"სამხრეთის კარიბჭე"–FM97.5 / LIVE

ზაფხულის ბოლოს, ახალციხის დამშრალ ტბაში წყალი შეუშვეს

მთავარისაზოგადოება 10.09.2014
თითქმის მთელი წლის განმავლობაში უყურადღებოდ მიტოვებულ, ორ მილიონ ლარად მოწყობილ ხელოვნური ტბის გასართობ კომპლექსში, სადაც წყალი დაშრა, შადრევანი კი მწყობრიდან გამოვიდა, წყალი შეუშვეს და ტბაც და მიმდებარე ტერიტორიაც დაასუფთავეს.

ზაფხულის ბოლოს, ახალციხის დამშრალ ტბაში წყალი შეუშვეს

ახალციხის ხელოვნურ ტბაში წყალი დაახლოებით ერთი კვრის წინ შეუშვეს. გაწმენდითი სამუშაოები დასუფთავების, სახანძრო და სამაშველო სამსახურების თანამშრომლებმა შეასრულეს.

გასულ წელს დაზიანებული მილები, რითაც ხელოვნურ ტბაში წყალი შედიოდა, იმ კომპანიამ აღადგინა, რომელმაც ტბაზე სამშენებლო სამუშაოები აწარმოა.

„შპს „ასტორიამ“ გამოიჩინა კეთილი ნება, სულ არ იყო მათი გასაკეთებელი და მილები აღადგინა. ტბისა და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებაში განსაკუთრებით კეთილმოწყობის სამსახურმა იაქტიურა, დაგვეხმარა მაშველები და სახანძროც. ტბა ბალახისგან და სხვადასხვა ნარჩენებისგან გაიწმინდა“, – ამბობს ახალციხის მერი გიორგი კოპაძე, რომელმაც დღეს 10 სექტემბერს ხელოვნური ტბის ტერიტორია დაათვალიერა.

მისივე თქმით, მომავალი წლისთვის ხელოვნური ტბის სრული რეაბილიტაცია და კეთილმოწყობა იგეგმება.

„აღვადგენთ ფანტანებს, ძრავებია დაზიანებული. ასევე ვფიქრობთ, რომ გავაკეთოთ ატრაქციონები, სილას დავყრით, გაკეთდება პლაჟი, ნაწილს წელს გავაკეთებთ, მომავალი წლის ზაფხულისთვის მზად იქნება აქაურობა იმისათვის, რომ ახალგაზრდობა გაერთოს. ასევე რემონტდება ხელოვნური ტბის ტერიტორიაზე არსებული ორი კაფე–ბარიც“, – ამბობს იგი.

ამ დრომდე პრობლემად რჩება ხელოვნური ტბის სათავე ნაგებობა, რომელიც აშენებულია კერძო საკუთრებაზე. რაც შეეხება ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე სასტუმროს, რომლის მშენებლობაც შეჩერებულია, გიორგი კოპაძე ამბობს, რომ ამ საკითხით დაინტერესდება: „მიწის მესაკუთრე სანაცვლოდ ითხოვს სხვა მიწის ნაკვეთს, ამ საკითხზე ვმუშაობთ. რაც შეეხება დანარჩენ საკითხს, ჩემდა სამწუხაროდ, ვერ გამოვდივარ კაბინეტიდან იმდენი ცუდად დატოვებული საკითხები დაგვიტოვეს მოსაგვარებელი. არის რამდენიმე მშენებლობა, რომელიც დიდი ხნის წინ უნდა დასრულებულიყო, ჩვენ დავუკავშირდებით მათ ხელმძღვანელებს და კანონის შესაბამისად გავატარებთ მათ მიმართ ღონისძიებებს“.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის ხელოვნური ტბა 2012 წლის 30 ივნისს გაიხსნა. 6 თვის შემდეგ კი ტბის ტერიტორიაზე მდებარე კაფე „ასტორია“ დაიკეტა, კლიენტების სიმცირეს და მოშლილ ინფრასტრუქტურას უჩივის კაფე „ფონტანა“.

ტბის დაშრობას და ფანტანების გაფუჭებას „ნაციონალები“ „ოცნებას“ აბრალებდა, „ოცნება“ კი „ნაციონალებს“.

ზაფხულის ბოლოს, ახალციხის დამშრალ ტბაში წყალი შეუშვეს

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


27.03.2017 რა ეტაპზეა პირველ სკოლაში სარემონტო სამუშაოები

27.03.2017 ინტელექტუალური თამაშში – ‘საბა’, პირველობა მეხუთე სკოლას ერგო

27.03.2017 პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

23.03.2017 მოხის საჯარო სკოლის საქმეზე EMC შიდა აუდიტის დასკვნას ასაჩივრებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

28.03.2017 ნინოწმინდის გამგეობამ მისალოცი ტექსტი შეასწორა

28.03.2017 ნინოწმინდის გამგეობა, უვიზო რეჟიმის ნაცვლად, ასოცირების ხელმოწერას გვილოცავს [Photo]

28.03.2017 საქართველოში პოლიეთილენის პარკების მოხმარება შეიზღუდება

28.03.2017 ბორჯომში შშმ პირებისათვის დღის ცენტრი გაიხსნება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.03.2017 ბერძნების სოფელი ახალციხეში [Video]

17.03.2017 Жизнь продолжается [Audio]

06.03.2017 "სოხუმი" სოფელ ზემო ენთელში [Video/Photo]

24.02.2017 'ეს სოფელი ყველაფერს მოწყვეტილია' [Video]

მსგავს თემაზე

მერია ახალციხის ტბის რეაბილიტაციას იწყებს
ფეხბურთის მატჩები დიდ ეკრანზე

ტბა მხოლოდ ერთი სეზონისთვის
ქვეწარმავლები ‘ახალციხის ტბაზე’ – რას აპირებს ტბის ადმინისტრაცია [Video]
ახალციხის ტბა  სეზონის ბოლოს – დაპირებები და შედეგი