FM97.5 / LIVE

ქალაქ ახალციხის საკრებულოს სხდომაზე გატანილი ‘უხერხული საკითხი’

მთავარიპოლიტიკა 02.10.2014
რატომაა უხერხული საკრებულოს სხდომაზე იმის განხილვა, უნდა შეიძინოს თუ არა ქალაქის მერიამ ფოტო აპარატი პიარისთვის.

ქალაქ ახალციხის საკრებულოს სხდომაზე გატანილი ‘უხერხული საკითხი’

დღეს, 2 ოქტომბერს, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით მეშვიდე სხდომაზე გატანილ საბიუჯეტო ცვლილებების საკითხებს შორის ერთ-ერთი მერიის პიარისთვის ფოტო აპარატის შესაძენად 1140 ლარის განსაზღვრა იყო.

როგორც სხდომაზე ქალაქ ახალციხის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ლიანა ხმალაძემ განმარტა: „აპარატი მერიას პიარისთვის სჭირდება და ქალაქის მერმა გადაწყვიტა, რომ ფოტოაპარატი საკუთარი სახსრებით შევიძინოთ“.

„ფოტოაპარატი შველის პიარს? იქნებ რაიმე უკეთესი შეგვეძინა, მაგალითად, ვიდეო კამერა. ფოტოაპარატით აპირებთ მერიის გაპიარებას?! “ - იკითხა საკრებულოს სხდომაზე ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ მალხაზ გიქოშვილმა.

მისი თქმით, საკრებულოს სხდომაზე ფოტოაპარატის შესყიდვის შესახებ საკითხის გატანა უხერხულია: „ხარჯებში რაღაცეების გათვალისწინება თავიდანვე შესაძლებელია, ბიუჯეტში უკვე არა ერთი ცვლილება შევიტანეთ. ყველა სხდომაზე ცვლილების შეტანა იმისთვის, რომ დღეს აპარატი დასჭირდათ და ხვალ შეიძლება ძვირადღირებული კალამი დასჭირდეთ, არ შეიძლება. კი არ ვამბობ, რომ ფოტოაპარატი არ იყიდონ, პირიქით, ვამბობ, რომ პიარისთვის იყიდონ რაღაცა, უფრო უკეთესი, რაც გამოადგებათ“.

ბიუჯეტში აღნიშნული ცვლილების შეტანას მხარი ყველა დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.06.2020 ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი აქვს

01.06.2020 პირველი ივნისიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი გაიხსნა

01.06.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ქალაქის საკრებულოს სხდომაზე განხილულ საკითხებს ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა
ახალციხის საკრებულოს უმცირესობა მერიას მიდგომებს უწუნებს
ახალციხის მერიას ერთი შტატი მოაკლდა
რა საკითხები განიხილეს ქალაქის საკრებულოს სხდომაზე
ახალციხის მერია პარკებისა და სკვერებისთვის სკამებს შეიძენს
საფინანსო სამსახური: ფორსმაჟორულ ვითარებაში ვმუშაობთ
ახალციხის ბიუჯეტი 202 400 ლარით გაიზარდა