FM97.5 / LIVE

ადვოკატის უკანონოდ დაკავების საქმეს სააპელაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს

მთავარისამართალი 09.09.2014
თბილისის სააპელაციო სასამართლო, ადვოკატ ნუგზარ სამარჯიშვილის უკანონოდ დაკავების საქმეზე, 24 სექტემბრის შემდეგ, ზეპირი მოსმენის გარეშე იმსჯელებს;

ადვოკატის უკანონოდ დაკავების საქმეს სააპელაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს

ამის შესახებ „სამხრეთის კარიბჭეს“ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ქეთევან დუგლაძის თანაშემწემ ვიქტორ ჩანგსელიანმა განუცხადა.

მისი თქმით, მოსამართლე 24 სექტემბრამდე შვებულებაშია, ამიტომ სასამართლო პროცესი მას შემდეგ ჩაინიშნება, რაც იგი სამსახურში დაბრუნდება.

ადვოკატ ნუგზარ სამარჯიშვილს კი სურს, რომ მისი საქმე სააპელაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილოს: „მინდა თავადაც მოისმინონ ის, რაც იქ ხდებოდა. ამის შესახებ თანაშემწეს უკვე ვთხოვე და გაუკვირდა კიდეც, რადგან უმრავლეს შემთხვევაში, როცა ზეპირი მოსმენის გარეშე იხილავენ საქმეს, წინა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში რჩება“.

შეგახსენებთ, რომ ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი 2 აგვისტოს დააკავეს.ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით კი მის ქმედებაში საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევა არ აღმოჩნდა. ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება შსს-მ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


15.02.2019 სოფელი, რომელიც სკოლაზე ოცნებობს [Photo/Video]

14.02.2019 განათლების სამინისტრო ძირეული რეფორმისთვის ემზადება – გასვლითი სხდომა ბორჯომში

14.02.2019 სამცხე–ჯავახეთში მანდატურების ცენტრი აშენდება

13.02.2019 სოფელ ბენარაში 150 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა შენდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.02.2019 მართლმადიდებელი ეკლესია მირქმის დღესასწაულს აღნიშნავს

15.02.2019 სოფელი, რომელიც სკოლაზე ოცნებობს [Photo/Video]

14.02.2019 ახალციხეში ავარიის შედეგად ორი მანქანა და მაღალი ძაბვის ბოძი დაზიანდა

14.02.2019 რამდენი ბავშვი დაიბადა 2018 წელს სამცხე–ჯავახეთში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

უკანონოდ დაკავებული ადვოკატი საპატრულოს მორალური ზიანისთვის 100. 000 დოლარს სთხოვს
საპატრულო პოლიცია ყოფილი პოლიტპატიმრის საქმეს სააპელაციოში ასაჩივრებს
ვეტერანების საქმეს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა ზურა ხუციშვილის უკანონოდ დაკავება
ახალციხის ციხის დირექტორს ყოფილმა თანამშრომელმა სააპელაციო სასამართლოც მოუგო
სოფიო შევჩენკომ ახალციხის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა
ახალციხის საკრებულომ ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა