FM97.5 / LIVE

ხმაურით დასრულებული მუსლიმების საპროტესტო აქცია მოხეში

მთავარისაზოგადოება 12.09.2014
ქობულეთში, სასულიერო სასწავლებლის კარზე ღორის თავის მიჭედებას, სამცხე–ჯავახეთში მცხოვრები მუსლიმები ადიგენში, სოფელ მოხეში მდებარე ძველი მეჩეთის შენობის მდგომარეობასთან აიგივებენ და მეჩეთის სამუფთო სამმართველოსთვის გადაცემას ითხოვენ, ქრისტიანები კი მათ მოთხოვნას ეწინააღმდგებიან.

ხმაურით დასრულებული მუსლიმების საპროტესტო აქცია მოხეში

დღეს, 12 სექტემბერს, სამცხე–ჯავახეთში მცხოვრები მუსლიმები ადიგენში, სოფელ მოხეში შეიკრიბნენ და ქობულეთში მომხდარი ფაქტი გააპროტესტეს. მუსლიმები აცხადებდნენ, რომ სასულიერო სასწავლებელის წაბილწვით მთელს მუსლიმ მრევლს მიაყენეს შეურაცხყოფა და ეს ტენდენცია თუ გაგრძელდა, სავალალო შედეგები მოჰყვება.

ხმაურით დასრულებული მუსლიმების საპროტესტო აქცია მოხეში „ისტორიას არ ახსოვს მსგავსი რამ. იმისთვის შევიკრიბეთ, რომ ის ადამიანები სათანადოდ დაისაჯონ და ასეთი ქმედებებს ადგილი აღარ ჰქონდეს. ქართველი მუსლიმები ბოლო პერიოდში დიდ დისკრიმინაციას განვიცდით, გავიხსენოთ: ნიგვზიანი, სამთაწყარო, წინწყარო, ციხისძირი, ჭელა და საბოლოოდ ღორის თავიც კი მიგვიჭედეს. ხელისუფლებას თავის დროზე სათანადოდ რომ დაესაჯა ის ადამიანები, ასეთ რამეს ვერ გაგვიკეთებდნენ“, – ამბობს სამცხე–ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე.

სოფელი მოხე შეკრების ადგილად მუსლიმებს შემთხვევით არ აურჩევიათ. შეკრებილების განცხადებით, მოხეში მიტოვებული მეჩეთი პირუტყვის სადგომადაა ქცეული და ეს არაფრითაა ნაკლები ქობულეთში მომხდარ ფაქტზე.

ხმაურით დასრულებული მუსლიმების საპროტესტო აქცია მოხეში „მოხეში გვაქვს ძველისძველი მეჩეთი, რომლის გადმოცემასაც წლებია ვითხოვთ. არაფრით განსხვავდება დღეს მოხის მეჩეთისა და ქობულეთის მდგომარეობა, მოხის მეჩეთი საღორედ არის ქცეული. ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ვადანაშაულებთ და პრემიერ მინისტრს ვთხოვთ, მოგვაქციოს ყურადღება“, – ამბობს მამუკა ვაშაყმაძე.

მეჩეთის შენობის სამუფთო სამმართველოსთვის გადაცემის მოთხოვნით მუსლიმებმა ადიგენის გამგეობაში განცხადებაც შეიტანეს.

„უფლებას ვითხოვთ მხოლოდ, ჩვენი ფულით შევაკეთებთ. იყოს სოფელში, ეკლესიაც იყოს და მეჩეთიც იყოს“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ხმაურით დასრულებული მუსლიმების საპროტესტო აქცია მოხეში მუსლიმების მოთხოვნა არ ესმით ადგილობრივ ქრისტიანებს. მათი თქმით, თავდაპირველად შენობა ქრისტიანული სალოცავი იყო, შემდეგ გადაკეთდა მეჩეთად, კომუნისტების პერიოდში კი კლუბის სტატუსი მიიღო და მისი მეჩეთად ამოქმედება დაუშვებელია. მეჩეთის გადაცემის საკითხს აქციაზე ადგილობრივებს შორის დაპირისპირებაც მოჰყვა.

„გურჯისტანის ვიალაიეთის დიდი დავთარი წაიკითხონ, მე-18 საუკუნემდე ეს იყო ეკლესია, მერე გადაკეთდა ჯამეთ, კომუნისტების დროს იყო კლუბი. ვეწინააღმდეგებით, რომ მეჩეთი გაკეთედეს. მეჩეთების მეტი რა არის?! “ – ამბობს ადგილობრივი ნათელა რეხვიაშვილი.

„საქართველოს ტერიტორიაა თუ თურქეთის, ვეღარ გაგგვიგია. ჩვენ ვართ უმცირესობაში და ყურადღებას არავინ გვაქვცევს. ნამდვილად არ მინდა, რომ მეჩეთად იყოს ეს შენობა“, – განაცხადა აქციაზე ადგილობრივმა ნონა რეხვიაშვილმა.

ხმაურით დასრულებული მუსლიმების საპროტესტო აქცია მოხეში სიტყვიერი დაპირისპირება აქციაზე ადგილობრივ ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის რამდენიმე წუთს გაგრძელდა. ადგილობრივი მუსლიმები აცხადებდნენ, რომ წინასაარჩევნოდ ადიგენის გამგებელი მათ ამ შენობის გადაცემას დაჰპირდა და ამდენად, მათი მოთხოვნა ლეგიტიმურია. ადიგენის გამგებელმა კი ადგილობრივების მტკიცება კატეგორიულად უარყო. მისი თქმით, გამგეობაში მუსლიმების განცხადება ნამდვილად შევიდა, თუმცა, ამ შენობას კულტურის დაწესებულების სტატუსი აქვს და მისი შეცვლა დაუშვებელია. რაც შეეხება დაპირებას, ასეთი რამ არ ყოფილა.

„რა თქმა უნდა მომმართეს, ჰქონდათ გულისტკივილი, რომ იყო დანგრეული, უნდა აღდგენილიყო და არ უნდა ყოფილიყო ამ მდგომარეობაში. მაგრამ, ეს შენობა მაწერია როგორც კლუბი, რომელიც გასხვისებას არ ექვემდებარება. წლების განმავლობაში ამ იურიდიული სტატუსით არსებობს. გადავწყვიტე ამ სტატუსის მიხედვით აღვადგინოთ, მისი სტატუსი კლუბია და მე არ მაქვს უფლება შევცვალო. მე ვუთხარი ეს ამ ადამიანებს. არანაირი დაპირება არ მიმიცია“, – განაცხადა ზაქარია ენდელაძემ.

ხმაურით დასრულებული მუსლიმების საპროტესტო აქცია მოხეში ადგილობრივები კი ირწმუნებიან, რომ გამგებელმა მათი მდგომარეობით ისარგებლა. მუსლიმები 31 მაისს მოხეში სრულიად საქართველოს მუფთის ჯემალ პაქსაძის სტუმრობას იხსენებენ და ამბობენ, რომ მაშინ მუფთიც და გამგებელიც მათ ამ შენობის გადაცემას დაჰპირდნენ.

„გამგებელი შეგვიპრდა, რომ ამ საქმეს მოაგვარებდა, მაგრამ რაც სკამზე დაბრძანდა, ეს ხალხი აღარ სჭირდება, დაავიწყდა. მინისტრს ვთხოვთ, მოგვაქციოს ყურადღება, ვიყოთ დაცული, ვიყოთ ძმურად“, – პრემიერ–მისნიტრის საქმეში ჩართვის მოთხოვნით დაიშალნენ დღეს მოხეში შეკრებილი მუსლიმები.

[თამუნა უჩიძე, ნინო ნარიმანიშვილი, ადიგენი]


18.04.2019 მოსწავლეების თვალით დანახული პრობლემები – კონფერენცია ახალციხეში

17.04.2019 აზავრეთის სკოლის მოსწავლეებმა სწავლა განაახლეს

16.04.2019 მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის თავისუფალი დასწრება გაუქმდა

15.04.2019 მეორე კვირაა მოსწავლეები აზავრეთის სკოლაში არ დადიან – პროტესტი გრძელდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.04.2019 მოსწავლეების თვალით დანახული პრობლემები – კონფერენცია ახალციხეში

18.04.2019 სამცხე–ჯავახეთში ყოველ მესამე და შემდგომ ბავშვზე დახმარებას აღარ მიიღებენ

17.04.2019 ქაღალდი, მინა, პლასტმასი და მეტალი – ნარჩენების დახარისხება სავალდებულო ხდება

17.04.2019 ‘ვანის ქვაბებს’ ილიაუნის და ფლორენციის უნივერსიტეტის მეცნიერები შეისწავლიან

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში მცხოვრები მუსლიმები საპროტესტო აქციას მართავენ
მოხეში მუსლიმები და ქრისტიანები დაუპირისპირდნენ
მოხეში ძველი მეჩეთის შენობის დემონტაჟი გაგრძელდა
რა ბედია ეწია მუსლიმების განცხადებას მეჩეთის გადაცემის თაობაზე
ადიგენელი მუსლიმები გუბერნატორსა და გამგებელს ცრუ დაპირებაში ადანაშაულებენ
ადიგენის ადგილობრივი ხელისუფლება მოხეში შეკრებილებთან არ მივიდა
პრემიერი მუსლიმებს მოხის მეჩეთის საკითხის შესწავლას დაპირდა