FM97.5 / LIVE
ახალგაზრდის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო;">

პროკურატურა ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეზე საპროცესოს არ აფორმებს

მთავარისამართალი 19.09.2014
რატომ იყო ბრალდებულის ადვოკატი მოუმზადებელი დღევანდელ პროცესზე გამოსასვლელად და რატომ არ დაიკითხა ბრალდების მხარის ორი მოწმე; სასამართლოში ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო;

პროკურატურა ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეზე საპროცესოს არ აფორმებს
დღეს, 19 სექტემბერს ხევაშენში გარდაცვლილი ბესო ედელაძის საქმის არსებით განხილვა გაიმართა, თუმცა ისე, რომ დაცვის მხარეს შესავალი სიტყვა არ წაუკითხავს და დარბაზში არც ბრალდების მხარის მოყვანილი მოწმეები დაუკითხავთ. მიზეზი დაცვის მხარის შუამდგომლობა იყო. ბრლადებულის ადვოკატმა, პროცესის გადადება ითხოვა.

„საპროცესოს გაფორმების შესახებ პროკურატურაში განცხადება გვაქვს შეტანილი და ჯერ პასუხი არ მიგვიღია, ამიტომ ვიდრე პასუხს მივიღებდეთ იქნებ პროცესი გადაიდოს“, - მიმართა მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილს ბრლადებული ა.ბ-ის ადვოკატმა ნოდარ აკოფაშვილმა.

პროკურორ კახა ლეკიშვილის განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმება არ გაფორმდება.

„ამის შესახებ ადვოკატს წერილობით უკვე ვაცნობეთ, ალბათ ჯერ პასუხი არ ჩაბარებია, - უპასუხა მოსამართლეს ლეკიშვილმა და პროკურატურის გადაწყვეტილება მოსამართლესაც წარუდგინა - ამიტომ პროცესის გადადება საქმის ფუჭად გაჭიანურება იქნება“.

პროკურორის განცხადების შემდეგ მოსამართლემ საქმის არსებითი განხილვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო და ამიტომ შესავალი სიტყვის წარმოსათქმელად ლეკიშვილს დრო 30 წუთი განუსაზღვრა.

როგორც ლეკიშვილმა შესავლ სიტყვაში წარმოთქვა, შემთხვევა 2013 წლის 16 დეკემბრის ღამეს მოხდა, ბრლადებული ტრანსპორტს მთვრალ მდგომარეობაში მართავდა, სწორედ ამიტომ მან მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილება ვერ შეძლო , ამას კი სავალალო შედეგი მოჰყვა: „16 დეკემბრიდან 2 თებერვლამდე ენდელაძე (გარდაცვლილი „ს.კ“) სიკვდილს ებრძოდა. ამ ხნის განმავლობაში გამოძიებისთვის უცნობი იყო ის, თუ რამ გამოიწვია მომხდარი. ბრალდებულს ალბათ არ ეყო გამბედაობა ამის შესახებ მანამდე ეთქვა“.

ბრალდებული ა.ბ. წარგენილ ბრალში თავს დამნაშავედ ნაწილობრივ ცნობს, იგი აღიარებს, რომ ნამდვილად ავტოსაგზაო შეემთხვევა მოუხდა, თუმცა კატეგორიულად უარყოფს იმას, რომ ეს მთვრალ მდგომარეობაში მოუვიდა. პროკურორი შესავალ სიტყვაში კი ირწუნება, რომ ა.ბ. ახალციხისდან ვარხნამდე მოძრაობისას კონიაკს მიირთმევდა: „მოვიყვანთ მოწმეებს, რომლებიც ამას დაადასტურებენ“.

პროკურორის შემდეგ შესავალი სიტყვის წაკითხვის ჯერი ადვოკატზე მიდგა. თუმცა, მან დარბაზში კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ამისთვის მოუმზადებელი იყო. მოსამართლის შეთავაზებაზე, ნახევარი საათით შესვენება გამოცხადებულიყო და ამ ხნის განმავლობაში მას შესავალი სიტყვა მოემზადებინა, უარი განაცხადა. ამიტომ სასამართლო პროცესი 23 სექტემბრამდე გადაიდო. ამ დღეს 10 საათზე სხდომა ადვოკატის შესავალი სიტყვით გაიხსნება, შემდეგ კი ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან.

სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ დაზარალებულ მხარესა და ბრალდებულის ახლობლებს შორის შელაპარაკება მოხდა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ახლობლები ბრალდებულსა და შემთხვევის დღეს მასთან ერთად მყოფი პირების ახლობლებს იმის აღიარებას სთხოვდნენ, რომ იმ ღამეს ბესო სასიკვდილოდ სცემეს და ეს არ იყო ავტოსაგზაო შემთხვევა.

შეგახსენებთ, რომ ხევაშენის მკვიდრი, 23 წლის ბესო ენდელაძე, 2013 წლის 16 დეკემბრის ღამეს სოფელ ვარხანში უგონო მდგომარეობაში, სისხლის გუბეში ნახეს. იგი უგონო მდგომარეობაში 47 დღე იყო. ოჯახის წევრები და ახლობლები დარწმუნებული არიან, რომ ბესო მოკლეს, თუმცა საქმის ძიება ამ დრომდე 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტოსაგზაო შემთხვევას მთვრალ მდგომარეობაში გულისხმობს.

პროკურატურა ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეზე საპროცესოს არ აფორმებს

პროკურატურა ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეზე საპროცესოს არ აფორმებს

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


06.04.2020 ‘ეროვნული გამოცდის ფორმატი ან თარიღი არ შეიცვლება’ - მინისტრი

30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

08.04.2020 ბორჯომში ბაზარი და ხილ–ბოსტნეულის მაღაზიები დაიკეტა

08.04.2020 ‘ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომართვიანობა 25%-ით გაიზარდა’ – NGO ახალციხეში

08.04.2020 ქართული წარმოების პირბადეების გაყიდვა იწყება – რა ფასად და სად შეიძენთ

07.04.2020 დაიხურება თუ არა ახალციხის ბაზარი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეზე მოწმეები აღარ დაიკითხებიან
ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეზე პროკურორმა საბოლოო სიტყვა წაიკითხა
ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეში ბრალდებულს 5–წლიანი პატიმრობა მიესაჯა
იყო თუ არა ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეში ბრალდებული მთვრალი დანაშაულის ჩადენისას
ბესო ენდელაძის საქმეს პროკურატურა უზენაესში ასაჩივრებს
ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეზე ოჯახი ხელახალ გამოძიებას ითხოვს
რას პასუხობს მთავარი პროკურატურა ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახს