FM97.5 / LIVE

გაჟონა თუ არა წყალმა გვირაბში „ფარავნის ჰესზე“

მთავარიეკონომიკა 11.09.2014
წნევის ცვალებადობა თუ გაჟონილი წყალი ახლადაშენებულ გვირაბში; ფარავნის ჰესი ტესტირების რეჟიმში;

გაჟონა თუ არა წყალმა გვირაბში „ფარავნის ჰესზე“

ფარავნის ჰესზე დასაქმებულები „სამხრეთის კარიბჭესთან“ პირად საუბრებში აცხადებენ, რომ ახლადაშენებულ გვირაბში წყალმა გაჟონა. მათ ვინაობის გამხელა არ სურთ, რადგან შიშობენ, რომ ამის გამო პრობლემები შეექმნებათ.

პრობლემები რომ გვირაბის მშენებლობის დროსაც იყო, ამაზე გიორგი ზაზაძეც საუბრობს. იგი ერთ-ერთ მშენებელ კომპანიაში მუშაობდა: „ნუროილში“ რომ ვმუშაობდი, მაშინ ამბობდნენ მეწყერული ადგილია, ინგრევა და ბიჭები წვალობენ მშენებლობაზეო. ახლაც გავიგე, რომ იქ წყალს გაუჟონია“.

გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ „ჯორჯია ურბან ენერჯიში“. ფარავნის ჰესს ჯავახეთში სწორედ ეს კომპანია აშენებს.
„გაჟონვა არ ყოფილა. წყლის მიწოდების ცვალებადობა იყო, ხან მეტი მიეწოდებოდა და ხან ნაკლები. თავისი დაღვრის ადგილები აქვს გვირაბს იქ მილებით. ეს არასწორად გაიგეს“, - აცხადებს „ჯორჯიან ურბან-ენერჯის“ უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენელი ნერსე მაკაროვი.
მაკაროვს ეთანხმება „ჯორჯია ურბან ენერჯის“ ქართული მხარის დირექტორი ნოდარ კურტანიძე.

„ეს იყო მხოლოდ წნევის ცვალებადობის ამბავი და პატარა დანაკარგი ჰქონდა. გვირაბში წყლის შეშვებიდან 10 დღიანი დაკვირვების ვადა გვაქვს. ნორმით წყლის სხვაობა 0, 05 % შეიძლებოდა ყოფილიყო. 14 კილომეტრიან გვირაბში ყოველ 100 მეტრში წნევას ვარეგულირებდით. ერთი კვირის მერე ეს დასტაბილურდა და 0,05% მაგივრად 0, 03-ზე ჩამოვიდა. ეს სტანდარტული ნორმითაა განსაზღვრული“, - ამბობს კურტანიძე.

მისი თქმით, ჰესი ტესტირების რეჟიმშია და მალე ექსპლუატაციაში შევა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

10.02.2020 ესეების კონკურსში ახალციხელმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს

10.02.2020 ახალქალაქში, ბურნაშეთისა და ბარალეთის სკოლებში ბიბლიოთეკები მოეწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.02.2020 დაგვეხმარეთ მაუწყებლის გადარჩენაში – აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები დიპლომატებს მიმართავენ

19.02.2020 ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 600-მდე აბონენტს 15 დღეა წყალი არ აქვს

19.02.2020 სად და რა ფასად შეიძენთ საშეშე და სამასალე მერქანს

19.02.2020 საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხულო-ზარზმის გზის მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულებას წყვეტს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ენერგეტიკის მინისტრი ”ფარავანის ჰესით” დაინტერესდა
„ფარავნის ჰესის“ მშენებლობის გამო შესაძლოა ხერთვისი დაიტბოროს

როდის შევა ექსპლუატაციაში აგარაში ხარვეზებით გაკეთებული წყლის სათავე ნაგებობა
ბორჯომში, სოფელ დაბის გვირაბში განათებას ამონტაჟებენ
27-28 დეკემბერს რიკოთის საავტომობილო გვირაბში მოძრაობა აიკრძალება
წაღვერის წყლის მილიონნახევრიანი პროექტი დასრულდა, თუმცა მილებიდან წყალმა გაჟონა