FM97.5 / LIVE

იურისტი: „ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეში ბრალდებულს გაამართლებენ“

მთავარისამართალი 26.09.2014
რატომ ვერ გამოდგება მტკიცებულებად ბესო ენდელაძის საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნები; რატომ შეიძლება აწყობდეს ბრალდების მხარეს მკვლელობის ავტოსაგზაო შემთხვევად კვალიფიცირება და რატომ შეიძლება გაამართლოს სასამართლომ ავტოსაგზაო შემთხვევის მუხლით ბრალდებული ენდელაძის საქმეში;

იურისტი: „ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეში ბრალდებულს გაამართლებენ“

გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც გარდაცვლილ ბესო ენდელაძეს ეხება, ახალციხის რაიონულ სასამართლოში ოთხი პროცესი გაიმართა. საქმის განხილვა ავტოსაგზაო შემთხვევის მუხლით მიმდინარეობს, დაზარალებულები კი აცხადებენ, რომ ეს მკვლელობა იყო. თუმცა, იურისტი ნუგზარ სამარჯიშვილი ირწმუნება, რომ საქმის მასალების მიხედვით, საქმეში ბრალდებულს ვერც ავტოსაგზაო შემთხვევას დაუმტკიცებენ და სამართლიანი სასამართლოს პირობებში ამ საქმეზე აუცილებლად გამამართლებელი განაჩენი დადგება.

„საქმის მასალების მიხედვით, ცალსახად იმის თქმა, რომ ეს იყო მკვლელობა, ან ავტოავარია შეუძლებელია. ვერც ერთს იტყვი და ვერც მეორეს. ამას უნდა ამყარებდეს მტკიცებულებები, რაც საქმეში არ არის“, - აცხადებს სამარჯიშვილი და ამატებს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ მხოლოდ ბრალდებულის ჩვენება არსებობს, ეს კი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი ვერავითარ შემთხვევაში ვერ გახდება.

ექსპერტიზის სავარაუდო დასკვნები

მისი თქმით, შეუძლებელია მტკიცებულებად გამოდგეს, ის ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც ენდელაძის საქმეშია.
მაგალითად, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გვამის გამოკვლევისას ბესო ენდელაძეს აღენიშნება: „დიფუზიური სისხლჩაქცევა თავის ქალის რბილი საფარის ქვეშ მარჯვნივ შუბლ-თხემ საფეთქლის მიდამოში... აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად“.

სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრანსოლოგიურ ექსპერტიზის დასკვნაში კი წერია, რომ „ბესო ენდელაძის სხეულზე არსებული დაზიანებები შესაძლებელია განვითარებულიყო ავტომობილი „მაზდას“ დაჯახების შედეგად, როგორც ეს მოწმეების ჩვენებებით დადგენილებაშია მითითებული, კერძოდ თუ იგი იქნებოდა სავალ ნაწილზე ჩაკუზულ მდგომარეობაში“.

ამავე დასკვნის მიხედვით, ექსპერტიზას ზუსტად იმის დადგენა თუ რა ვითარებაში მიიღო ენდელაძემ სხეულზე არსებული დაზიანებები, შეუძლებელია. ასევე ვერ ირკვევა, ის თუ რასთან კონტაქტის შედეგად მოხდა „მაზდას“ მარცხენა ფრთის დაზიანება.

„ექსპერტის დასკვნა მაშინ არის მტკიცებულება, როდესაც ის არის კატეგორიული, თორემ ვარაუდით ბევრი რამ შეიძლება ვივარაუდოთ. აქ კი ისეთივე ალბათობაა დაშვებული, როგორიც შეგვიძლია ნებისმიერ საკითხზე მსჯელობისას დავუშვათ“, - ამბობს სამარჯიშვილი და ამატებს, რომ როდესაც ექსპერტი ვარაუდს უშვებს, ის საქმე ყოველთვსი ბრალდებულის სასარგებლოდ წყდება.

სქემა, რომლის არქონის შემთხვევაშიც ავტოავარიაზე განაჩენი ვერ დადგება

ყველაზე მთავარი ავტოავარიების კატეგორიის საქმეში ეს არის შემთხვევის ადგილის სქემა. შემდგომში მთელი საქმე სწორედ ამაზე იგება, თუმცა, როგორც სამარჯიშვილი აცხადებს, ასეთი ნახაზი საქმეში არ არსებობს: „არადა, ეს იმდენად აუცილებელია, რომ სხვა მხრივ განაჩენი ავტოსაგზაო შემთხვევაზე ვერ დადგება“.

მისი თქმით, სწორედ ამ სქემის მიხედვით უნდა განესაზღვრა ექსპერტიზას მუხრუჭი არ იხმარა ბრლადებულმა, ხმოვანი სიგნალი არ გამოიყენა თუ რა არ გააკეთა იმისთვის, რომ ის არ მომხდარიყო, რაც მოხდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ამას მოწმე ვერ განსაზღვრავს: „ეს სამართალდამცავების გაფუჭებული საქმეა, რადგან მათ ცხელ კვალზე არ გააკეთეს ასეთი სქემა, სათანადო ექსპერტიზაც ამიტომ ვერ ჩატარდა“.

კითხვაზე, თუ საქმე მკლველობასთან გვაქვს, მაშინ რა ინტერესი უნდა ჰქონოდა ბრალდების მხარეს, რომ საქმე ავტოსაგზაო შემთხვევის მუხლით დაეკვალიფიცირებინა, სამარჯიშვილი გვპასუხობს: „ეს გახმაურებული, სკანდალური საქმეა და სამართალდამცავებს ყელში გაეჩხირათ. ამიტომ უნდათ მისი რაღაც ფორმით დამთავრება, რომ სალაპარაკო თემა აღარ იყოს. ნეიტრალური იურისტის პოზიციიდან გეტყვით, მკვლელობასაც დადასტურება უნდა. ვინმე დააჯერო, რომ მკვლელობა აღიაროს რთულია, ავტოავარიის აღიარება შედარებით მარტივია“.

სამარჯიშვილის განცხადებით, ვინმეს რაიმე ფორმით აღიარება რომ არა, 16 დეკემბრის ღამეს მომხდარი დანაშაული გაუხსნელი იქნებოდა, რაც სამართალდამცავების უნიათობაზე მიუთითებდა: „არ ვამბობ რომ ეს იყო მკვლელობა, რადგან საქმის მასალების მიხედვით ამ საქმეზე ვერც მკვლელობის განაჩენი დადგება. მტკიცებულებები არ არის და იმიტომ.

ადიგენის რაიონული სამმართველოს თანამშრომელბის გაფუჭებული საქმე

ასევე კითხვაზე, ადიგენის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებს დანაშაულის ძიება ცხელ კვალზე რომ დაეწყოთ, შეცვლიდა თუ არა ეს საქმეში მთლიან სურათს, იურისტი გვპასუხობს: „რა თქმა უნდა, ეს გამოძიებაში ანა-ბანაა. შეიძლება ცხელ კვალზე იმ წუთში ვერ გაიხსნას დანაშაული, მაგრამ ცხელ-კვალზე მოპოვებულ მტკიცებულებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ცხელ კვალზე ზერელე დამოკიდებულება თავიდანვე საქმის გაფუჭების მცდელობას ნიშნავს. საქმე თავიდანვე გაფუჭებულია და ვის რას უნდა ედავო?!“

შეგახსენებთ, რომ ხევაშენის მკვიდრი, 23 წლის ბესო ენდელაძე, 2013 წლის 16 დეკემბრის ღამეს სოფელ ვარხანში უგონო მდგომარეობაში, სისხლის გუბეში ნახეს. იგი უგონო მდგომარეობაში 47 დღე იყო. ოჯახის წევრები და ახლობლები დარწმუნებული არიან, რომ ბესო მოკლეს, თუმცა საქმის ძიება ამ დრომდე 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ავტოსაგზაო შემთხვევას გულისხმობს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.04.2020 4 აპრილს საქართველოში წვიმა, თოვლი და ქარბუქია მოსალოდენლი

03.04.2020 ‘სამხრეთის კარიბჭეს ტელეფონი იციან და ჩვენი არა?!’ – ადიგენის მერის პასუხი აბასთუმნის მოსახლეობას

03.04.2020 წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალს 10-15 ადამიანი დაესწრება

03.04.2020 რა შემთხვევაში გააგრძელებენ კომპანიები მუშაობას – ეკონომიკის მინისტრის განმარტება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახი ირწმუნება, რომ ბრალდებულის მამა გასაჩუმებლად ფულს სთავაზობს
ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეზე ოჯახი ხელახალ გამოძიებას ითხოვს
ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეზე პროკურორმა საბოლოო სიტყვა წაიკითხა
ბესო ენდელაძის საქმეს პროკურატურა უზენაესში ასაჩივრებს
ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეში ბრალდებულს 5–წლიანი პატიმრობა მიესაჯა
მალავს თუ არა სამმართველო ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის ექსპერტიზის პასუხს
ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმე სრულდება