FM97.5 / LIVE

მუსლიმები ყურბან ბაირამს აღნიშნავენ

მთავარისაზოგადოება 04.10.2014
დღეს, 4 ოქტომბერს, მუსლიმები ისლამური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე დიდ დღესასწაულს, ყურბან ბაირამს აღნიშნავენ. ადიგენში მცხოვრები მუსლიმები ჭელის მეჩეთში დილიდან შეიკრიბნენ.

მუსლიმები ყურბან ბაირამს აღნიშნავენ

ყურბან ბაირამის დღესასწაული ერთსა და იმავე რიცხვში არ აღინიშნება, იგი ყოველ მომდევნო წელს ათი დღით ადრე იწყება. წელს ეს დღესასწაული 4 ოქტომბერს აღინიშნება.

ყურბან ბაირამი მშვიდობისა და სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების დღესასწაულია. ამ დღეს ყველა ზრდასრული და მატერიალურად შეძლებული მუსლიმი მსხვერპლს წირავს ალლაჰს. თანადგომას უცხადებენ და თავიანთ წილ საზრდოს უნაწილებენ ღარიბებს, ობლებს და მათ გარშემომყოფებს, განურჩევლად მათი წარმომავლობისა და რელიგიური მრწამსისა.

„ყურბანზე დასაკლავ ცხოველზე რამდენიმე აუცილებელი მოთხოვნა არსებობს. ყურბანისთვის შერჩეული ცხოველი უნდა იყოს ვერძი, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი: ხარი (ბუღა), ძროხა, კამეჩი, ან აქლემი. ვერძი, რომ საყურბნე გახდეს ის მინიმუმ ექვსი თვის მაინც უნდა იყოს, და შეხედულებით ერთი წლის ვერძის მსგავსი. ხოლო მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ორ წელზე ქვემოთ ყურბნად მიუღებელია. ყურბანისთვის შესაწირი პირუტყვი აუცილებლად უნდა იყოს ჯანმრთელი, არ უნდა ჰქონდეს ნაკლოვანებები. არაჯანმრთელი პირუტყვის მსხვერპლად შეწირვა მიუღებელია.

რაც შეეხება ყურბნის დაკვლას, მსხვილფეხა პირუტყვი: კამეჩი, ძროხა და ა. შ. შეიძლება განაწილდეს ერთიდან შვიდ კაცზე. ყურბნის ხორცი არა თვალით, არამედ სასწორით უნდა განაწილდეს, ხორცი ოჯახში მიტანის შემდეგ სამ ნაწილად უნდა გაიყოს, ერთი ნაწილი ოჯახში, მეორე ნაწილი მეზობლებს და მესამე ნაწილი ღარიბებს დაურიგდეს, განურჩევლად ეროვნებისა და აღმსარებლობისა. წვრილფეხა პირუტყვი ერთმა პიროვნებამ უნდა დაკლას“, - ამბობენ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოში.

ყურბნის დაკვლა მხოლოდ იმ ადამიანებს ევალდებულებათ, ვისაც ამის საშუალება აქვთ. ყურბნის დასაკლავად ფულის ვალად აღება ისლამში მიუღებელია, რადგან ბაირამი შეძლებულის გაჭირვებულზე თანადგომისა და დახმარების დღეა.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

28.05.2020 მერის წარმომადგენლები მიწის წარმომავლობასთან დაკავშირებულ ცნობებს აღარ გასცემენ

28.05.2020 მართლმადიდებელი ეკლესია ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს

27.05.2020 საპატრიარქო ბორჯომში 3 ჰექტრამდე ტყის დაკანონებას ითხოვს

27.05.2020 ახალციხეში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობისთვის დონორი ჯერ ვერ მოიძებნა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

მუსლიმები ყურბან-ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ
მუსლიმები ყურბან-ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ
მუსლიმებმა ყურბან–ბაირამის აღსანიშნავად შესაწირი დაარიგეს
მუსლიმები ყურბან–ბაირამს აღნიშნავენ
მუსლიმური სამყარო ყურბან-ბაირამს აღნიშნავს
მუსლიმებმა ყურბანი, დაკლული პირუტყვის ხორცი დაარიგეს
მუსლიმები ყურბან-ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ