FM97.5 / LIVE

ასპინძის სარაგბო ბაზაზე შშმ ახალგაზრდებისთვის ბანაკი მოეწყობა

მთავარისაზოგადოება 11.09.2014
ხვალიდან, 12 სექტემბრიდან, ოთხი დღის განმავლობაში, ასპინძის სარაგბო ბაზაზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდებისთვის სპორტულ-შემოქმედებითი ფესტივალი და სოციალური კინოს დღეები მოეწყობა.

ასპინძის სარაგბო ბაზაზე შშმ ახალგაზრდებისთვის ბანაკი მოეწყობა

ბანაკს კავშირი „რეა“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით აწყობს. 4 დღის განმავლობაში ბანაკში 50-მდე შშმ ახალგაზრდა დაისვენებს. მათთვის გაიმართება სხვადასხვა სპორტული აქტივობა და კულტურულ-შემოქმედებითი პროგრამა.

12 სექტემბერს ფესტივალის მონაწილეები, სხვადასხვა ცენტრების ახალგაზრდები,ასპინძაში ჩავლენ და ფოტოებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენისთვის დაიწყებენ მზადებას. დღის ბოლოს მოეწყობა მხიარული სტარტები და სპორტული თამაშები შერეული გუნდების მონაწილეობით.

13 სექტემბერს ფესტივალის შემოქმედებითი ნაწილი დაიწყება: სხვადასხვა ვოკალური და საცეკვაო ფოლკლორული გუნდებისა და ანსამბლების გამოსვლა შშმ მოზარდების და ახალგაზრდების მონაწილეობით;

ასევე, გაიხსნება სოციალური ფილმების პროგრამა. ნაჩვენები იქნება: "ინტეგრაცია" - რეჟ. ანნა მიკოლაიჩუკ-კლებეკი; „დიმა“ – რეჟ. სალომე მაჩაიძე და ორი ანიმაციური ფილმი, შექმნილი შშმ ახალგაზრდების მონაწილეობით. საღამოს მოეწყობა დისკუსია თემაზე: „შემოქმედება შშმ პირების ცხოვრებაში“.

14 სექტემბერს ახალგაზრდებისთვის ექსკურსია მოეწყობა. ამავე დღეს დაგეგმილია კინოჩვენებები მცირე დარბაზში. აჩვენებენ ფილმებს: „მშობლები“ – რეჟ. ანუნა ბუკია, „მაქსიმის დედა“ – რეჟ. ანდრეი ლოშაკი, „ზღვარზე ვარ“ – რეჟ. ნინო შონია, „ანტონი აქვეა“ – რეჟ. ლიუბოვ არკუსი. საღამო კვლავ დისკუსიით დასრულდება. ამავე დღეს დაიხურება ფესტივალიც.

ახალგაზრდები თავიანთ ცენტრებში 15 სექტემბერს გაემგზავრებიან.

[sknews.ge]


12.07.2019 კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 74 პედაგოგი არ გამოცხადდა

11.07.2019 აბიტურიენტები ბიოლოგიის გამოცდას აბარებენ

11.07.2019 კიკიბოს სკოლას მომავალ წელსაც ერთი მოსწავლე ეყოლება

11.07.2019 პროფესიული უნარების გამოცდაზე ახალციხეში 156 პედაგოგი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.07.2019 'კორხის ეკლესიას ფიზიკური დაცვა სჭირდება' – იურისტი უნებართვო მშენებლობაზე

12.07.2019 ახალქალაქში გაფიცულმა მუშებმა ოთხის ნაცვლად ერთი თვის ხელფასი მიიღეს

12.07.2019 ნეოლითიდან შუა საუკუნეებამდე - არქეოლოგიური ექსპედიცია და სტუდენტების მოგზაურობა დროში

12.07.2019 როგორი ამინდი იქნება 12-15 ივლისს სამცხე–ჯავახეთში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.07.2019 ძველი მანქანების ერთგული მეპატრონეები [ფოტო/ვიდეო]

09.07.2019 ლეგენდების სოფელი

04.07.2019 ‘ფანდურის გაკეთებისას ბოროტების ნასახი არ უნდა გქონდეს გულში’– მესხი მეფანდურეები [ფოტო/ვიდეო]

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

ახალციხე საფეხბურთო ფესტივალს უმასპინძლებს
26 სექტემბერს ვარძიაში 'შოთაობის' დღესასწაულს იზეიმებენ
ახალციხეში 26 მაისის აღსანიშნავად ღონისძიებები გაიმართება
ბორჯომს 'მოსიარულე ბიბლიოთეკა' ეწვევა
ბორჯომში ‘აფხაზეთის დღეები’ გაიმართება
ახალციხელი ახალგაზრდები ანაკლიის ბანაკში დაისვენებენ
30 აგვისტოს ბორჯომში 'ბორჯომქალაქობას' იზეიმებენ