურქული ენების შესწავლა, – ეს ის მომსახურებებია, რასაც მსურველებს „პროფესიონალი“ სთავაზობს.

„პროფესიონალს“ აქვს ისეთი კურსებიც, რაც არ გააჩნია სხვა მსგავსი ტიპის დაწესებულებას, მაგალითად: ძიძებისა და მომვლელის გადამზადების კურსები; ფარმაცევტთა გადამზადების ტრენინგ–კურსები; გიდების გადამზადების კურსები და თურქული ენა (საკომუნიუკაციო პროგრამა);

„ჩვენი სპეციალობების უმრავლესობა არის ისეთი, რომელიც, პრაქტიკულად, ჩვენს რეგიონში არ ისწავლება. ამავე დროს, სწავლება შემჭიდროვებულ ვადებში მიმდინარეობს, რაც ძალიან მოხერხებულია მსმენელისთვის“, – ამბობს გოჩა ნათენაძე.

სწრაფი და ეფექტური გადამზადება დასაქმებისთვის (R) „ბევრი მსურველი ეძებს ძიძას და მომვლელს. იმისათვის, რომ შეძლონ მუშაობა სჭირდებათ გარკვეული უნარ–ჩვევები. უმოკლეს ვადაში ვასწავლით, რეკომენდაციას ვუწევთ და სერთიფიკატებს ვაძლევთ. სერთიფიკატები საზღვარგარეთ წასულ ადამიანებსაც დაეხმარებათ სამსახურის შოვნაში“ , – ამბობს ასოციაცია „ტოლერანტის“ თავმჯდომარე ცირა მესხიშვილი.

მისივე თქმით, დიდი მოთხოვნაა მიმტანებისა და ბარმენების პროფესიაზე: „როდესაც სტუდენტი მოდის, ის მოტივირებულია სწავლისთვის და რამდენიმე თვე სრულიად საკმარისია ცოდნის მისაღებად. თუ საზღვარგარეთ ენდომება წასვლა, ჩვენთან რუსულის, ინგლისურის, თურქულისა და გერმანულის კურსებიცაა გახსნილი“, – ამბობს ცირა მესხიშვილი.

გადამზადების ცენტრში სწავლა ორიდან სამ თვემდე გრძელდება. 30–40 პროცენტიანი ფასდაკლება მოქმედებს სოციალურად დაუცველებისთვის, ობლებისთვის და იმ ოჯახების წევრებისთვის, საიდანაც ორი ან მეტი ემზადება.

„პროფესიონალში“ სწავლის განრიგი მსურველების მოთხოვნებზეა მორგებული. სწავლა დღის მეორე ნახევრიდან იწყება. თითოეულ ჯგუფში 10–15 სტუდენტია. სასწავლო და პროფესიული გადამზადების ცენტრში სწავლა ნებისმიერი ასაკის მსურველს შეუძლია. დაწესებულებაში სწავლა აბიტურიენტებისთვისაც არის შესაძლებელი.

ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად აბიტურიენტებს შეუძლიათ მოემზადონ: უნარებში, მათემატიკაში, უცხცო ენაში (ინგლისური,რუსული, გერმანული), ქართულ ენაში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში.

„პროფესიონალი“ სასწავლო პროცესს 5 ოქტომბრიდან იწყებს. სასწავლებელი სწავლის დასაწყებად მზად არის.

„მატერიალური რესურსი არის ძალიან კარგი. მოსწავლეს არ დასჭირდება სახლიდან წამოიღოს კომპიუტერი, ფურცელი ან კალამი. ტექნიკური რესურსი გვაქვს. პირობები არის, ზაფხულში გრილა და ზამთარში თბილა“, – აცხადებს ცირა მესხიშვილი.

მისივე თქმით, სასწავლებელში გამოცდილი და კვალიფიციური პედაგოგები ასწავლიან. სასწავლებელი 5 წელია რაც არსებობს და 800–ზე მეტი მსურველია გადამზადებული, ამათგან უმეტესობა დასაქმებულია კიდეც.

„პროფესიონალში“ სწავლის მსურველებმა წინასწარი რეგისტრაციისთვის უნდა დარეკოთ შემდეგ ნომრებზე: (0365)22– 05– 86; 599– 58 05– 60; 599 51– 36– 22;

ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ვებ–გვერდზე:www.toleranti.ge. ან მისამართზე ქ.ახალციხე, რუსთაველის ქ.N47


[sknews.ge]


11.07.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა

11.07.2020 აბიტურიენტები გამოცდას კვლავ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ

10.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.07.2020 ‘თურქულ მხარესთან ვთანამშრომლობთ’– მერი ჭაჭარაქში მოპარულ პირუტყვზე

10.07.2020 აქციის მონაწილეების ასვლის შემდეგ ‘უზუნჩაირის’ მთას მომთაბარე მწყემსები ტოვებენ [ფოტო]

10.07.2020 'მერის დაპირების არ გვჯერა, ჩვენ თვითონ გავრეკავთ მთიდან მწყემსებს' – აქციის მონაწილეები [ფოტო/ვიდეო]

10.07.2020 ორი კანონპროექტი და პროტესტი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

პროფესიულ სასწავლებელში სასწავლო პროგრამები იცვლება
”ტოლერანტის” ანგარიში საზოგადოებას
შშმ პირთა მშობლების ინიციატივით ახალციხეში სასწავლო კურსები იხსნება
”მესხეთის ტურები” გიდების გადამზადებას იწყებს
”ტოლერანტმა” პირობით მსჯავრდებულთა პროექტის შედეგები შეაჯამა
პროფსასწავლებელმა 100 სტუდენტი მიიღო
შშმ პირების უფლებების დაცვისთვის ახალი პროექტი დაიწყო