FM97.5 / LIVE

მომავალი პედაგოგები ინკლუზიური განათლებისთვის ემზადებიან

მთავარისაზოგადოება » განათლება 30.09.2014
სამცხე – ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაწყებითი განათლების მესამე კურსის სტუდენტები, „ტემპუსის“ პროგრამის ფარგლებში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა განათლებისა და სტრატეგიული განვითარების გეგმას სწავლობენ.

მომავალი პედაგოგები ინკლუზიური განათლებისთვის ემზადებიან

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა განათლებისა და სტრატეგიული განვითარების გეგმებზე დაწყებითი განათლების სტუდენტებმა დღეს, 30 სექტემბერს სამცხე – ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში ღია ლექციაზე იმსჯელეს.

სტუდენტები სამ ჯგუფად განაწილდნენ და „ტემპუსის“ პროგრამის ერთ – ერთი მონაწილის და პედაგოგიკის დოქტორის ირმა ქურდაძის დახმარებით, ის სტრატეგიები მოამზადეს, როგორ უნდა იმუშაოს პედაგოგმა ჰიპერაქტიულ ბავშვებთან.

„ინკლუზიური განათლება პრიორიტეტია, შესაბამისად, გავაკეთეთ რიგით მეორე პილოტირება, რაც ხელს უწყობს ყურდაღების დეფიციტებისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის შესწავლას, მის დიაგნოსტიკას და სტრატეგიების მოფიქრებას. ეს სტრატეგია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან ინდივიდუალურ მუშაობას უწყობს ხელს“, – ამბობს ირმა ქურდაძე.

ღია ლექციას დიდი ბრიტანეთის, დრეზდენის და პოლონეთის უნივერსიტეტების პროფესორ – ექსპერტები ესწრებოდნენ, რომლებმაც სტუდენტების მიერ მომზადებული სტრადეგიები დადებითად შეაფასეს.

ლექციის დასასრულს სტუდენტებმა 15 წუთიანი ფილმი ნახეს, რომელიც ჰიპერაქტიულ ბავშვებთან ურთიერთობას ასახავდა.

სამცხე – ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო „ტემპუსის“ პროექტს 2012 წლიდან ახორციელებს. აღნიშნული პროექტი ევროკავშირის მიერ ფინანსდება და ითვალისწინებს მომავალი მასწავლებლებისათვის საპილოტე კურსების მომზადებას სხვადასხვა მიმართულებით.

„აქტიურად ინერგება ინკლუზიური განათლება, ამ კუთხით კი სკოლებში უამრავი პრობლემა.მომავალმა პედაგოგმა თავიდანვე უნდა იცოდეს როგორ იმუშაოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან, ზუსტად ამისთვის არის აღნიშნული პროგრამაც“, – ამბობს „ტემპუსის“ საერთაშორისო პროოექტების ინსტიტუციური მენეჯერი თინა გელაშვილი.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


20.09.2018 განათლების სამინისტრომ მეექვსე სკოლის ორი მოსწავლე მედალზე წარადგინა

18.09.2018 უნივერსიტეტში სტუდენტებს ‘მუდლის’ განახლებული პროგრამა გააცნეს

17.09.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი განახლდა

17.09.2018 ახალციხის პირველ სკოლაში სწავლა ისე განახლდა, რომ ეზოს მშენებლობა არ დასრულებულა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.09.2018 თოჯინების თეატრი 'სიურპრიზისთვის' ემზადება

20.09.2018 ‘თავზე მაწვიმს’ – ახალდაბაში 80 წლის ქალი დახმარებას ითხოვს

20.09.2018 ‘მიწებს კარტოფილისთვის ვერ ვიყენებთ, რა დროს მარიხუანაა?!’ – შეფასებები სამცხე–ჯავახეთიდან

20.09.2018 განათლების სამინისტრომ მეექვსე სკოლის ორი მოსწავლე მედალზე წარადგინა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის პედაგოგებმა გადამზადება გაიარეს
ახალციხეში  ინკლუზიური განათლების შესახებ რეგიონული კონფერენცია მიმდინარეობს
გადაცემა 'საფეხური' – ინკლუზიური განათლება სკოლებში [Audio]
სპექტაკლი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების მონაწილეობით [Photo]
საფეხური: ინკლუზიური განათლება [Audio]
ინკლუზიური განათლების პოლიტიკა საქართველოში
ახალციხეში მოძმე ერების კულტურა და ტრადიციები გააცოცხლეს