FM97.5 / LIVE

მეუფე თეოდორე თურქეთის დელეგაციას მასპინძლობს

მთავარისაზოგადოება 13.09.2014
ახალციხეს თურქეთის რესპუბლიკის რელიგიურ საკითხთა დეპარტამენტის თავმჯდომარე, დოქტორ მეჰმედ გორმეზი და მის თანმხლები პირები სტუმრობენ.

მეუფე თეოდორე თურქეთის დელეგაციას მასპინძლობს

თურქეთის დელეგაციას ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი მეუფე თეოდორე მასპინძლობს. სადილზე, რომელიც მეუფის რეზიდენციაში იმართება, ასევე მიპატიჟებული არიან სამცხე–ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე და მისი თანაშემწე, სოფელ ჭელის მეჩეთის წინამძღვარი ჯამბულ აბულაძე. სადილზე იმყოფება ახალციხი მერი გიორგი კოპაძეც.

რას შეეხება საუბარი სადილზე, ამ ეტაპზე უცნობია. ჯამბულ აბულაძის განცხადებით, ისინი უბრალოდ სადილზე მიიწვიეს. შეხვედრაზე რაიმე საკითხის წამოწევას არ აპირებენ.

შეგახსენებთ, აღნიშნულ დელეგაციას გუშინ, 12 სექტემბერს, საქართველოს პატრიარქმა უმასპინძლა. როგორც საპატრიარქომ გაავრცელა ინფორმაცია, შეხვედრაზე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დააყენა თურქეთში საქართველოს ეკლესიის სტატუსის და ეკლესია-მონასტრების საკითხი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით, საკონსტიტუციო შეთანხმების საფუძველზე, ცალმხრივად უკვე არის განსაზღვრული. ასევე, კათოლიკოს-პატრიარქმა ისაუბრა თურქეთში რამდენიმე ქართული ტაძრის (არდაშენი, ხახული, იშხანი) ამოქმედების აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ საქართველოში 300-ზე მეტი მეჩეთი მოქმედებს. მეჰმედ გორმეზმა კი გამოთქვა იმედი, რომ აღდგება აზიზიესა და ახმედის მეჩეთები და დასძინა, რომ თურქეთში ქართველებს აქვთ საშუალება რელიგიური თავისუფლების გამოხატვისა.

მეუფე თეოდორე თურქეთის დელეგაციას მასპინძლობს

[თამუნა უჩიძე, ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


19.06.2019 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აპლიკანტებს 20 ივნისიდან შეეძლებათ

19.06.2019 სკოლებში დასაქმებული მასწავლებლებიდან საპენსიო ასაკის მქონე 16 406 პედაგოგია

17.06.2019 17 ივნისს სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართება

16.06.2019 ახალციხის N1 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.06.2019 ‘წყალსაც ვეხვეწებით, რომ წამოვიდეს’– სარწყავი წყლის პრობლემები რეგიონში [ვიდეო]

24.06.2019 სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გრიგოლ ხანძთელის სტიპენდია აღდგება

24.06.2019 აწყურის ტაძრის გუმბათის ჯვრის ბაზისი აღმოაჩინეს

24.06.2019 გიორგი გახარიას მხარდამჭერი პეტიცია შეიქმნა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

მეუფე თეოდორეს  რეზიდენციაში თურქეთის დელეგაციის მიღება დასრულდა
კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ტახტის მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო დანიშნა
მეუფე თეოდორე: იშხანში გაწმენდითი სამუშაოები დარღვევებით მიმდინარეობს
მეუფე თეოდორე: მეჩეთის საკითხი საპატრიარქოსთან უნდა შეთანხმდეს
ჯამბულ აბულაძე მეუფე თეოდორეს ბოდიშის მოხდას სთხოვს
ახალციხემ თურქეთის დელეგაციას უმასპინძლა
სამცხე-ჯავახეთის მუფთი: საპატრიარქო რა შუაშია?! დავა ხელისუფლებასთან გვაქვს