FM97.5 / LIVE

აგარის ბაღის თანამშრომლებს არ უთხრეს ვინ რჩება და ვინ ტოვებს სამსახურს

მთავარისაზოგადოება » განათლება 30.09.2014
აგარის ბაღის თანამშრომლებმა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლისგან და საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელისგან პასუხი ვერ მიიღეს. მათ გამგეობის შენობა ისე დატოვეს, რომ კიდევ არ იციან სამსახურში რჩებიან თუ არა.

აგარის ბაღის თანამშრომლებს არ უთხრეს ვინ რჩება და ვინ ტოვებს სამსახურს

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, დახურულ კარს მიღმა, აგარის საბავშვო ბაღის თანამშრომლების შეხვედრა ნახევარ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. გამგებლის კაბინეტი ბაღის თანამშრომლებმა უკმაყოფილოდ დატოვეს. მათი თქმით, ვერცერთ კითხვაზე პასუხი ვერ მიიღეს.

„როგორც მოვედით, ისევ ისე მივდივართ, გაურკვევლად ვართ. ვერაფერი ვერ გავიგეთ“, - აცხადებს აგარის საბავშვო ბაღის მზარეულის თანაშემწე ნანა კურტანიძე.

მისი თქმით, შეხვედრაზე დაპირდნენ, რომ საკითხი იმის შესახებ ვის გაუგრძელდება ხელშეკრულებები და ვის არა, 2 საათში გადაწყდება: „გვითხრეს ლელა (საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი) ჩამოვა 5 საათისთვის აგარაში და გეტყვით ყველაფერსო“.

ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თანამშრომლების საკითხი 2 საათში გადაწყდება, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძე არ ადასტურებს: „ამ წუთისთვის გავდივართ ამ საკითხებს, თან დღეს საკრებულოს სხდომაა და იქ გასატან საკითხებსაც ვამზადებთ“.

მისი განცხადებთ, ხვალ აგარის საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი 9:00 საათზე განახლდება: „იქ გახდება ცნობილი ვინ დარჩება სამსახურში და ვინ არა. ხელშეკრულებები გაფორმდება იმ ადამიანებთან, ვინც დააკმაყოფილებს მოთხოვნებს“.

რამდენ თანამშრომელს არ აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია საბავშვო ბაღში მუშაობისთვის, გამგებელი არ აკონკრეტებს. მას პასუხი არც იმ კითხვაზე აქვს, აქამდე, ანუ ერთი თვის განმავლობაში, რატომ ვერ გადაწყვიტეს თანამშრომლების დანიშვნის საკითხი და ამის შესახებ, ბაღის გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე რატომ მსჯელობენ. გამგებელი არც იმ თანამშრომელს იცნობს, რომელიც საბავშვო ბაღში დღეს დილით ისე გამოცხადდა, როგორც ახალდანიშნული.

„ეთერ გულიაშვილი... ეს სახელი და გვარი არაფერს მეუბნება“, - აცხადებს ზაზა მელიქიძე.

კითხვაზე, არის თუ არა მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამ დროისთვის შესული განცხადებები აგარის საბავშვო ბაღში დასაქმებაზე, გვპასუხობს რომ არა: „არც სხვებს და არც აგარის თანამშრომლებს არცერთი განცხადება გამგეობაში არ შემოუტანიათ“.

შეგახსენებთ, დილიდან აგარის ბაღში დაძაბულობაა. თანამშრომლები კოლეგების გათავისუფლებას და მათ ადგილზე ახალი პედაგოგების დანიშვნას აპროტესტებენ. ძველი და ახალი თანამშრომლები ერთმანეთს სიტყვიერადაც დაუპირისპირდნენ. დღის მეორე ნახევარში, თანამშრომლები სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელთან, ლელა ოქრომელიძესთან შესახვედრად ახალციხეში ჩამოვიდნენ.

აგარის ბაღის თანამშრომლებს არ უთხრეს ვინ რჩება და ვინ ტოვებს სამსახურს

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


16.09.2019 ქალაქ ახალციხის სკოლებში 387 პირველკლასელი მივიდა [ფოტო]

16.09.2019 დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

14.09.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა წიგნის კითხვის კონკურსში გაიმარჯვეს

13.09.2019 ეროვნული გამოცდებისთვის უნივერსიტეტებმა დამატებითი საგნები შეარჩიეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.09.2019 ახმეტელის თეატრი ახალციხეში – ფესტივალის მესამე დღე

15.09.2019 ფარეხასთან ავარიის შედეგად დაშავებული მკურნალობას თბილისში გააგრძელებს

14.09.2019 ასპინძაში ერთი ტრაილერი მეორეს შეეჯახა

14.09.2019 რას ნახავთ დრამატურგიის ფესტივალის მეორე დღეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

აგარის საბავშვო ბაღს არცერთი თანამშრომელი არ დატოვებს
აგარის ბაღის თანამშრომლები კოლეგების გათავისუფლებას აპროტესტებენ
აგარის ბაღის თანამშრომლები თავად მიდიან ოქრომელიძესთან
აგარის ბაღში ძველი და ახალი თანამშრომლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
ლელა ოქრომელიძე:  აგარის ბაღში თანამშრომელი არ გვყავდა
ორთვიანი შეწყვეტის შემდეგ, საბავშვო ბაღებში სწავლა განახლდა
ასპინძაში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის  სასწავლო პროცესი ხვალიდან განახლდება