FM97.5 / LIVE

ახალციხის ყოფილი გამგებლის პროცესზე ისევ ერთი მოწმე დაიკითხა

მთავარისამართალი 17.09.2014
ახალციხის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის ბესიკ ბლიაძის სასამართლო პროცესზე დაკითხული ერთი მოწმე და 12 წუთში დასრულებული სხდომა;

ახალციხის ყოფილი გამგებლის პროცესზე ისევ ერთი მოწმე დაიკითხა

დღეს, 17 სექტემბერს, ახალციხის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის ბესიკ ბლიაძის სასამართლო პროცესზე სოფელ მინაძეში ყოფილი რწმუნებული მამუკა მესხი დაიკითხა.

მისი თქმით, იგი აღნიშნულ თანამდებობაზე 2013 აგვისტოში დაინიშნა: „ვიცოდი, რომ დროებით მოვალეობის შემსრულებლად ვინიშნებოდი, მაგრამ, რა ვადით, არ დავინტერესებულვარ“.

როგორც მესხმა სასამართლო დარბაზში განაცხადა, მან 2013 წლის ბოლოს საჯარო მოხელეთა შესარჩევ კონკურსში მიიღო მონაწილეობა, გაიმარჯვა და აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობა ჩვეულებრივ გააგრძელა. მისი თქმით, მას სამსახურში დანიშვნის შესახებ ბრძანება არც აგვისტოში და არც კონკურსის გავლის შემდეგ არ ჩაბარებია.

„დანიშვნის შესახებ სამსახურის უფროსისგან მაკა სამსონიძისგან ვიგებდი ხოლმე“, - განაცხადა მესხმა.

დაცვის მხარე დაინტერესდა, მას შემდეგ, რაც მესხი გამგეობაში სამთვიანი ვადით დაინიშნა, მან გამგებელს იმის სათხოვნელად, რომ დანიშვნის ვადა გაეგრძელებინა, ვინმე ხომ არ მიუგზავნა, ან ამის შესახებ ბლიაძეს პირადად ხომ არ სთხოვა.

„არა, მსგავსი არაფერი ყოფილა“, - უპასუხა მესხმა ადვოკატის კითხვას.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ დასაკითხად მხოლოდ ერთი მოწმე წარმოადგინა. როგორც სასამართლო დარბაზში პროკურორმა ოთარ სანდოძემ მოსამართლეს განუმარტა, მას იმის შესახებ, რომ დღეს ბლიაძის პროცესზე უნდა გამოსულიყო, გვიან შეატყობინეს: „მოგეხსენებათ ამ პროცესებზე მამუკა ქომოშვილი გამოდის, მას სასამართლო პროცესები თბილისში აქვს, ამიტომ გუშინ მითხრეს, რომ დღევანდელ სხდომაზე მე უნდა გამოვსულიყავი და ამ ერთ მოწმესაც გვიან ღამით დავუკავშირდი“.

მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილის განცხადებით, დღევანდელ პროცესისთვის მოსამზადებლად ბრალდების მხარეს დრო თვეზე მეტი ჰქონდა: „შვებულებების პერიოდი დაემთხვა, ეს ყველაფერი გავითვალისწინეთ და პროცესი 17 სექტემბერს ჩავნიშნეთ, დღეს საქმის დამთავრებას ვაპირებდით“.

ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარე სასამართლო პროცესებს შეგნებულად აჭიანურებს: „არც ვიცი ასე თითო მოწმის დაკითხვით ბოლოში თუ გავალთ ოდესმე, მაგრამ, მათთვის არასასურველი შედეგი ოდესღაც მაინც დადგება და ამას ვერსად წაუვლენ“.

ბესიკ ბლიაძის საქმეზე დასაკითხი კიდევ ხუთი მოწმე დარჩა. მომავალი სასამართლო სხდომა 22 სექტემბერს, 16:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის ყოფილ გამგებელს ბრალი 24 მარტს წაუყენეს. მას ბრალი სსკ-ის 341-ე მუხლით ედება, რაც სამსახურეობრივ სიყალბეს გულისხმობს. 25 მარტს, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ბლიაძეს გირაო 4,000 ლარი შეუფარდა. ამავე დღეს გამოიტანა გადაწყვეტილება მისი უფლებამოსილების შეჩერების შესახებ.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.04.2020 4 აპრილს საქართველოში წვიმა, თოვლი და ქარბუქია მოსალოდენლი

03.04.2020 ‘სამხრეთის კარიბჭეს ტელეფონი იციან და ჩვენი არა?!’ – ადიგენის მერის პასუხი აბასთუმნის მოსახლეობას

03.04.2020 წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალს 10-15 ადამიანი დაესწრება

03.04.2020 რა შემთხვევაში გააგრძელებენ კომპანიები მუშაობას – ეკონომიკის მინისტრის განმარტება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ყოფილი გამგებლის სასამართლო პროცესი გადაიდო
ახალციხის ყოფილი გამგებლის პროცესზე პროკურორი მეოთხედ შეიცვალა
რატომ არ გამოცხადდნენ ბრალდების მხარის მოწმეები ახალციხის გამგებლის სასამართლო პროცესზე
გამგებლის პროცესზე ის მოწმეები დაკითხეს, რომელთა ბრძანებების გაყალბებაშიც მას ადანაშაულებენ
ახალციხის სასამართლოში ახალციხის ყოფილი გამგებლის პროცესი მიმდინარეობს
ვინ ჩაანაცვლებს დროებით ახალციხის გამგებელს?
ახალციხის ყოფილ გამგებელთან ერთად დამნაშავედ ადმინისტრაციის სამსახურის უფროსიც ცნეს