FM97.5 / LIVE

ადგილობრივი ხელისუფლების დახმარების უშედეგო ლოდინში, გოხაძეებს სახლი ჩამოენგრათ

მთავარისამართალი » შემთხვევა 05.09.2014
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელში გოხაძეების სახლის ნაწილი ჩამოინგრა, შემთხვევის მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ადგილობრივი ხელისუფლების დახმარების უშედეგო ლოდინში, გოხაძეებს სახლი ჩამოენგრათ

სახლი, დღეს, დაახლოებით 14:00 საათისთვის ჩამოინგრა. ამ დროს ოჯახის დიასახლისი ია გოხაძე ოთახში იყო.

„იმ ოთახში ვიყავი, რომელიც ჩამოინგრა, გამოვედი თუ არა ხმაური გავიგონე, ვიდრე აივნამდე მოვიდოდი, კედელი მთლიანად გადაწვა“ - ამბობს ია გოხაძე და ამატებს, - ამ დროს ჩემი დედამთილი და შვილი აივანზე იყვნენ. საბედნიეროდ, არავინ დავშავებულვართ“.

ადგილობრივი ხელისუფლების დახმარების უშედეგო ლოდინში, გოხაძეებს სახლი ჩამოენგრათ მისი თქმით, სახლი ამორტიზებული იყო და ადგილობრივ თვითმმართველობას დახმარების მოთხოვნით არაერთხელ მიმართეს, თუმცა ამაოდ: „ვიდრე არჩევნების შემდეგ ხელისუფლება შეიცვლებოდა, გამგეობაში განცხადებებიც დავწერეთ, მაგრამ ყურადღება არავის მოუქცევია“.

დღეს, ახლადარჩეული გამგებელი ზაზა მელიქიძე, გოხაძეებთან თავად მივიდა და შემთხვევის ადგილი დაათვალიერა. მომხდარიდან რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზე მივიდა სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიციაც.
ამჟამად სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ავარიული სახლის სახურავს ამაგრებენ, რომ არ ჩამოინგრეს და დანარჩენი ნაწილიც არ დააზიანოს.

ადგილობრივი ხელისუფლების დახმარების უშედეგო ლოდინში, გოხაძეებს სახლი ჩამოენგრათგოხაძეები ამბობენ, რომ მათ გამგებელი საშენი მასალით მომარაგებას დაპირდა. „რაც საჭირო იქნება, ყველაფერს მოგვცემენ“, - გვითხრა ია გოხაძემ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძე აცხადებს, რომ ბიუჯეტში მსგავსი შემთხვევებისთვის თანხა გათვალისწინებული არ არის. ამიტომ დასახმარებლად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს უნდა მიმართონ.

„სამინიტროს მივმართავთ, რომ ასეთი გადაუდებელი შემთხვევის დროს დაგვეხმარონ. რისი საშუალებაც გვექნება, იმით დავუდგებით გვერდში“, - აცხადებს მელიქიძე.

ადგილობრივი ხელისუფლების დახმარების უშედეგო ლოდინში, გოხაძეებს სახლი ჩამოენგრათ თუმცა, როდის ან რა რაოდენობის საშენი მასალა შეიძლება გამოიყოს გოხაძეებისთვის, გამგებელი ვერ აკონკრეტებს, - „ამ პროცედურების გავლას დრო სჭირდება. ახლა რაც მთავარია გამოვნახეთ ძელები, რომ სახურავი გავამაგროთ. მოხსნიან ჩამონგრეული კედლის ნაწილსაც, რომ მის გამო ვინმე არ დაზიანდეს“.

მელიქიძის განცხადებით, სახლის ჩამონგრევის მიზეზი სავარაუდოდ მისი არასწორი მშენებლობაა, თუმცა, ამას საბოლოოდ შესაბამისი კომისია გაარკვევს: „ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები შეისწავლიან ზარალის ოდენობასაც“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.04.2020 4 აპრილს საქართველოში წვიმა, თოვლი და ქარბუქია მოსალოდენლი

03.04.2020 ‘სამხრეთის კარიბჭეს ტელეფონი იციან და ჩვენი არა?!’ – ადიგენის მერის პასუხი აბასთუმნის მოსახლეობას

03.04.2020 წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალს 10-15 ადამიანი დაესწრება

03.04.2020 რა შემთხვევაში გააგრძელებენ კომპანიები მუშაობას – ეკონომიკის მინისტრის განმარტება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სოფელ აწყურში სახცოვრებელი სახლის სახურავი დაიწვა
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი: „გარდაცვლილების ოჯახებს დავეხმარებით“
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ერთ კვირაში საკადრო ცვლილებები დაიწყება
ხარჯამში საცხოვრებელი სახლი ნაწილობრივ დაიწვა
ადგილობრივები: "სამშენებლო სამუშოების გამო სახლის კედელი ჩამოინგრა"
ახალციხეში საცხოვრებელი სახლის სათავსო იწვის
გურამ მელიქიძე და რამინი მარტინენკო – ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი მოადგილეებს არჩევს