FM97.5 / LIVE

ნაპირსამაგრი მოეწყო, თუმცა, ხერთვისს დატბორვის საფრთხე მაინც ემუქრება

მთავარიეკონომიკა 09.09.2014
რატომაა კონფიდენციალური დოკუმენტი, რომელშიც წერია, რომ ხერთვისში მდინარე მტკვარზე ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება საჭირო არ არის და სოფლის დატბორვის საფრთხე არ არსებობს;

ნაპირსამაგრი მოეწყო, თუმცა, ხერთვისს დატბორვის საფრთხე მაინც ემუქრება

ფარავნის ჰესის მშენებლობა ისე დასრულდა, რომ ხერთვისში მდინარე მტკვარზე ნაპირსამაგრი არ გააკეთეს. ნაპირსამაგრი სამუშაოები ფარავნის ჰესის მშენებელმა ფირმამ „ჯორჯიან ურბან ენერჯიმ“ სოფლიდან მოშორებით, მდინარე მტკვრისა და ფარავნის შესართავთან მოაწყო.

ფარავნის ჰესის მშენებლობის გამო მდინარე ფარავნის ნაწილი მტკვარში გადააგდეს. ამიტომ ამის შემდეგ სოფელ ხერთვისის დატბორვის საშიშროება გაჩნდა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ აქ მდინარე გაზაფხულობით ისეც დიდდება და მას შემდეგ , რაც წყალი დაემატება, ეს საფრთხე უფრო გაიზრდება. ფარავნის მკტვარში გადაგდების შემდეგ სოფლის დატბორვის საშიშროებას ხედავენ ასოციაცია „მწვანე ალტერნატივაშიც“.

„ჯორჯიან ურბან ენერჯის“ დირექტორი ნოდარ კურტანიძე, დაახლოებით სამი თვის წინ, „სამხრეთის კარიბჭესთან“ აცხადებდა, რომ „ეს საკითხი (უნდა გაკეთდეს თუ არა ნაპირსამაგრი ხერთვისში „ს.კ“) შესწავლის სტადიაშია და მას სპეციალური ჰიდრო დიზაინის კომპანია სწავლობს“.

კურტანიძის განცხადებით, კომპანიამ მუშაობა დაასრულა და აღმოჩნდა, რომ ხერთვისში აღნიშნული სამუშაოების ჩატარება საჭირო არ არის, მაგრამ, რადგან ადგილობრივები ითხოვენ, მისმა კომპანიამ ნაპირსამაგრი მაინც გააკეთა. თუმცა ეს სამუშაოები არა სოფელში, არამედ ფარავნისა და მტკვრის შესართავთან გაკეთდა (სოფლის ქვემოთ).

ნაპირსამაგრი რომ ნამდვილად გაკეთდა, ამას სოფელ ხერთვისის რწმუნებული ვაჟა ჭიკაიძეც გვიდასტურებს და ამბობს, რომ 100 მეტრზე 190 მანქანა და 1000 მეტრკუბი ქვა-ღორღი დაიყარა.

„ეს სამუშაოები დაახლოებით ერთი თვის წინ დასრულდა და კარგადაც გაკეთდა, - აცხადებს იგი და ამატებს, რომ მიუხედავად აღნიშნულისა, სოფელი კვლავ დატბორვის საფრთხის წინაშე რჩება, - იმას, რაც გაკეთდა, სოფელთან არანაირი კავშირი არ აქვს, უკეთესი იქნებოდა ეს ვარძიის მხრიდან ხერთვისის შემოსასვლელში, ანუ იმ ადგილზე გაეკეთებინათ, სადაც ნაპირი ძალიან დაბალზეა, აქვეა სოფლის სასაფლაო და საცხვორებელი სახლები“.

სოფლის დატბორვის საფრთხეზე საუბრობენ ხერთვისელებიც.

„ის რაც იქ გააკეთეს, სოფელს საფრთხისგან ვერ დაიცავს“, - ამბობს ქეთევან ქავთარაძე.

„სამხრეთის კარიბჭე“ იმ დოკუმენტით დაინტერესდა, სადაც ჰიდრო დიზაინის კომპანიის მიერ შესწავლილი მასალების მიხედვით, სოფელში ნაპირსამაგრის გაკეთება საჭირო არ აღმოჩნდა, თუმცა, კურტანიძემ განაცხადა, რომ აღნიშნული დოკუმენტი კონფიდენციალურია, მისი გასაჯაროების უფლება არ აქვს და ვერც „სამხრეთის კარიბჭე“ გამოითხოვს მას წერილობით ორგანიზაციიდან.

კითხვაზე, რატომაა აღნიშნული დოკუმენტი კონფიდენციალური, გვპასუხობს: „ეგ სახელმწიფოს დავალება არ არის, ჩვენი მიცემული დავალებაა. სახელმწიფოს დავალება რომ ყოფილიყო, მაშინ მისი გასაჯაროება სავალდებულო იქნებოდა. ახლა ამის უფლება არ მაქვს“.

ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელი დათო ჭიპაშვილი აცხადებს, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან მიღწეული შეთანხმების თანახმად, რომელიც წარმოადგენს ამ პროექტის ძირითად დამფინანსებელს, ეს დოკუმენტი არათუ საჯარო უნდა იყოს, ინვესტორს აღნიშნული დოკუმენტის საჯარო განხილვაც კი უნდა მოეწყო და აესახა მართვის გეგმების განახლებულ ვერსიაში.

„ნაპირსამაგრის მოწყობა ყოველგვარი შესწავლის გარეშე როგორ შეიძლება?! სად არის პროექტი, სადაც უნდა ეწეროს, რა რისკები არსებობს და რისი გაკეთება არის საჭირო და როგორ?! - კითხულობს ჭიპაშვილი და ამატებს - ამ კომპანიის მიერ უნდა მომხდარიყო აღნიშნული საკითხის დეტალური შესწავლა, რისთვისაც აუცილებლად უნდა შეემუშავებინა მონიტორინგისა და მოდელირების გეგმები და შესაბამისად აესახა სამოქმედო გეგმაშიც, როგორც ეს განსაზღვრულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან მიღწეულ შეთანხმებაში“.

ფარავნის ჰესის მშენებლობა უკვე დასრულდა. ამჟამად იქ მხოლოდ სამონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შემდეგ ჰესის ტესტირება დაიწყება და ობიექტი ექსპლუატაციაში შევა.

ნაპირსამაგრი მოეწყო, თუმცა, ხერთვისს დატბორვის საფრთხე მაინც ემუქრება

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


12.07.2019 კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 74 პედაგოგი არ გამოცხადდა

11.07.2019 აბიტურიენტები ბიოლოგიის გამოცდას აბარებენ

11.07.2019 კიკიბოს სკოლას მომავალ წელსაც ერთი მოსწავლე ეყოლება

11.07.2019 პროფესიული უნარების გამოცდაზე ახალციხეში 156 პედაგოგი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.07.2019 'კორხის ეკლესიას ფიზიკური დაცვა სჭირდება' – იურისტი უნებართვო მშენებლობაზე

12.07.2019 ახალქალაქში გაფიცულმა მუშებმა ოთხის ნაცვლად ერთი თვის ხელფასი მიიღეს

12.07.2019 ნეოლითიდან შუა საუკუნეებამდე - არქეოლოგიური ექსპედიცია და სტუდენტების მოგზაურობა დროში

12.07.2019 როგორი ამინდი იქნება 12-15 ივლისს სამცხე–ჯავახეთში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.07.2019 ძველი მანქანების ერთგული მეპატრონეები [ფოტო/ვიდეო]

09.07.2019 ლეგენდების სოფელი

04.07.2019 ‘ფანდურის გაკეთებისას ბოროტების ნასახი არ უნდა გქონდეს გულში’– მესხი მეფანდურეები [ფოტო/ვიდეო]

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

„ფარავნის ჰესის“ მშენებლობის გამო შესაძლოა ხერთვისი დაიტბოროს
ფარავნის ჰესის მშენებლობით დაზარალებული სასამართლოს მეოთხედ მიმართავს [Video]
ფარავნის ჰესის მიმდებარედ  საძოვრები დაიწვა
ფარავნის ჰესის მშენებლობაზე დასაქმებულებმა უხელფასობა გააპროტესტეს
გაჟონა თუ არა წყალმა გვირაბში „ფარავნის ჰესზე“
ფარავნის ჰესის მშენებლობა შეჩერდა