FM97.5 / LIVE

ფესტივალით წარმოჩენილი მესხური ტრადიციები და კულტურა

მთავარისაზოგადოება 06.09.2014
„მესხური ფესტივალი“ ეშხში შედის, ახალციხის ქვედა ციხეში ადგილობრივი ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების კონცერტი მიმდინარეობს. პარალელურად, დაიწყო ხელნაკეთი ნივთებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების გამოფენა – გაყიდვა.

ფესტივალით წარმოჩენილი მესხური ტრადიციები და კულტურა

ფესტივალი ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლის „მესხეთის“ „მრავალჟამიერით“ გაიხსნა. „მრავალჟამიერს“ ანსამბლ „ლომსიას“ ცეკვა „ბერიკაობა“ მოჰყვა. ამის შემდეგ, ახალციხის ციხეში შეკრებილებს ფესტივალის გახსნა ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ, სამცხე – ჯავახეთის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ, ახალციხის მერმა გიორგი კოპაძემ და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა მელიქიძემ მიულოცეს.

ფესტივალით წარმოჩენილი მესხური ტრადიციები და კულტურა ფესტივალი ადგილობრივი ტელეკომპანია "მე–9 არხის" ორგანიზებითა და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით ტარდება. ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერი "სამხრეთის კარიბჭეა".

„მსგავსი დღესასწაულები ძალიან მნიშვნელოვანია ახალციხისთვის, განსაკუთრებით ციხისთვის, რადგან ამ ღონისძიებით შესაძლებელია ტურისტების მოზიდვა. შევეცდებით მომავალ წელს ფესტივალი უფრო განვავითაროთ“, – აღნიშნა ახალციხის მერმა გიორგი კოპაძემ.

ახალციხის ქვედა ციხეში ამ წუთებში კონცერტი, სპორტული შეჯიბრებები, ხელნაკეთი ნივთებისა და ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა–გაყიდვა მიმდინარეობს.

ფესტივალით წარმოჩენილი მესხური ტრადიციები და კულტურა „გვაქვს ნახატები,რეწვის ნიმუშები, თექა, გობელენი, ქვასა და ხეზე ნაკვეთი ნივთები. ხალხი აქტიურობს, ათვალიერებენ და ყიდულობენ კიდეც“, – ამბობს ბორჯომის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის უფროსი მარინა ხუჯაძე.

საკუთარი პროდუქცია აქვთ გამოფენილი ადგილობრივ სასოფლო ორგანიზაციებს.

„ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი ჩვენი პუბლიკაციები და ძველი ქართული მარცვლოვანი და პარკოსანი კულტურები, რომელიც „ელკანას“ წნისის საცდელ – სადემონსტრაციო ნაკვეთში მოჰყავს. გარდა ამისა, ადგილზე ცხვება ძველი მესხური ფქვილისგან დამზადებული წითელი დოლის პური“, – გვიხსნის ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ მენეჯერი თეა ჩიტაძე.

ფესტივალით წარმოჩენილი მესხური ტრადიციები და კულტურა პომიდორი, ხორბლის პური, სხვადასხვა სახეობის კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი, ხახვი და მსგავსი პროდუქტები აქვს წარმოდგენილი ახალციხის სასოფლო–საკონსულტაციო სამსახურს.

„მზად ვართ ყველა დაინტერესებულ პირს ნებისმიერ პროდუქტზე კონსულტაცია გავუწიოთ“, – ამბობს სასოფლო საკონსულტაციო სამსახურის კონსულტანტი ნუგზარ კაველიძე.

გარდა ადგილობრივი პროდუქციისა, ფესტივალზე ფართოდაა წარმოდგენილი მარნულის სასურსათო ქარხნის ნაწარმი: მწნილები, მურაბები, ჯემები და საწებელები. მარნეულის „მწნილისა და მურაბის ფესტივალი“ გორის ფოლკლორულმა ანსამბლმა „მოძახილმა“ გახსნა. ბავშვებს კი ოჩოფეხებიანი ანიმატორები და ქუჩის თეატრის მსახიობები ართობენ.

ფესტივალით წარმოჩენილი მესხური ტრადიციები და კულტურა „სტუმრებს შეუძლიათ ჩვენი პროდუქციის დეგუსტაციაც და შეძენაც სპეციალურ ფასად“, – ამბობს მარნეულის სასურსათო ქარხნის წარმომადგენელი თინათინ სამყურაშვილი.

ადგილობრივი ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების კონცერტი 17:00 საათამდე გასტანს, რის შემდეგაც „იქს ფაქტორის“ გამარჯვებულის თორნიკე ყიფიანის კონცერტი დაიწყება. ფესტივალი ფეიერვერკით დასრულდება.

უკვე დასრულდა ქუჩის ფეხბურთის ჩემპიონატი. ჩემპიონატში რეგიონის მასშტაბით 14 გუნდი მონაწილეობდა. ფინალში ერთმანეთს ადიგენისა და ბორჯომის გუნდები შეხვდნენ. გამარჯვება ბორჯომის გუნდს ერგო.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

05.08.2020 განათლების მინისტრი – სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება

05.08.2020 საფეხური: 'ოპიზარი' პროფესიული განათლების მსურველებს სწავლას 16 პროგრამაზე სთავაზობს [აუდიო]

04.08.2020 ბიოლოგიისა და ფიზიკის გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

08.08.2020 ადიგენში 8 აგვისტოს ომში დაღუპულები გაიხსენეს [R]

08.08.2020 ახალციხეში 8 აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს

08.08.2020 რომელი ადგილები უკავშირდება აგვისტოს ომის გმირებს სამცხე–ჯავახეთში [ფოტო]

05.08.2020 ‘ფინანსები არ გვაქვს’ - ბორჯომის მუზეუმის რეაბილიტაცია გადაიდო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხე ‘მესხური ფესტივალისთვის’ ემზადება
"მესხური ფესტივალი 2014" შედგა [Video]
ახალციხის ციხეზე ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა – გაყიდვა მიმდინარეობს
ახალციხის ციხეზე ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა – გაყიდვა გაიხსნა
„მესხური ფესტივალი 2013“
ახალციხეში "მესხური ფესტივალისთვის" ემზადებიან
ხელნაკეთი ნივთების გამოფენა 'მესხურ ფესტივალზე' [Photo]