FM97.5 / LIVE
გარდაცვლილი 23 წლის ბესო ენდელაძის საქმეზე სასამართლოში მოწმეებს აღარ დაკითხავენ, ამიტომ მომდევნო პროცესზე მხოლოდ წერილობით მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.">

ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეზე მოწმეები აღარ დაიკითხებიან

მთავარისამართალი 02.10.2014
ხევაშენში გარდაცვლილი 23 წლის ბესო ენდელაძის საქმეზე სასამართლოში მოწმეებს აღარ დაკითხავენ, ამიტომ მომდევნო პროცესზე მხოლოდ წერილობით მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.

ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეზე მოწმეები აღარ დაიკითხებიან
დღეს, 2 ოქტომბერს , გარდაცვლილი ბესო ენდელაძის საქმეში ბრალდებულის მორიგი სასამართლო პროცესი 10 წუთში დასრულდა. სასამართლოში ბრალდების მხარის წარმოდგენილი სამი მოწმიდან არცერთი არ დაუკითხავთ. ვიდრე დარბაზში მოწმეს გამოიძახებდნენ დაცვის მხარემ მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა.

„ყველა დარჩენილი მოწმე უდავო მტკიცებულებად ვცანით“, - განაცხადა ბრალდებული ა.ბ-ს ადვოკატმა ნოდარ აკოფაშვილმა.

ადვოკატის განცხადებას, იმის შესახებ, რომ არცერთი მოწმის მტკიცებულება სადავო არაა და მათი დაკითხვა სასამართლოში აღარ სურთ, ბრალდებულიც დაეთანხმა. დაცვის მხარეს დაეთანხმა პროკურორი კახა ლეკიშვილიც.

„მოწმეები აღარ დაიკითხებიან და მას ისე მიიღებს სასამართლო, როგორც ეს გამოძიებამ მიიღო. მაშინ ახლა წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევაზე გადავიდეთ “, - მიმართა მხარეებს მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა.

თუმცა, ბრალდების მხარე წერილობითი მტკიცებულებების გამოსაკვლევად მზად არ აღმოჩნდა.

„დღეს მოწმეების დაკითხვას ვაპირებდით“, - განაცხადა პროკურორმა.

პროცესის დასრულების შემდეგ გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა სასამართლო დარბაზში დაცვის მხარის შუამდგომლობა გააპროტესტეს.
„შვილმკვდარი დედა ვარ და მინდა, რომ დაიკითხონ მოწმეები. უნდა გაუძლოს მათ მოსმენას ა.ბ-მა“, - განაცხადა გარდაცვლილის დედამ ნაზი აბუთიძემ.

„რადგან მოწმეები აქ არ დაიკითხებიან, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სასამართლო არ წაიკითხავს მათ ჩვენებებს“, - უპასუხა მოსამართლემ აბუთიძეს.
მომავალი სასამართლო სხდომა 13 ოქტომბერს 11:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ხევაშენის მკვიდრი, 23 წლის ბესო ენდელაძე, 2013 წლის 16 დეკემბრის ღამეს სოფელ ვარხანში უგონო მდგომარეობაში, სისხლის გუბეში ნახეს. იგი უგონო მდგომარეობაში 47 დღე იყო. ოჯახის წევრები და ახლობლები დარწმუნებული არიან, რომ ბესო მოკლეს, თუმცა საქმის ძიება ამ დრომდე 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც მთვრალ მდგომარეობაში ავტოსაგზაო შემთხვევას გულისხმობს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


08.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე 10 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

07.07.2020 ეროვნული გამოცდების მეორე დღეს 8 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ‘საშუალო სირთულის ტესტი იყო’ - პირველი გამოცდა დასრულდა

06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.07.2020 პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

07.07.2020 ახალციხის მერია შშმ პირს საცხოვრებელ კორპუსში ლიფტის დამონტაჟებას 4 წელია პირდება

07.07.2020 კაცს, რომელმაც სოფელ კლდეში დამწვრობა მიიღო, ოპერაციას გაუკეთებენ

07.07.2020 ახალციხეში 29 წლის მანანა მჭედლიძეს სასწრაფო ოპერაციისთვის თანხა სჭირდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეზე პროკურორმა საბოლოო სიტყვა წაიკითხა
პროკურატურა ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეზე საპროცესოს არ აფორმებს
იყო თუ არა ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეში ბრალდებული მთვრალი დანაშაულის ჩადენისას
ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეში ბრალდებულს 5–წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ბესო ენდელაძის საქმეს პროკურატურა უზენაესში ასაჩივრებს
ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეზე ოჯახი ხელახალ გამოძიებას ითხოვს
რატომ მიმართა სასამართლოს ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის დედამ