FM97.5 / LIVE

ახალციხის ბაზრის დირექცია ბრძანების დაუმორჩილებლობისთვის ათასი ლარით დაჯარიმდა

მთავარიეკონომიკა 22.09.2014
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ახალციხის აგრარულ ბაზარში, რძის პროდუქტებით მოვაჭრეებს პირობების არქონის გამო ვაჭრობის შეწყვეტა მოსთხოვა, თუმცა, სექცია არ დაიხურა, რის გამოც ბაზრის დირექცია 1.000 ლარით დაჯარიმდა.

ახალციხის ბაზრის დირექცია ბრძანების დაუმორჩილებლობისთვის ათასი ლარით დაჯარიმდა

„კრიტიკული შეუსაბამობების გამო დაიხურა რძის პროდუქტების სექცია ახალციხის აგრარულ ბაზარში (შპს "სავაჭრო ცენტრი ახალციხე"), სადაც დარღვეული იყო რძის პროდუქტების (არაჟანი, რძე, კარაქი) შენახვა-რეალიზაციის პირობები, კოროზირებული იყო ხორცის დასაკიდი კაუჭები. ბიზნესოპერატორმა ვერ წარმოადგინა ვეტერინარული მოწმობა ფორმა N2, რის გამოც დაჯარიმდა 1000 ლარით“, – ეს განცხადება სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 17 სექტემბერს გაავრცელა.

მიუხედავად ამისა, 18 სექტემბერს ბაზარში მისულ „სამხრეთის კარიბჭეს“ მოვაჭრეები მაინც დახვდნენ.

„რამდენიმე დღის წინ იყვნენ, თან დირექცია შემოყვა, შეამოწმეს და ყველაფერი სუფთა იყო, უბრალოდ გვითხრეს მაცივარია საჭირო, რადგან პროდუქტები არ გაფუჭდესო“, – გვითხრეს მოვაჭრეებმა.

მათივე თქმით, მოვაჭრეებს მაცივრის შეძენის საშუალება არ აქვთ და ამისთვის დირექციამ უნდა იზრუნოს. გარდა ამისა სექციაში უნდა მოაწესრიგოს სველი წერტილები.

„თეთრებზე ვმუშაობთ, ადგილის ფულს ვიხდით და მაცივარი რით შევიძინოთ? როცა ძალიან ცხელა, პროდუქტებს ხორცისა და თევზის სექციაში ვინახავთ. წლებია ვმუშაობთა და არავინ მოსულა ისეთი, ვინც ჩვენი გაყიდული პროდუქტით მოიწამლა. თვითონ რომ გვთხოვენ ყველაფერი წესრიგში გქონდეთო, ისინი რატომ არ აკეთებენ ამას?! ყველთან გვაქვს საქმე და წყალი არ არის, ხელები ხშირად რომ დავიბანოთ“, – გვითხრა მაყვალა ხმალაძემ.

ვითარების გასარკვევად „სამხრეთის კარიბჭე“ აგრარული ბაზრის დირექციას დაუკავშირდა. როგორც დირექტორმა ნოდარ გოროხოვმა განმარტა, ის ამ პოსტზე ახალი დანიშნულია და საკითხში უახლოეს დღეებში გაერკვევა: „ვიცი, რომ იყვნენ შემოწმებაზე და ფორმა 2–ის არქონის გამო დაგვაჯარიმეს. ყველზე ვერაფერს გეტყვით, ინფორმაცია არ მაქვს. შევხვდები სურსათის ეროვნული სამსახურის თანამშრომლებს და გავერკვევი. გარდა ამისა, თევზისა და რძის პროდუქტებისთვის ცალკე შენობა შენდება. შევეცდებით რაც შეიძლება მალე მოვაგვაროთ ეს საკითხი. ამ ეტაპზე იქ ანტისანიტარია არ შემიმჩნევია“.

ინსპექტირების ჯგუფმა გეგმიური შემოწმება აგრარულ ბაზარში 19 სექტემბერს კვლავ ჩაატარა. დაუმორჩილებლობის გამო ბაზრის დირექცია 1.000 ლარით დააჯარიმა და სექციას მდგომარეობის გამოსწორებამდე მუშაობა აუკრძალა.

„სექციას საწარმო პროცესი შეუჩერდა, მიუხედავად ამისა, ბაზრის ადმინისტრაციამ განაგრძო მუშაობა, არ დაგვემორჩილა. ამიტომ დავაჯარიმეთ 1.000 ლარით. ინსპექტირების დროს იწერება რის გამო არის დახურული სექცია, როცა ბაზრის დირექცია ამ ყველაფერს მოაწესრიგებს და მოგვამრათავს შესამოწმებლად, ჯგუფი მივა, შეამოწმებს და თუ შეუსაბამობა აღმოფხვრილია, ბრძანების საფუძველზე აღდგება საწარმო პროცესი“, – განმარტავს სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე–ჯავახეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსი ლია ბექაური.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2019 ევროპა მაგარია! სოციალური რეკლამა [ვიდეო]

21.10.2019 ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე მძლეოსნობაში შეჯიბრი მიმდინარეობს

20.10.2019 ახალციხის თოჯინების თეატრი ხატია პარუნაშვილის დასახმარებლად სპექტაკლს გამართავს

19.10.2019 'ახალციხის მესხეთმა' სამოყვარულო ფეხბურთში რეგიონის პირველობა მოიპოვა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

რა პირობით იყიდება რძის პროდუქტები ახალციხის ბაზარში
სეს: ახალციხეში რესტორანი ‘ვარძია’ 1 000 ლარით დაჯარიმდა
გარე ვაჭრობა – რა საფრთხის წინაშე არიან ახალციხელები?
ახალციხის ბაზარში ხორცი კვლავ ფორმა 2-ის გარეშე იყიდება
ბორჯომში 4 კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა
ბორჯომის ბაზარში ხანძრით დაზარალებულებს მერია 24 000 ლარით დაეხმარება
სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს