FM97.5 / LIVE

მეუფე თეოდორეს რეზიდენციაში თურქეთის დელეგაციის მიღება დასრულდა

მთავარისაზოგადოება 13.09.2014
ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტის მეუფე თეოდორეს რეზიდენციაში თურქეთის დელეგაციის მიღება დასრულდა, ახლა სტუმრებს სადილზე მიიპატიჟებენ, შემდეგ კი დელეგაცია ახალციხის ციხეს მოინახულებს.

მეუფე თეოდორეს  რეზიდენციაში თურქეთის დელეგაციის მიღება დასრულდა

რეზიდენციაში გამართულ მიღებას თურქეთის რესპუბლიკის რელიგიურ საკითხთა დეპარტამენტის თავმჯდომარე, დოქტორ მეჰმედ გორმეზი და მის თანმხლებ პირები, ახალციხის მერი გიორგი კოპაძე, სამცხე–ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე და მისი თანაშემწე, სოფელ ჭელის მეჩეთის წინამძღვარი ჯამბულ აბულაძე ესწრებოდნენ.

მიღებაზე მხარეებმა ერთმანეთს მოწვევისა და მობრძანებისთვის მადლობა გადაუხადეს და ზოგადად ორი ქვეყნის ურთიერთობასა და რელიგიაზე ისაუბრეს.

„თურმე თურქეთთან ძალიან ახლოს ყოფილხართ. რომ არ მოვსულიყავი, ვერ მივხვდებოდი“, – განაცხადა თურქეთის რესპუბლიკის რელიგიურ საკითხთა დეპარტამენტის თავმჯდომარემ, დოქტორ მეჰმედ გორმეზმა.

სამცხე–ჯავახეთის მუფთმა მამუკა ვაშაყმაძემ აღნიშნა, რომ მათსავით ისიც პირველად იმყოფებოდა რეზიდენციაში: „ჩვენი ენა და მამული ერთია, რელიგიით ვართ განსხვავებული მხოლოდ და ჩვენი ერთობლივი სტუმარი ხართ. სამცხე–ჯავახეთში რეზიდენცია არ გვაქვს, მაგრამ ეს რეზიდენცია ჩვენს ოჯახად ითვლება. მცირე ექსცესებს ადგილი ჰქონდა, მაგრამ ეს ჩვენი შიდა პრობლემაა. ეს დღე ისტორიაში ჩასაწერი და დასამახსოვრებელია“.

მეუფე თეოდორემ მამუკა ვაშაყმაძეს მიმართა, რომ ვიდრე მათ სამცხე–ჯავახეთში რეზიდენცია არ ექნებათ, სიამოვნებით უმასპინძლებს თავის რეზიდენციაში.

მეჰმედ გორმეზმა მეუფეს მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დედამიწაზე ადგილი ყველასთვისაა.

ოფიციალური მიღება საჩუქრების გადაცემით დასრულდა. მეუფემ სტუმრებს კრიალოსნები და სასმისები უსახსოვრა.

მიღების შემდეგ სტუმრები სადილზე მიიპატიჟეს. სადილის შემდეგ კი დელეგაცია ახალციხის ციხეს მოინახულებს.

შეგახსენებთ, აღნიშნულ დელეგაციას გუშინ, 12 სექტემბერს, საქართველოს პატრიარქმა უმასპინძლა.

მეუფე თეოდორეს  რეზიდენციაში თურქეთის დელეგაციის მიღება დასრულდა

[თამუნა უჩიძე, ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


19.06.2019 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აპლიკანტებს 20 ივნისიდან შეეძლებათ

19.06.2019 სკოლებში დასაქმებული მასწავლებლებიდან საპენსიო ასაკის მქონე 16 406 პედაგოგია

17.06.2019 17 ივნისს სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართება

16.06.2019 ახალციხის N1 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.06.2019 ‘წყალსაც ვეხვეწებით, რომ წამოვიდეს’– სარწყავი წყლის პრობლემები რეგიონში [ვიდეო]

24.06.2019 სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გრიგოლ ხანძთელის სტიპენდია აღდგება

24.06.2019 აწყურის ტაძრის გუმბათის ჯვრის ბაზისი აღმოაჩინეს

24.06.2019 გიორგი გახარიას მხარდამჭერი პეტიცია შეიქმნა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

მეუფე თეოდორე თურქეთის დელეგაციას მასპინძლობს
თურქეთის დელეგაცია მუსლიმურ სკოლა–პანსიონს სტუმრობს
სამცხე-ჯავახეთის მუფთი: საპატრიარქო რა შუაშია?! დავა ხელისუფლებასთან გვაქვს
რაზე ისაუბრა მეჰმედ გორმეზიმ დახურულ კარს მიღმა მუსლიმ მრევლთან
ისლამური სამყარო  მიღრაჯის ღამეს  აღნიშნავს
ახალციხემ თურქეთის დელეგაციას უმასპინძლა
სამცხე–ჯავახეთის მუფთს განაჩენი გამოუტანეს