FM97.5 / LIVE

ახალციხის ციხეში საპირფარეშო ფასიანი ხდება

მთავარისაზოგადოება 11.09.2014
ახალციხის ციხის ტერიტორიაზე არსებული საპირფარეშოებით სარგებლობა შესაძლოა ფასიანი გახდეს. ზუსტად რა როგორ იქნება, ან მომსახურების ღირებულება რამდენი იქნება, ამ საკითხებზე ახალციხის ციხის ადმინისტრაციასა და ახალციხის მერიას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ახალციხის ციხეში საპირფარეშო ფასიანი ხდება

ახალციხის მერის გიორგი კოპაძის განმარტებით, გადაწყვეტილების მიღება ახალციხის ციხის ტერიტორიაზე დამთვალიერებლის მიერ საპირფარეშოების დაზიანებამ გამოიწვია.

„ვარდების ფესტივალის დროს საუკეთესო დანადგარები დააზიანეს. ჩემდა სამწუხაროდ, ეს გოგონებმა გააკეთეს. ამის დამადასტურებელი ვიდეოკადრებიც გვაქვს. ეს არის არასწორი და ამისთვის ახალგაზრდები დაისჯებოდნენ კიდეც, მაგრამ თავი შევიკავეთ და არ მივეცით საქმეს მსვლელობა“,– განმარტავს გიორგი კოპაძე.

ახალციხის ციხის ტერიტორიაზე „ვარდებისა და მშვიდობის ფესტივალი“ 27, 28 და 29 აგვისტოს ჩატარდა, სწორედ ამ პერიოდში დაზიანდა საპირფარეშოები. ზარალმა ჯამში 850 ლარი შეადგინა.

ახალციხის ციხის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ თანხას ფესტივალის ორგანიზატორები აანაზღაურებენ.

„მატერიალურ–ტექნიკური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა გელა ბლუაშვილმა და ფესტივალის წარმომადგენელმა ერთად დაიანგარიშეს. მათ უარი არ უთქვამთ გადახდაზე და ერთდროულად აღადგენენ დაზიანებულ ნაწილებს“, – განმარტავს ახალციხის ციხის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლილი გოზალიშვილი.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ ციხის ტერიტორიაზე საპირფარეშოებით სარგებლობა ფასიანი გახდება, ეს მხოლოდ ქვედა ციხეს შეეხება, იქ სადაც კომერციული ობიექტებია განთავსებული. რა იქნება მომსახურების ფასი ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

„მიდის მოლაპარაკებები, ალტერნატიულ გზებს ვეძებთ, როგორ შეიძლება, რომ უკეთესი იყოს. იმ ტერიტორიაზე , სადაც უფასოა შესვლა, მეტი ყურადღების მიქცევა უნდა. ციხის ზედა მხარეზე, სადაც ბილეთიანი დამთვალიერებელი შედის, იქ უფასო საპირფარეშო იქნება“, – ამბობს ლილი გოზალიშვილი.

[თნათინ ზაზაძე, ახალციხე]


18.04.2019 მოსწავლეების თვალით დანახული პრობლემები – კონფერენცია ახალციხეში

17.04.2019 აზავრეთის სკოლის მოსწავლეებმა სწავლა განაახლეს

16.04.2019 მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის თავისუფალი დასწრება გაუქმდა

15.04.2019 მეორე კვირაა მოსწავლეები აზავრეთის სკოლაში არ დადიან – პროტესტი გრძელდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.04.2019 მოსწავლეების თვალით დანახული პრობლემები – კონფერენცია ახალციხეში

18.04.2019 სამცხე–ჯავახეთში ყოველ მესამე და შემდგომ ბავშვზე დახმარებას აღარ მიიღებენ

17.04.2019 ქაღალდი, მინა, პლასტმასი და მეტალი – ნარჩენების დახარისხება სავალდებულო ხდება

17.04.2019 ‘ვანის ქვაბებს’ ილიაუნის და ფლორენციის უნივერსიტეტის მეცნიერები შეისწავლიან

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ახალციხის  ციხეზე საპირფარეშო ფასიანი გახდა
ახალციხის ციხეში ვიზიტორების რაოდენობამ იმატა
ადგილობრივებისთვის ზედა ციხის დათვალიერება გაძვირდა
ახალციხის ციხის ტერიტორიის ნაწილის დათვალიერება დღეიდან ფასიანი გახდა
ახალციხის ციხის დათვალიერება ხვალ უფასო იქნება
ახალციხის ციხეში ვიზიტორების რაოდენობამ იკლო
ახალციხის ციხეში დღეიდან ბილეთების ფასი შეიცვალა