FM97.5 / LIVE

იყო თუ არა ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეში ბრალდებული მთვრალი დანაშაულის ჩადენისას

მთავარისამართალი 23.09.2014
სად იყო ბესო ენდელაძის საქმეში ბრალდებული დანაშაულის ღამეს და ვინ ნახა კონიაკის ბოთლი მის მანქანაში ავტოსაგზაო შემთხვევამდე; რას ჰყვება ბრალდებულის შეყვარებული და რატომ უარყოფს მოწმეების ნათქვამს დაცვის მხარე;

იყო თუ არა ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეში ბრალდებული მთვრალი დანაშაულის ჩადენისას
დღეს, 23 სექტემბერს ხევაშენში გარდაცვლილი ბესო ენდელაძის საქმეში ბრალდებული ა.ბ-ს მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომა დაცვის მხარის შესავალი სიტყვის წაკითხვით დაიწყო.

დაცვის მხარის შესავალი სიტყვა

ა.ბ-ს ადვოკატის ნოდარ აკოფაშვილის განცხადებით, ბრალდებულმა ვერ უზრუნველყო საფრთხის თავიდან აცილება და ამის გამო ბესო ენდელაძე გარდაიცვალა: „ეს ფაქტი უტყუარია და თავი ვცანით კიდეც დამნაშავედ“.

რაც შეეხება იმას, რომ ა.ბ-მ დანაშაული მთვრალ მდგომარეობაში ჩაიდინა, ადვოკატის თქმით, საქმეში ამასთან დაკავშირებით არანაირი მტკიცებულება არ მოიპოვება, არ არსებობს სისხლის ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა და არც ალკო ტესტის პასუხი: „ის რომ ა.ბ. ბრალის აღიარებით არ გამოცხადდა პოლიციაში და სამმართველომაც ვერ ჩაატარა ოპერატიული სამძებრო ღონისძიება, მაშინ როცა შეტყობინება პოლიციაში მომხდარიდან რამდენიმე წუთში შევიდა, არ ნიშნავს, იმას, რომ ა.ბ. მთვრალი იყო“.

ადვოკატმა შესავალ სიტყვაში ასევე აღნიშნა, რომ ბრალდებულის ოჯახი მზადაა ნებისმიერი ფორმით გვერდით დაუდგეს დაზარალებულის ოჯახს თუ გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამაზე თანახმა იქნებიან.

შესავალი სიტყვის დასრულების შემდეგ სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევაზე გადავიდა. დღეს სამი მოწმე, ბრალდებულის მეგობარი, შეყვარებული და შეყვარებულის მეგობარი დაიკითხა. სამივე მათგანმა აღნიშნა, რომ იმ ღამეს ა.ბ. ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. როგორც მოწმეებმა დარბაზში განაცხადეს, ბრალდებული შეყვარებულთან ნაჩხუბარი იყო და 16 დეკემბრის საღამოს შერიგებას ცდილობდა.

რას ამბობენ მოწმეები

სასამართლოში პირველად ა.ბ-ს მეგობარი მოწმე ზაზა მღებრიშვილი დაიკითხა.

„სახლში ვიყავი, რატიმ (ბრალდებულის მეგობარი, რომელიც დანაშაულის ღამეს ა.ბ-ს თან ახლდა) დამირეკა და მითხრა, ა.ბ. ნასვამია, ახალციხეში გაგვყევი რაღაც პრობლემაა მოსაგვარებელიო. გზაზე ა.ბ-ს მანქანით მოვიდნენ, საჭესთან მე დავჯექი, ა.ბ. მთვრალი იყო და იმიტომ. მანქანაში კონიაკის ბოთლი იდო, შიგ ცოტა იყო და რაც იყო დაცალეს“, - იხსენებს მღებრიშვილი.

მისი თქმით, ახალციხეში ჩამოსვლის შემდეგ ბრალდებულის შეყვარებულთან დაახლოებით 40-50 წუთი დაჰვეს: „სოფელში რომ ამოვედით მე სახლში დავრჩი, ა.ბ-ს შევთავაზე რომ სახლამდე მივიყვანდი, მაგრამ მითხრა შევძლებ ტარებასო. ამის მერე დაახლოებით ათ წუთში დამირეკა, სადაც დაგტოვეთ ისევ იქ დაგვხვდი, ისევ ახალციხეში მივდივართო“.

მღებრიშვილი იმ ადგილზე, სადაც მეგობრებს რამდენიმე წუთის წინ დაშორდა მალევე მივიდა: „გზაზე არ დამხვდნენ და ბენზინგასამართი სადგურისკენ წავედი. იქ ვარხნელი ბიჭები იყვნენ, იმათმა მითხრეს, რომ ა.ბ-ს და რატის ავარია მოუხდათ, ბესო ენდელაძეს დაარტყესო. მანქანა რომ გამოვაღე, ბესო იწვა უგონო მდგომარეობაში. სასწრაფო მოვიდა და ბესო წაიყვანეს. მეც მეგობარს დავურეკე და ვარხნამდე აყვანა ვთხოვე“.

მღებრიშვილი ა.ბ-ს და რატი დემეტრაძეს სწორედ ვარხანში შეხვდა: „მათ თან ახლდა ზაზა დემეტრაძეც. ზუსტად არ მახსოვს რომელმა, მაგრამ აქ მითხრეს, მანქანით დავეჯახეთ ბესოსო“.

მისი განცხადებით, ბრალდებული იმ საღამოს ნამდვილად მთვრალი იყო: „დიდი ხანია ვიცნობ და ადვილად შევამჩნიე“.
იგივე განაცხადეს დარბაზში მღებრიშვილის შემდეგ დაკითხულმა მოწმეებმაც.
„11 წელზე მეტია ვიცნობ ა.ბ-ს და აშკარად ეტყობოდა რომ ნასვამი იყო“, - თქვეს ბრალდებულის შეყვარებულმა და მისმა მეგობარმა. ორივე მათგანი ბრალდებულის კლასელი იყო.

როგორც ა.ბ-ს შეყვარებულმა თქვა, კონიაკის ბოთლი ბრალდებულის მანქანიდან მან ამოიღო: „ვიფიქრე რომ ა.ბ-სთვის კარგი გავაკეთე, ისეც ნასვამი იყო. ბოთლი სახლში შევიტანე და სამზარეულოში მაგიდაზე დავდე“.
ეს ბოთლი ნაგვის ურნაში მისმა მეგობარმა იმ ღამესვე გადააგდო: „ვიძინებდი როცა მგიდაზე ბოთლი დავინახე, როცა გავიგე ვისი იყო, ნაგავში გადავაგდე“.

დღევანდელ სხდომაზე მოწმის სახით რატი დემეტრაძეც უნდა დაკითხულიყო, თუმცა იგი სასამართლოში არ გამოცხადდა. მომავალ სხდომაზე პროკურორის კახა ლეკიშვილის განცხადებით, სწორედ რატი დემეტრაძე, ასევე ციური ენდელაძე და არჩილ გორგოძე დაიკითხებიან. სასამართლო პროცესი 2 ოქტომბერს 10:30 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ხევაშენის მკვიდრი, 23 წლის ბესო ენდელაძე, 2013 წლის 16 დეკემბრის ღამეს სოფელ ვარხანში უგონო მდგომარეობაში, სისხლის გუბეში ნახეს. იგი უგონო მდგომარეობაში 47 დღე იყო. ოჯახის წევრები და ახლობლები დარწმუნებული არიან, რომ ბესო მოკლეს, თუმცა საქმის ძიება ამ დრომდე 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტოსაგზაო შემთხვევას მთვრალ მდგომარეობაში გულისხმობს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


06.04.2020 ‘ეროვნული გამოცდის ფორმატი ან თარიღი არ შეიცვლება’ - მინისტრი

30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

08.04.2020 ბორჯომში ბაზარი და ხილ–ბოსტნეულის მაღაზიები დაიკეტა

08.04.2020 ‘ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომართვიანობა 25%-ით გაიზარდა’ – NGO ახალციხეში

08.04.2020 ქართული წარმოების პირბადეების გაყიდვა იწყება – რა ფასად და სად შეიძენთ

07.04.2020 დაიხურება თუ არა ახალციხის ბაზარი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეზე პროკურორმა საბოლოო სიტყვა წაიკითხა
ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეზე მოწმეები აღარ დაიკითხებიან
პროკურატურა ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეზე საპროცესოს არ აფორმებს
ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეში ბრალდებულს 5–წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ბესო ენდელაძის საქმეს პროკურატურა უზენაესში ასაჩივრებს
ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეში კიდევ ერთი ბრალდებულის საქმის განხილვა დაიწყო
ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმე სრულდება