FM97.5 / LIVE

რაბათში მცხოვრებლებს სახლის ფასადის შეცვლისთვის 5000 ლარით დააჯარიმებენ

მთავარისაზოგადოება 16.09.2014
რეაბილიტირებულ რაბათის უბანში მცხოვრებ ორ ოჯახს, სახლის ფასადის თვითნებური შეცვლისთვის 5.000 ლარით დააჯარიმებენ. გარდა ამისა, მფლობელები ვალდებული იქნებიან შენობას პირვანდელი სახე აღუდგინონ.

რაბათში მცხოვრებლებს სახლის ფასადის შეცვლისთვის 5000 ლარით დააჯარიმებენ

ათონელის ქუჩაზე, 108–2 ნომერში მცხოვრები ეკატერინე კაპანაძე სახლში კომერციული ობიექტის გახსნას გეგმავს. ამისთვის, რამდენიმე თვის წინ, შენობის პირველ სართულზე ფანჯარა ამოიღო და მეტალოპლასტმასის კარი ჩასვა. ამბობს, რომ ნებართვა არავისთვის უთხოვია.

„არავის გავუფრთხილებივართ, რომ ცვლილება არ შეიძლება. ხელშეკრულება გავაფორმეთ მარტო იმ დროს, როდესაც რეაბილიტაციის დროს ქირით გავედით. ამ ადგილას შესაძლოა მაღაზია გავხსნა“, – ამბობს იგი.

კაპანაძეებისგან განსხვავებით, მერიისგან გამაფრთხილებელი წერილი უკვე მიიღო ციხისძირის ქუჩაზე მცხოვრებმა შავაძეების ოჯახმა. როგორც ოჯახის დიასახლისი ციალა შავაძე განმარტავს, მას კარები კომერციული მიზნისთვის არ გაუკეთებია, სახლში შესასვლელად დასჭირდა.

„პროექტი ჩაბარებული არ იყო, როცა ეს გავაკეთე. რეაბილიტაციამდე აქ კარი მქონდა, ახლა ორი ქვა ჩამოვიღე, სხვა არაფერი გამიკეთებია. წერილი კი ახლა მომივიდა მერიიდან, სადაც წერია, დაუბრუნეთ პირვანდელ სახესო. კიბეები მივამატე, მეტი არაფერი“, – ამბობს იგი და ამატებს, რომ ვერ დამაჯარიმებენ, – არ არსებობს იმის დოკუმენტაცია, რომ ფასადი დავამახინჯე. მაშინ, ეს უნდა დამიმტკიცონ“.

ახალციხის მერიაში განმარტავენ, რომ შენობის პროექტი არსებობს, სადაც ეს კარი არ არის იმ ფრომით, როგორიც ამჟამადაა.

ახალციხის მერის გიორგი კოპაძის თქმით, შესაბამის სამსახურებთან შეთანხმების გარეშე რაბათში, რეაბილიტირებულ ქუჩაზე მდებარე სახლების მფლობელებს და არა მარტო მათ, ფასადების თვითნებური შეცვლის უფლება არ აქვთ. ამისათვის ისინი 5.000 ლარით დაჯარიმდებიან.

„რაბათში რაც უნებართვოდ უგაკეთდება, განსაკუთრებული ჯარიმები იქნება. ნებართვები შესაბამის ორგანობეთან შეთანხმებით გაიცემა. გარდა რაბათისა, ქალაქის ნებისმიერ ქუჩაზე, მე უნდა მივცე ნებართვა რეკონსტრუქციისაც და ყველა იმ ცვლილებისა, რომელიც ამ შენობაში შევა. თვითნებურად ამის გაკეთება არ შეიძლება, მითუმეტეს რაბათში“, – განმარტავს კოპაძე.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ მოქლაქე ჯარიმას არ გადაიხდის, შესაბამის ზომებს მიიღებენ. გარდა ამისა, მფლობელები ვალდებული არიან შენობას პირვენდელი სახე დაუბრუნონ.

რაბათში მცხოვრებლებს სახლის ფასადის შეცვლისთვის 5000 ლარით დააჯარიმებენ

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


18.04.2019 მოსწავლეების თვალით დანახული პრობლემები – კონფერენცია ახალციხეში

17.04.2019 აზავრეთის სკოლის მოსწავლეებმა სწავლა განაახლეს

16.04.2019 მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის თავისუფალი დასწრება გაუქმდა

15.04.2019 მეორე კვირაა მოსწავლეები აზავრეთის სკოლაში არ დადიან – პროტესტი გრძელდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.04.2019 მოსწავლეების თვალით დანახული პრობლემები – კონფერენცია ახალციხეში

18.04.2019 სამცხე–ჯავახეთში ყოველ მესამე და შემდგომ ბავშვზე დახმარებას აღარ მიიღებენ

17.04.2019 ქაღალდი, მინა, პლასტმასი და მეტალი – ნარჩენების დახარისხება სავალდებულო ხდება

17.04.2019 ‘ვანის ქვაბებს’ ილიაუნის და ფლორენციის უნივერსიტეტის მეცნიერები შეისწავლიან

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

რაბათში მცხოვრები კაპანაძეები სახლის ფასადის შეცვლისთვის აღარ დაჯარიმდებიან
'იატაკი ავყარე და ნანგრევები დავინახე’– რაბათში სახლის ქვეშ ისტორიული აბანოები აღმოჩნდა
რაბათში, ექვსი წლის წინ პარკინგისთვის გამოყოფილი ადგილი ამ დრომდე მოსაწყობია
როზა ხითარიშვილი: ‘აბასთუმანში, კორპუსში ყველა ფანჯარა შეცვალეს ჩემების გარდა’
'სამსახურიდან რომ მიხვალ სახლში, აბანო მინისტრსაც უნდა და გლეხსაც' – დასახლება კანალიზაციის გარეშე
მონასტრის წინამძღვარმა ვანის ქვაბებში მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა ჩასვა [Photo]
‘რაბათში აღმოჩენილი აბანოები არ დაუზიანებიათ’ – მერიის ძეგლთა დაცვის სამსახური