FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში მცხოვრები მუსლიმები საპროტესტო აქციას მართავენ

მთავარისაზოგადოება 12.09.2014
სამცხე–ჯავახეთში მცხოვრები მუსლიმები ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში, საპროტესტო აქციას მართავენ. შეკრებილები ქობულეთში მომხდარ ფაქტს გმობენ და შემსრულებლების დასჯას ითხოვენ.

სამცხე–ჯავახეთში მცხოვრები მუსლიმები საპროტესტო აქციას მართავენ
ფოტო: ია თინიკაშვილის


აქცია 15:00 საათზე დაიწყო. მოხეში მუსლიმები რეგიონის ყველა მუსლიმური სოფლიდან შეიკრიბნენ. შეკრებილები აცხადებენ, რომ ქობულეთში, სასულიერო სასწავლებლის კარზე ღორის თავის დამაგრება სრულიად მუსლიმების შეურაცხყოფაა და შემსრულებლები მკაცრად უნდა დაისაჯონ.

შეკრების ადგილად სოფელი მოხე მუსლიმებს შემთხვევით არ აურჩევიან. ისინი მოხეში არსებულ ძველ მეჩეთთან არიან შეკრებილი. მათი განცხადებით, ამ შენობაში, რომელიც მიტოვებული და მოუვლელია, შინაური პირუტყვი დადის და ეს არაფრით ჩამოუვარდება ქობულეთში მომხდარ ფაქტს. ამიტომ, მოხეში შეკრებას სიმბოლური ხასიათი აქვს.

რეგიონში მცხოვრები მუსლიმები ითხოვენ, რომ ეს შენობა მათ გადაეცეთ. აქციაზე იმყოფებიან სამცხე–ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე და ჭელის მეჩეთის წინამძღვარი ჯამბულ აბულაძე.

შეგახსენებთ, ქობულეთში, ლერმონტოვის ქუჩის მცხოვრებლებმა, მუსლიმური მედრესეს, იგივე სასულიერო სასწავლებლის მშენებლობა გააპროტესტეს. მათ ღორი დაკლეს და მისი თავი დაწესებულების შესასვლელში დაკიდეს. მუსლიმები ადგილზე არ ყოფილან, ამიტომ დაპირისპირება არ მომხდარა.

[SKnews.ge]


18.04.2019 მოსწავლეების თვალით დანახული პრობლემები – კონფერენცია ახალციხეში

17.04.2019 აზავრეთის სკოლის მოსწავლეებმა სწავლა განაახლეს

16.04.2019 მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის თავისუფალი დასწრება გაუქმდა

15.04.2019 მეორე კვირაა მოსწავლეები აზავრეთის სკოლაში არ დადიან – პროტესტი გრძელდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.04.2019 მოსწავლეების თვალით დანახული პრობლემები – კონფერენცია ახალციხეში

18.04.2019 სამცხე–ჯავახეთში ყოველ მესამე და შემდგომ ბავშვზე დახმარებას აღარ მიიღებენ

17.04.2019 ქაღალდი, მინა, პლასტმასი და მეტალი – ნარჩენების დახარისხება სავალდებულო ხდება

17.04.2019 ‘ვანის ქვაბებს’ ილიაუნის და ფლორენციის უნივერსიტეტის მეცნიერები შეისწავლიან

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ხმაურით დასრულებული მუსლიმების საპროტესტო აქცია მოხეში
მუსლიმი სასულიერო პირები პრემიერ–მინისტრთან შეხვედრას გეგმავენ
ადიგენში შეკრებილი მუსლიმები იშლებიან
მოხეში მუსლიმები და ქრისტიანები დაუპირისპირდნენ
ჭელაში მცხოვრები მუსლიმები ფიქრობენ, რომ ქრისტიანები არ დაუპირისპირდებიან
ადიგენის რაიონულ სამმართველოსთან მუსლიმები აქციას მართავენ
პრემიერი მუსლიმებს მოხის მეჩეთის საკითხის შესწავლას დაპირდა