FM97.5 / LIVE

რა საკითხები განიხილეს ქალაქის საკრებულოს სხდომაზე

მთავარიპოლიტიკა 23.09.2014
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს აპარატისა და მერიისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საშტატო ნუსხა დაამტკიცეს.

რა საკითხები განიხილეს ქალაქის საკრებულოს სხდომაზე

დღეს, 23 სექტემბერს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით მეექვსე სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა სამი საკითხი განიხილეს.

"ადგილობრივი თვითმმართველობის კანონის 156–ე მუხლის თანახმად ახალი საშტატო ნუსხა მომზადდა, რომლის მიხედვითაც ჩვენს მიერ დაგეგმილი კონკურსი გამოცხადდება. მაგალითად, წინა საშტატო ნუსხით განსაზღვრული იყო ქალაქის მერის სამი მოადგილე, ახლა ერთი მოადგილის შტატი მოაკლდა და ასე შემდეგ", – ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე კახა ბერიძე.

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობაში სულ 60 საშტატო ერთეულია, აქედან 13 თანამდებობის პირი კონკურსში მონაწილეობას არ იღებს. შესაბამისად ვაკანსია 47 თანამდებობაზე გამოცხადდება.

დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა კენჭი უყარეს "ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ" დადგენილებაში შეტანილ ცვლილებასაც. საკვალიფიკაციო მოთხოვნებში იურისტის ვაკანსიაზე ადვოკატის კვალიფიკაცია იყო მოთხოვნილი, რომელიც დღევანდელი ცვლილების თანახმად ამოიღეს. აღნიშნულ საკითხს სხდომაზე დამსწრე 13 დეპუტატიდან მხარი ყველამ დაუჭირა.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 პოლიცია აქციის მონაწილეებს დასაშლელად ნახევარ საათს აძლევს

18.11.2019 პარლამენტის მიმდებარედ სპეცრაზმია მობილიზებული

18.11.2019 ახალციხელი მხატვრის, მიხეილ იაძის ნამუშევრებს ალბომად გამოსცემენ

18.11.2019 სანიაღვრე არხების დაზიანებული ცხაურები ახალციხეში [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერიას ერთი შტატი მოაკლდა
ახალციხის თვითმმართველობაში საკონკურსო კომისიას ქალაქის მერი უხელმძღვანელებს
ქალაქის საკრებულოს სხდომაზე განხილულ საკითხებს ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა
საშტატო ნუსხის მიხედვით ახალციხის მერიას 115 თანამშრომელი ეყოლება
ახალციხის მერიაში 47 ვაკანსიაზე კონკურსი გამოცხადდა
ქალაქ ახალციხის საკრებულოს სხდომაზე გატანილი ‘უხერხული საკითხი’
ბორჯომის მერიაში იანვრის ხელფასები ვერ გასცეს