FM97.5 / LIVE

ვარძიის გადარჩენისთვის 4–წლიანი პროექტი დაიწყო

მთავარისაზოგადოება 22.09.2014
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, ვარძიის კომპლექსის გადარჩენის ოთხწლიანი პროექტი დაიწყო.

ვარძიის გადარჩენისთვის 4–წლიანი პროექტი დაიწყო

მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ვარძიის კომპლექსისათვის 570.000 ლარის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ 5 სექტემბერს მიიღო.

უნიკალური კლდეში ნაკვეთი კომპლექსის გადარჩენის 4 წლიანი პროექტის პირველ ეტაპზე დაგეგმილია მულტიდისციპლინარული კვლევები და მთელი რიგი სამუშაოები.

პროექტის შედეგად: ვარძიის კომპლექსის კლდის დაზიანებათა და ქვათაცვენის რისკების პირველად რუკებს შეიმუშავებენ; დაგეგმილია საკონსერვაციო საჭიროებების პირველადი შეფასება; კონკრეტული გადარჩენითი ღონისძიებების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდება წყლის მასების ფერდობზე ჩამოდინება, რაც შეამცირებს ქვათაცვენის რისკებს; კონკრეტული რისკების მოხსნით (კლდის 2 ლოდის გამაგრება) აღმოიფხვრება კომპლექსის ფრაგმენტის განადგურების საშიშროება და უზრუნველყოფილი იქნება ვიზიტორებისა თუ მომსახურე პერსონალის უსაფრთხოება;

ვარძიის კომპლექსის გადარჩენის 4 წლიანი პროექტი ადგილობრივებს კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნოკოლოზ ანთიძემ, 20 სექტემბერს, ვარძიაში „შოთაობის“ დღესასწაულზე გააცნო.

„დღეს უკვე დავიწყეთ იმ პროექტის განხორციელება, რაც აქამდე დავაანონსეთ. ეს არის ინფრასტრუქტურის მოწყობა რთული ადგილების გამაგრება და განათების მოწყობა“, - განმარტა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნოკოლოზ ანთიძემ.

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს უნიკალური კულტურული ძეგლი გადავარჩინოთ და მომავალ თაობებს შევუნახოთ“, -განაცხადა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ.

[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


11.10.2018 სოფელ შოლავერში ახალი სკოლა გაიხსნა

09.10.2018 სოფელ არალში სკოლა საზეიმოდ გაიხსნა [Photo/Video]

08.10.2018 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამა დაიწყო

08.10.2018 ოთხწლიანი ლოდინის შემდეგ არლის სკოლა ახალ შენობაში გადავიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.10.2018 ლაბორატორიული კვლევებით, მერაბიშვილის მძიმე მეტალებით ინტოქსიკაცია გამოირიცხა

14.10.2018 მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს

13.10.2018 გუნდი ‘ტაო’ თბილისის ‘იუნკერებთან’ დამარცხდა

13.10.2018 ექვსწლიანი ლოდინის შემდეგ ‘ძალოვანების კორპუსში’ მესაკუთრეებს ბინები გადაეცათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ვარძიის მიმდებარედ მესხურ ვაზს დარგავენ
კულტურის სამინისტრო ვარძიის კონსერვაციის გეგმაზე მუშაობას იწყებს
ნიკოლოზ ანთიძემ კულტურული ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა
ასპინძაში სოფელ ჭაჭკარის რეაბილიტაცია იწყება
ვარძიაში სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება [photovideo]
ვარძიის ტაძრის მხატვრობის რესტავრაციის პროცესს „მონოლით ჯგუფი“ დააფინანსებს
ვარძიაში საცხოვრებელი დანიშნულების გამოქვაბულები აღმოაჩინეს