FM97.5 / LIVE

მოხეში მდებარე მეჩეთისთვის ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვენ

მთავარისაზოგადოება 18.09.2014
ინიციატივა მოხეში სადავო შენობისთვის ექსპერტიზის ჩატარების შესახებ - აშენდა თუ არა მეჩეთი ტაძრის ქვებით; ქრისტიანებისა და მუსლიმების საერთო სურვილი და ხელისუფლების პასუხი ინიციატივაზე;

მოხეში მდებარე მეჩეთისთვის ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვენ

ადიგენში ერთადერთი არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დარბაზის“ ხელმძღვანელი გოდერძი კუბლაშვილი სოფელ მოხეში მდებარე ძველი მეჩეთის სადავო შენობისთვის ექსპერტიზის ჩატარების ინიციატივით გამოდის. მისი განცხადებით, ინიციატივას მხარს უჭერენ ადგილობრივი ქრისტიანებიც.

„ამ შენობასთან ახლოს, ქრისტიანის ოჯახში, ნატაძრალის ქვა-ლოდია აღმოჩენილი. სავარაუდოდ, აქ მე-12 - მე-13 საუკუნეში ტაძარი იყო და მეჩეთიც, დიდი ვარაუდით, ამ ტაძრის ქვებით აშენდა. იმისთვის, რომ მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის სისხლისღვრამდე არ მივიდეთ, ჩემი და ჩემი თანამოაზრეების ინიციატივაა, ამ შენობას ექსპერტიზა ჩაუტარდეს“, - აცხადებს კუბლაშვილი „სამხრეთის კარიბჭესთან“.

მისი თქმით, უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელშიც ქართველ ექსპერტებთან ერთად ჩართული იქნებიან უცხოეთიდან მოწვეული ექსპერტებიც, მაგალითად თურქეთიდან: „ეს სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, თუნდაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ. მათ უნდა დააფინანსონ ექსპერტთა ჯგუფი და გაირკვეს ერთხელ და სამუდამოდ აშენდა თუ არა მეჩეთი ტაძრის ქვებით“.

კუბლაშვილის განცხადებით, თუ ექსპერტები დაასკვნიან, რომ მეჩეთი ტაძრის ქვებით არ არის აშენებული, მაშინ ქრისტიანებმა ამ შენობაზე დავა უნდა შეწყვიტონ: „პირადად მე, რადგან სხვის ნაცვლად ვერ ვილაპარაკებ, ვაცხადებ, რომ ამ შენობაზე არანაირი პრეტენზია არ მექნება. თუ დამტკიცდება, რომ მეჩეთი ტაძრის ქვებითაა აშენებული, დარწმუნებული ვარ მუსლიმებიც იგივეს იტყვიან და ამ შენობაზე პრეტენზია არც მათ ექნებათ“.

ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებით ადგილობრივ მუსლიმებს პრეტენზია არ აქვთ, უფრო მეტიც, კუბლაშვილის ინიციატივას მიესალმებიან და აცხადებენ, რომ თუ ექსპერტიზა ჩატარდება ეს ორივე მხარისთვის უკეთესი იქნება.

„ჩვენ თანახმა ვართ ჩატარდეს ექსპერტიზა. ეს მეჩეთი ტაძრის ქვებით ნამდვილად არ არის აშენებული. თუმცა, ეს არის მუნიციპალიტეტის ქონება და თუ საზრუნავი იქნება, მუნიციპალიტეტი იზრუნებს ამაზე“, - აცხადებს სამცხე-ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე.
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე აცხადებს, რომ ეს საკითხი მისთვის უცნობია და ამიტომ კომენტარის გაკეთება გაუჭირდება: „ამაზე ნამდვილად არ მიფიქრია, ამიტომ თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან“.

აღნიშნული ინიციატივის შესახებ არც სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში საუბრობენ. გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე კომენტარს არ აკეთებს.

როგორც გოდერძი კუბლაშვილი აცხადებს, მას შენობისთვის ექსპერტიზის ჩატარების შესახებ ოფიციალურად არცერთი უწყებისთვის არ მიუმართავს: „ამის შესახებ პირველად „სამხრეთის კარიბჭესთან“ ვაცხადებ, ამის შემდეგ ყველა შესაბამის უწყებას წერილობით ვაცნობებთ“.

თუმცა, ვიდრე აღნიშნულ ინიციატივას შესაბამისი უწყებები გაიზიარებენ და ექსპერტთა ჯგუფს შექმნიან, შესაძლოა, სადავო შენობაზე ექსპერტიზის ჩატარება დაგვიანებული აღმოჩნდეს. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობა სადავო შენობის რეაბილიტაციისთვის ტენდერს აცხადებს, სადაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად 66.807.00 ლარია მითითებული.

„შენობის იურიდიული სტატუსია კლუბი. რეაბილიტაციის პარალელურად გადავწყვეტთ რა იფუნქციონირებს ამ შენობაში“, - ამბობს ზაქარია ენდელაძე.

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი მუსლიმები მოხეში ყოფილი მეჩეთის შენობის მუსლიმთა სამმართველოსთვის გადაცემას მოითხოვენ, ქრისტიანები კი მუსლიმების მოთხოვნას აპროტესტებენ. ამის გამო ადგილობრივებს შორის სოფელში სიტყვიერი შელაპარაკებაც მოხდა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


19.06.2019 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აპლიკანტებს 20 ივნისიდან შეეძლებათ

19.06.2019 სკოლებში დასაქმებული მასწავლებლებიდან საპენსიო ასაკის მქონე 16 406 პედაგოგია

17.06.2019 17 ივნისს სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართება

16.06.2019 ახალციხის N1 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.06.2019 ‘წყალსაც ვეხვეწებით, რომ წამოვიდეს’– სარწყავი წყლის პრობლემები რეგიონში [ვიდეო]

24.06.2019 სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გრიგოლ ხანძთელის სტიპენდია აღდგება

24.06.2019 აწყურის ტაძრის გუმბათის ჯვრის ბაზისი აღმოაჩინეს

24.06.2019 გიორგი გახარიას მხარდამჭერი პეტიცია შეიქმნა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

მოხეში მცხოვრები ქრისტიანები სადავო შენობაში ბიბლიოთეკის განთავსებას ითხოვენ
ადიგენელი მუსლიმები გუბერნატორსა და გამგებელს ცრუ დაპირებაში ადანაშაულებენ
მოხეს სადავო შენობის შესახებ კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო
მოხის სადავო შენობაზე ერთობლივი კომისია იმუშავებს
ახალციხეში სოფელ მოხეს სადავო შენობის წარმომავლობის დამდგენი კომისიის სხდომა მიმდინარეობს
სამართალდამცავებმა მოხეს სადავო შენობის კარი აჭედეს
რა ბედია ეწია მუსლიმების განცხადებას მეჩეთის გადაცემის თაობაზე