FM97.5 / LIVE

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე მკვლელობაში ბრალდებული საჯარო მოხელე დაკითხეს

მთავარისამართალი 15.09.2014
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე 80 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე, ამავე დანაშაულში ბრალდებული საჯარო მოხელე მარინე სიმონიანი დაკითხეს.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე მკვლელობაში ბრალდებული საჯარო მოხელე დაკითხეს
ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. ნაფიცი მსაჯულები ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაოხრებში 80 წლამდე ასაკის ანა ბაბოევის მკვლელობაში ბრალდებული ს.ბ-ს საქმეს განიხილავენ.

ს.ბ-თან ერთად ნაფიც მსაჯულებს ამავე დანაშაულში ბრალდებული საჯარო მოხელის მარინე სიმონიანის საქმეც უნდა განეხილათ, თუმცა სიმონიანმა ბრალი აღიარა და პროკურატურასთან საპროცესო გარიგება გააფორმა. ამიტომ სიმონიანის საქმე მასთან ერთად ბრალდებულის ს.ბ-ს საქმეს გამოეყო და მას ახალციხის რაიონულმა სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა 7 წლით შეუფარდა.

მარინე სიმონიანმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე დაკითხვისას განაცხადა, რომ ს.ბ-მ მკვლელობა მასთან ერთად ჩაიდინა.

„აღიარა და თქვა, რომ დამნაშავე ვარ და ერთად ჩავიდინეთ დანაშაულიო, მაგრამ რამდენად სწორად თქვა ეგ სხვა საკითხია, - ამბობს ს.ბ-ს ადვოკატი ირაკლი ბარძიმაძე და ამატებს, რომ სიმონიანმა ბრალი იმიტომ აღიარა, რომ მას საპროცესო გარიგება გაუფორმეს - თქვა სამუდამო პატიმრობა ჩემთვის სიკვდილის ტოლპაფასია, ერთი ციხეში გატარებული დღე ჩემთვის ერთი წელია, რადგან შვილებს და ოჯახს მოშორებული ვარო“.

გარდა მარინე სიმონიანისა ნაფიც საჯულთა სასამართლოზე დაიკითხა ამავე მკვლელობაში ბრალდებული მ.ს-ც. თავდაპირველად იგი სიმონიანთან და ს.ბ-თან ერთად მისცეს პასუხისგებაში, თუმცა მოგვიანებით, ვიდრე საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადაეცემოდა, მისი საქმე მკვლელობაში ბრლადებულთა საქმეს გამოეყო.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე დაკითხივსას მან, ისევე როგორც მარინე სიმონიანმა განაცხადა, რომ მკვლელობა ს.ბ-მ ჩაიდინა.

„ორი ადამიანი ადებს ხელს ს.ბ-ს. შექმნილ ვითარებაში ნაფიცი მსაჯულები მხოლოდ კანონიერი ქურდები უნდა იყვნენ, რომ ბრლადებული გაამართლონ“, - აცხადებს სამარჯიშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა ჯერ ისევ გრძელდება. ამ დრომდე მხოლოდ ხუთი სხდომა გაიმართა.
შეგახსენებთ, რომ გარდაცვლილი ბაბოევი სამართალდამცავებმა 16 თებერვალს საკუთარ ბინაში იპოვეს. 17 თებერვალს კი მარინე სიმონიანი, ს.ბ. და მ.ს. დააკავეს. მომხდარზე ძიება სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ჯგუფურად) და 177-ე მუხლის მესამე ნაწილით (ჯგუფური ქურდობა) დაიწყო.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.04.2020 ვის გადაუხდის სახელმწიფო სამი თვის კომუნალურებს

01.04.2020 'გვაქვს 4 000 ანტისხეულზე და 2 000 ანტიგენზე დამყარებული ტესტი' – თამარ გაბუნია

01.04.2020 რა პროცედურები ტარდება საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე

01.04.2020 რა სანქცია დაეკისრებათ 'კომენდანტის საათის' დამრღვევ პირებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

მკვლელობაში ბრალდებული საჯარო მოხელის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ
მკვლელობაში ბრალდებული საჯარო მოხელის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
მკვლელობაში ბრალდებულ საჯარო მოხელეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა
პირველი საქმე სამცხე-ჯავახეთიდან, რომელსაც, სავარაუდოდ, ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ
ნაფიცმა მსაჯულებმა მკვლელობაში ბრალდებული სერგეი ბაბოიანი გაამართლეს
დაუშვებელი მტკიცებულებები მკვლელობაში ბრალდებული საჯარო მოხელის საქმეში
80 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული საჯარო მოხელის წინასასასამართლო სხდომა