FM97.5 / LIVE

ლელა ოქრომელიძე: აგარის ბაღში თანამშრომელი არ გვყავდა

მთავარისაზოგადოება » განათლება 30.09.2014
თვითმმართველი თემის ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი ლელა ოქრომელიძე აცხადებს, რომ აგარის ბაღში ამ დროისთვის არცერთი თანამშრომელი აღარ ჰყავდათ.

ლელა ოქრომელიძე:  აგარის ბაღში თანამშრომელი არ გვყავდა

ლელა ოქრომელიძის თქმით, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარის ბაღი სახელმწიფო საკუთრებაში 2014 წლის ივნისში გადავიდა. თანამშრომლები კი სამთვიანი ვადით, ხელშეკრულებით აიყვანეს. შესაბამისად, აგვისტოს ბოლოს ბაღში ფაქტობრივად არცერთი თანამშრომელი აღარ ჰყავდათ.

„რეალურად, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დაკომპლექტება, ეს არის სამუშაო პროცესი, რომლის დასრულების შემდეგ გადაწყდება ვინ სად დაინიშნება. აგარის ბაღში სწავლა ხვალ, 1 ოქტომბერს იწყება. ხვალიდან დავნიშნავთ ყველა თანამშრომელს“, – ამბობს ოქრომელიძე „სამხრეთის კარიბჭესთან“ საუბარში.

კითხვაზე, ამ დრომდე უნდა სცოდნოდათ თუ არა ყოფილ თანამშრომლებს, ვინ რჩებოდა და ვინ აღარ სამსახურში, იყვნენ თუ არა ვალდებული მათთვის ინფორმაცია მიეწოდებინათ, ოქრომელიძე ამბობს, რომ ყველა იმ პროცესზე რაც ბაღში ხდება, ვალდებულებას იღებს: „ვალდებულებას ვიღებთ ყველაფერზე, რაც ხდება, მაგრამ ამ ეტაპზე კონკრეტულად გადაწყვეტილი არაფერია, შესაბამისად, ვერაფერს ვაცნობებდით. ამ თანამშრომლებმა ისარგებლეს შვებულებით და ეს პერიოდი აუნაზღაურდათ. ამდენად, თუ რამე მოსაწესრიგებელი იყო, რისთვისაც დღეს ბაღში მივიდნენ, პრობლემას არ ქმნის. ხვალ სასწავლო პროცესი დაიწყება და ხვალ ყველას ეცოდინება ყველაფერი“.

„სამხრეთის კარიბჭეს“ კითხვაზე, ამ ფაქტმა ხომ არ შეაფერხა აგარის ბაღში სწავლის დაწყება, ოქრომელიძე ამბობს, რომ ეს არაფერ შუაშია: „იყო რაღაც საკითხები მოსაგვარებელი, იყო ბევრი პრობლემები, შესყიდვებში, ტენდერებში, კვების თემა იყო. თანამშრომლების გამო იქ პრობლემები არ ყოფილა, იმდენად, რამდენადაც, აგვისტოს ბოლოდან იქ თანამშრომლები აღარ გვყავდა, ყველას შეუწყდა ხელშეკრულება“.

შეგახსენებთ, აგარის ბაღში დღეს, 30 სექტემბერს, დილიდან, ყოფილმა თანამშრომლებმა 5 კოლეგის გათავისუფლების შესახებ შეიტყვეს და ეს ფაქტი გააპროტესტეს. მოგვიანებით, ბაღში ერთი ახალი თანამშრომელი მივიდა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ბაღის თანამშრომლები დილიდან ითხოვდნენ ლელა ოქრომელიძესთან შეხვედრას, თუმცა, იგი აგარაში არ ჩავიდა. ამის შემდეგ პედაგოგები თავად ჩამოვიდნენ ახალციხეში ოქრომელიძესთან შესახვედრად.

არც თუ ცოტახის ლოდინის შემდეგ, გამგეობის შენობაში, შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. კოლექტივი ოქრომელიძეს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაზა მელიქიძის კაბინეტში ხვდება. შეხვედრა მედიისთვის დახურულია. შეხვედრის დახურვა გამგებლის ინიციატივა იყო, მართალია პედაგოგებს მედიის დასწრება სურდათ, მაგრამ ვინაიდან მათ არჩევანი არ ჰქონდათ, დახურულ შეხვედრას დათანხმდნენ.

[sknews.ge]


14.10.2019 ნანა მასწავლებელი

14.10.2019 მასწავლებლობის მაძიებელთათვის რეგისტრაცია დაიწყო

11.10.2019 ბორჯომში სკოლა 58–მა მასწავლებელმა დატოვა

07.10.2019 პენსიონერი მასწავლებლები ახალციხის მერიამ დაასაჩუქრა [ფოტო]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.10.2019 რამდენმა მასწავლებელმა დატოვა სკოლა სამცხე–ჯავახეთში?

15.10.2019 ცხაურის გარეშე დარჩენილი სანიაღვრე არხი ახალციხეში [ფოტო]

15.10.2019 ახალციხეში ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს ®

15.10.2019 აწყვიტაში ლოდების ჩამოცვენის საკითხს მერია სწავლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

30.09.2019 'ახალციხელი წიქარა' - გურამ სუდაძის ხელნაკეთი ტრაიციკლი

მსგავს თემაზე

აგარის საბავშვო ბაღს არცერთი თანამშრომელი არ დატოვებს
აგარის ბაღის თანამშრომლები თავად მიდიან ოქრომელიძესთან
აგარის ბაღის თანამშრომლები კოლეგების გათავისუფლებას აპროტესტებენ
აგარის ბაღის თანამშრომლებს არ უთხრეს ვინ რჩება და ვინ ტოვებს სამსახურს
აგარის ბაღში ძველი და ახალი თანამშრომლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
ორთვიანი შეწყვეტის შემდეგ, საბავშვო ბაღებში სწავლა განახლდა
ვალეს საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი წლის ბოლომდე განახლდება