სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ახალციხის მცხოვრებლებს უფასოდ გამოიკვლევენ

მთავარისაზოგადოება 24.10.2014
თვითმმართველ ქალაქ ახალციხესა და ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას უფასო გამოკვლევები ჩაუტარდება.

ახალციხის მცხოვრებლებს უფასოდ გამოიკვლევენ

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს 20–მდე ექიმი მოსახლეობას უფასო გამოკვლევებს 25 ოქტომბერს ჩაუტარებს. გამოკვლევები ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის შენობაში ჩატარდება. რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები პაციენტებს დილის 10:00 საათიდან მიიღებენ. მოქალაქეების ასაკი შეზღუდული არ არის.

ინიციატივა ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას ეკუთვნის.

„ჩვენი მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურება არის ძნელი, განსაკუთრებით დიაგნოსტიკაა ძვირი სიამოვნება. ამიტომ გადავწყვიტეთ დავკავშირებოდით ჩვენ მეგობრებს და ისინიც დაგვიდგნენ გვერდით“, – ამბობს ახალციხის მერი გიორგი კოპაძე და ამატებს, რომ შესაძლებელია მარტივი ოპერაციები უფასოდ ადგილზეც ჩატარდეს.

მსურველებს უფასოდ მოემსახურებიან: ოჯახის ექიმი, თერაპევტი, ნევროლოგი, ენდოკრინოლოგი, პედიატრი, ქირურგი, ოფთალმოლოგი (თვალის სრული გამოკვლევა სათვალის შერჩევა), ოტორინოლარინგოლოგი (ყელ–ყური), ანგიოლოგი (სისხლძარღვთა), რევმატოლოგი, კარდიოლოგი, გინეკოლოგი, ტრავმატოლოგი (ორთოპედი), უროლოგი, ალერგოლოგი, გასტროენტეროლოგი და ლაბორანტი (ანალიზები).

ასევე ჩატარდება: მუცლის ღრუს ექოსკოპია (ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ელენთა, პანკრეასი), საშარდე სისტემის ექოსკოპია (შარდის ბუშტი, პროსტატა, თირკმელი), გინეკოლოგიური ექოსკოპია (საშვილოსნო, საკვერცხე), ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია, მკერდის ექოსკოპია, კაროტიდების ექოსკოპია, ექოკარდიოგრაფია (გულის ექოსკოპია), ელექტროკარდიოგრამა, ქვემო ვენების დოპლეროგრაფია.

ახალციხის შემდეგ რესპუბლიკური საავადმყოფოს მედიკოსები კვირას, 26 ოქტომბერს, გამოკვლევებს ადიგენში მცხოვრებ მოსახლეობას ჩაუტარებენ.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


17.07.2018 აბიტურიენტები ისტორიის გამოცდას აბარებენ

16.07.2018 გეოგრაფიის გამოცდაზე 22 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

13.07.2018 პროფესიული უნარების გამოცდაზე 154 მასწავლებელი არ გამოცხადდა

13.07.2018 სამაგისტრო გამოცდების ტესტის პასუხები სავარაუდოდ წინასწარ გამოქვეყნდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.07.2018 15 000–მდე ბავშვს სისხლში ტყვიის შემცველობაზე გამოიკვლევენ

19.07.2018 ახალციხეში თვალის უფასო გამოკვლევები ჩატარდება

18.07.2018 რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა ხორცის შეძენისას

17.07.2018 ონკოლოგების შეფასებები ახალციხეში კიბოს ავადობის მაღალ მაჩვენებელზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას უფასოდ გამოიკვლევენ
ახალციხელებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ
სოფელ კუმურდოს მცხოვრებლებს უფასოდ გამოიკვლევენ
იაშვილის კლინიკის პედიატრები ახალციხეში უფასო სამედიცინო კონსულტაციებს ჩაატარებენ
ბორჯომში მცხოვრებ დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
სამედიცინო ცენტრში  „სიცოცხლის ხე“ უფასო გინეკოლოგიური გამოკვლევები მიმდინარეობს
ახალციხის მცხოვრებლებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ