FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთი კინოჩვენებების მოლოდინში

მთავარისაზოგადოება 08.09.2014
8–11 სექტემბერს სამცხე–ჯავახეთი „კინოექსპრესს“ უმასპინძლებს, რომლის ფარგლებში ნინოწმინდაში, ახალქალაქში, ახალციხესა და ბორჯომში კინოჩვენებები მოეწყობა. დაგეგმილია 6 სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ჩვენება.

სამცხე–ჯავახეთი კინოჩვენებების მოლოდინში

6–ვე ფილმი უახლესი იქნება, აქედან, სამი ქართული: „გაიღიმეთ!“, „მანდარინები“ და „პატარძლები“ და სამი სომხური.

კინოექსპრესი „სომხეთი-საქართველო“ - ასე პროექტს ჰქვია, რომელიც თბილისისა და ერევნის საერთაშორისო კინოფესტივალების ეგიდით სომხეთსა და საქართველოში ხორციელდება.

პროექტი გულისხმობს ექვსი უახლესი სომხური და ქართული ფილმის ჩვენებას სამცხე-ჯავახეთში და ჩრდილოეთ სომხეთში, შირაქისა და ლორის რეგიონებში.
სეანსების შემდეგ მაყურებელი შეხვდება შემოქმედებითი ჯგუფების წევრებს და კინომცოდნეებს.

პროექტის მიზანია, კინოხელოვნება გამოყენებულ იქნეს, როგორც ეფექტური და მძლავრი საშუალება ინტერკულტურული დიალოგისთვის, კეთილმეზობლური ურთიერთობის განმტკიცებისა და ორი ქვეყნის დაახლოებისთვის.

„კინოექპრესის“ პრეზენტაცია ივლისში ერევნის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. 5-6 სექტემბერს ის გიუმრისა და ამასიას ეწვია, შემდეგ კი საქართველოში გადმოინაცვლა. ოქტომბრის თვეში „კინოექპრესი“ მოგზაურობას ისევ სომხეთში განაგრძობს, კერძოდ, ვანაძორსა და ალავერდში. პროექტი საბოლოოდ დაიხურება და შედეგები შეჯამდება დეკემბერში თბილისის მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალზე.

პროექტს ახორციელებენ კინოს განვითარების ფონდი „ოქროს გარგარი“ (სომხეთი) და კინოხელოვნების ცენტრი „პრომეთე“ (საქართველო). მას სამი ძირითადი პარტნიორი და თანადამფინანსებელი ჰყავს: ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და სომხეთის კულტურის სამინისტრო. ადგილებზე პროექტის განხორციელებას უზრუნველყოფენ შესაბამისი მუნიციპალიტეტების კულტურის სამსახურები. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე გამოყენებული იქნება კინოტექნიკა, რომლითაც სამცხე-ჯავახეთის რეგიონი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ აღჭურვა.

[SKnews.ge]


18.04.2019 მოსწავლეების თვალით დანახული პრობლემები – კონფერენცია ახალციხეში

17.04.2019 აზავრეთის სკოლის მოსწავლეებმა სწავლა განაახლეს

16.04.2019 მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის თავისუფალი დასწრება გაუქმდა

15.04.2019 მეორე კვირაა მოსწავლეები აზავრეთის სკოლაში არ დადიან – პროტესტი გრძელდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.04.2019 მოსწავლეების თვალით დანახული პრობლემები – კონფერენცია ახალციხეში

18.04.2019 სამცხე–ჯავახეთში ყოველ მესამე და შემდგომ ბავშვზე დახმარებას აღარ მიიღებენ

17.04.2019 ქაღალდი, მინა, პლასტმასი და მეტალი – ნარჩენების დახარისხება სავალდებულო ხდება

17.04.2019 ‘ვანის ქვაბებს’ ილიაუნის და ფლორენციის უნივერსიტეტის მეცნიერები შეისწავლიან

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ხვალ ახალციხეში ორ ფილმს აჩვენებენ
28 მარტს ახალციხეში კულტურის მინისტრს ელოდებიან
დისკუსია მწერლებთან, გამოფენები და  პრეზენტაციები – შეხვედრა ახალაქალაქში
ხალიჩების ფესტივალი დღეს ოფიციალურად გაიხსნება
სამცხე-ჯავახეთის ორი მოსწავლე ერევანში მიემგზავრება
ნინოწმინდას  ქართველი მწერლები ესტუმრებიან
ბორჯომში კულტურის სტრატეგიაზე იმსჯელებენ