FM97.5 / LIVE

რაზე ისაუბრა მეჰმედ გორმეზიმ დახურულ კარს მიღმა მუსლიმ მრევლთან

მთავარისაზოგადოება 13.09.2014
რაზე ისაუბრა დახურულ კარს მიღმა თურქეთში რელიგიურ საკითხთა დეპარტამენტის თავმჯდომარემ მუსლიმ მრევლთან და შეეხო თუ არა ვიზიტისას საუბარი ბოლო დროს მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის მომხდარ ინციდენტებს; საპასუხო ვიზიტის ღია და დახურული ნაწილი;

რაზე ისაუბრა მეჰმედ გორმეზიმ დახურულ კარს მიღმა მუსლიმ მრევლთან
დღეს თურქეთის დელეგაციამ ახალციხეში დაახლოებით ხუთი საათი დაჰყო. თურქეთის რესპუბლიკის რელიგიურ საკითხთა დეპარტამენტის თავმჯდომარე მეჰმედ გორმეზი მესხეთში ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტის მეუფე თეოდორეს მოწვევით იმყოფებოდა.

როგორც მიტროპოლიტი თეოდორე აცხადებს, ქართული მხარე ანკარაში უკვე იმყოფებოდა. ტაო-კლარჯეთში მათ ქართული ისტორიული ძეგლები მოინახულეს.

„ვნახეთ როგორ მიმდინარეობს ჩვენი ძეგლების რესტავრაცია, ახლა კი ეს საპასუხო ვიზიტია, - ამბობს მეუფე თეოდორე და ამატებს, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობის თვალსაზრისით ეს ძალიან საჭირო და კარგი შეხვედრაა, - ფაქტობრივად ახალი რეალობა დაიწყო, ქვეყნების ურთიერთმეგობრობა გადავიდა რელიგიურ მოღვაწეებში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“.

რაზე ისაუბრა მეჰმედ გორმეზიმ დახურულ კარს მიღმა მუსლიმ მრევლთან

შეეხო თუ არა ვიზიტისას საუბარი ბოლო დროს მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის მომხდარ ინციდენტებს


მეჰმედ გორმეზის ვიზიტი ბოლო დღეებში საქართველოში მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის მომხდარ ინციდენტებს დაემთხვა. ქობულეთში მედრესეზე ღორის თავი მიაჭედეს, ამას კი ადიგენში, სოფელ მოხეში მუსლიმების საპროტესტო აქცია მოჰყვა. ამავე აქციაზე ადგილობრივებმა სოფლის ცენტრში მდებარე შენობის მუსლიმეთა სამმართველოსთვის გადაცემა მოითხოვეს, რამაც ადგილობრივ ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის შელაპარაკება გამოიწვია.

კითხვაზე, ვიზიტის ფარგლებში მასპინძლებთან ისაუბრეს თუ არა მომხდარზე, მეჰმედ გორმეზიმ გვიპასუხა: „დიდი გაგებით მოვეკიდეთ იმ დამოკიდებულებას, რაც გამოიჩინა საქართველოს ხელისუფლებამ, ასევე, ჩვენმა უწმინდესობამ და მიტროპოლიტმა ამ საკითხთან (მედრესეზე ღორის თავის მიჭედების ფაქტი „ს.კ“) დაკავშირებით. საქართველოს ისტორია მუსლიმებისა და ქართველების თანაცხოვრებით გაჯერებულია, ასეთი ფაქტები კი გამონაკლისია“.

ასევე, „სამხრეთის კარიბჭეს“ კითხვაზე, ეხებოდა თუ არა დღევანდელი ვიზიტისას საუბარი შენობების მუსლიმთა სამმარველოს ბალანსზე რეგისტრირებას, გვიპასუხა: „არა, ჩვენ ეს საკითხი არ განგვიხილავს. ჩვენ ვისაუბრეთ იმ თემაზე, რომელიც შეეხება ჩვენს კულტურის სამინისტროებს შორის მიღწეულ მოლაპარაკებას, რომ თურქეთში, ოშკის და იშხანის რესტავრაცია-რეკონსტრუქცია ჩატარდეს, ამის პარალელურად კი საქართველოში ახმედის სახელობისა და აზიზეს სახელობის მეჩეთების აღდგენა-მშენებლობა დაიწყოს. ასევე კარგი იქნება, რომ ეს სამუშაოები დედანთან ახლოს წარიმართოს“.

ვიზიტი რომ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს არ ეხებოდა, ამის შესახებ მიტროპოლიტმა თეოდორემაც განაცხადა. მისი თქმით, ცუდია, რომ გუშინ მოხეში მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის შელაპარაკება მოხდა: „მაგრამ ჩვენ მთავრობასთან ერთად მუსლიმებიც და ქრისტიანებიც შევეცდებით ეს საკითხი ისე მოვაგვაროთ, რომ მოსახლეობას შორის არ იყოს დაძაბულობა“.

რაზე ისაუბრა მეჰმედ გორმეზიმ დახურულ კარს მიღმა მუსლიმ მრევლთან

შეხვედრა დახურულ კარს მიღმა


თურქეთის დელეგაციის წარმომადგენლებს ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ ვიზიტის ოფიციალურ ფარგლებში არ უსაუბრიათ. თუმცა, სწორედ ეს იყო მთავარი განსახილველი თემა დახურულ კარს მიღმა მუსლიმ მრევლსა და მოწვეულ სტუმრებს შორის.

მეჰმედ გორმეზი მის თანმხლებ პირებთან მუსლიმ მრევლს ახალციხის მუსლიმთა სკოლა პანსიონში დახურულ კარს მიღმა ესაუბრა. შეხვედრას არცერთი ქრისტიანი მასპინძელი და ქართული მედია-საშუალების წარმომადგენელი არ ესწრებოდა.

როგორც სამცხე-ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე აცხადებს, მეჰმედ გორმეზი მუსლიმების პრობლემებით დაინტერესდა.

„ვუთხარით, რომ არანაირი პრობლემა არ გვაქვს, ღმერთს მადლობა, აქ ღორის თავს არავინ გვიკიდებს, მაგრამ ექსცესებს და გარკვეულ ნიუანსებს ადგილი მაინც აქვს, რაც გასარკვევი და მოსალაპარაკებელია“, - ამბობს ვაშყმაძე.

მისი თქმით, მთავარი პრობლემა შენობების ლეგიტიმაციის საკითხს ეხება: „რა სალოცავებიც გაგვაჩნია სამცხე-ჯავახეთში, მათ რეგისტრაციაზე გვქონდა საუბარი. პატრიარქმა განაცხადა, რომ საქართველოში 300-მდე მეჩეთია, მაგრამ მეჩეთს ვერ ვუწოდებთ მათ, რეგისტრირებული არ არის მეჩეთად და იმიტომ, გარდა გარკვეული გამონაკლისებისა“.

ვაშაყმაძის განცხადებით, საუბრის ნაწილი მოხეში საპროტესტო აქციასაც დაეთმო: „ეს ყველაფერი ტელევიზიით გავაჟღერეთ და ყველამ იცის, რომ მშვიდობიანი აქცია ჩავატარეთ. იყო პატარა შელაპარაკება, ამიტომ მალევე დავიშალეთ, რომ დაპირისპირებაში არ გადასულიყო. მეჰმედ გორმეზიმ გვითხრა, რომ ისლამში ძალადობა არ არის და ერთმანეთს არ უნდა დავუპირისპირდეთ“.

მუსლიმთა სკოლა-პანსიონში დასრულებული შეხვედრის შემდეგ თურქეთის დელეგაცია ახალციხიდან გაემგზავრა.

რაზე ისაუბრა მეჰმედ გორმეზიმ დახურულ კარს მიღმა მუსლიმ მრევლთან

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


14.07.2020 საფეხური: 'კითხვები რომ სომხურად იყოს, გამოცდას ყველა პედაგოგი ჩააბარებს' [აუდიო]

12.07.2020 აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებს ისტორიაში აბარებენ

11.07.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა

11.07.2020 აბიტურიენტები გამოცდას კვლავ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.07.2020 სამცხე-ჯავახეთის რომელ სოფლებში დაიწყება 2020 წელს გაზიფიცირება

14.07.2020 გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 22 აგვისტოს დაიწყება

13.07.2020 რამდენი ლარით დაჯარიმდებით გარემოს დანაგვიანებისთვის - ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილებები შევიდა

13.07.2020 200 კაცი რომ ნასვამი იქნება, იქ რაიმე დისტანციის დაცვაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი? – პაატა იმნაძე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

მეუფე თეოდორეს  რეზიდენციაში თურქეთის დელეგაციის მიღება დასრულდა
მეუფე თეოდორე თურქეთის დელეგაციას მასპინძლობს
სამცხე-ჯავახეთის მუფთი: საპატრიარქო რა შუაშია?! დავა ხელისუფლებასთან გვაქვს
თურქეთის დელეგაცია მუსლიმურ სკოლა–პანსიონს სტუმრობს
სახალხო დამცველი  მეუფე თეოდორეს და გუბერნატორს შეხვდა
ხმაურით დასრულებული მუსლიმების საპროტესტო აქცია მოხეში
სამცხე-ჯავახეთის მდგომარეობას ”ევროსაბჭოს” წარმომადგენლები დახურულ კარს მიღმა იკვლევენ