FM97.5 / LIVE

ერთ წელში ახალციხეში 70 საწოლზე გათვლილი რეფერალური საავადმყოფო იქნება

მთავარისაზოგადოება 04.09.2014
"უნიმედი სამცხეს" ახალციხის სამედიცინო ცენტრის საფუძველზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი რეფერალური საავადმყოფო შენდება. შენობის სრული რეაბილიტაციისთვის და ახალი აპარატურის შესაძენად რვა მილიონი ლარია გამოყოფილი.

ერთ წელში ახალციხეში 70 საწოლზე გათვლილი რეფერალური საავადმყოფო იქნება
საავადმყოფოს რეაბილიტაციისთვის თანხა სამედიცინო კორპორაცია "ევექსმა" გამოყო, რომელიც საქართველოში ყველაზე მსხვილი ჰოსპიტალური ქსელია.

"რეგიონში ყველაზე დიდი ჰოსპიტალური ობიექტი ახალციხეში იქნება. გაუმჯობესდება სერვისების მიწოდებაც. უკვე შეძენილია უახლესი მოდელის მრავალშრიანი კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი. ასევე თანამედროვე ციფრული რენდგენ–აპარატურა, გულის კარდიოკვლევებისთვის თანამედროვე აპარატურა, ექოკარგიოგრაფია, ენდოსკოპია, რომელიც აქამდე აქ არ იყო. ფაქტიურად პაციენტს თბილისში წასვლა აღარ მოუწევს. ყველა სახის კვლევა იქნება ჩვენს კლინიკაში. გაუმჯობესდება ბავშვთა რეანიმაცია, რომელიც 6 საწოლზეა გათვლილი და აღიჭურვება სუპერთანამედროვე აპარატურით", – განმარტავს "უნიმედი სამცხეს" ახალციხის სამედიცინო ცეტრის დირექტორი ვლადიმერ გელაშვილი.

მისივე თქმით, იგეგმება სპეციალისტების მომზადება ტრავმატოლოგიაში: "საუბარია იმაზე, რომ ტრავმატოლოგიური ოპერაციები აქ გაკეთდება".

სამედიცინო დაწესებულებაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 1 აგვისტოს დაიწყო და 2015 წლის 1 აგვისტომდე უნდა დასრულდეს. სამუშაოებს შპს "პირამიდა 6+1" ასრულებს.

როგორც სამედიცინო ცენტრის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ იმისათვის, რომ პაციენტების ნაკადი დარეგულირდეს და მომხმარებელს მაქსიმალური კომფორტი შეექმნას საავადმყოფოს ხუთი მიმღები ექნება: პოლიკლინიკური, გადაუდებელი მედიცინის, სამეანო, ინფექციური და ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტებისთვის.

"რეგიონში კი არა, კავკასიაში საუკეთესო კლინიკა კეთდება, სამკურნალო სადიაგნოსტიკო პოტენციალით 200 კილომეტრის რადიუსში არამგონია ვინმემ ჩვენს კლინიკას ღირსეული კონკურენცია გაუწიოს. მოხდება სერვისების გაფართოება. დღის ქირურიგია იქნება 10 საწოლზე გათვლილი. რაც აქამდე არ იყო", – აცხადებს ვლადიმერ გელაშვილი.

მისივე თქმით, რეაბილიტაციის პერიოდში პაციენტებს სამედიცინო მომსახურების მისაღებად პრობლემები არ შეექმნებათ: "ყველა სერვისების მიწოდება გრძელდება, მობილიზებული არიან თანამშრომლებიც და ექიმებიც, რომ უხერხულობა არ შეუქმნან პაციენტებს. რიგებიც შეიძლება იყოს, მაგრამ გვინდა მოსახლეობას მივმართო, რომ გაგებით მოეკიდნონ ამ სიტუაციას. ცალკე გვყავს თანამშროლმები, რომელთა მოვალეობაც არის პაციენტს მიმართულება მისცეს და გზის გაგნებაში დაეხმაროს", – ამბობს გელაშვილი.

ახალციხის გარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ახალქალაქისა და ნინოწმინდის სამედიცინო ცენტრებშიც.

"ახალქალაქში კეთდება რეფერალური საავადმყოფო, აღიჭურვება დაწყებული ტომოგრაფიის აპარატით და იმ გამოკვლევებით, რითიც შეგვიძლია რაიონი დავაკმაყოფილოთ. ნინოწმინდაში კეთდება 25 საწოლზე გათვლილი საავადმყოფო, ემერჯენსის ტიპის მიმღებით, თავის შოკის დარბაზებით და რამინაციული განყოფილებით. ახალციხე იქნება რეგიონული მასშტაბის. დაეხმარება იმ საავადმყოფოებს, რა სერვისებსაც მომხმარებელს ვერ მიაწვდის ადიგენი, ნინოწმინდა და ახალქალაქი. ამისთვის რეგიონის მასშტაბით ორი რეანომობილი გვეყოლება", – გვიხსნის სამცხე–ჯავახეთის რეგიონული კოორდინატორი ელდარ ალიევი.

მისივე თქმით, რეაბილიტირებულ სამედიცინო ცენტრებში ახალი კადრებს მოიწვევენ: "მოძიებულია ახალი კადრები, რომლებიც ელოდებიან რეაბილიტაციის დასრულებას და დაიწყებენ მუშაობას. პროექტში გვაქვს ამავე დროს კორონალოგრაფიაც, რაც გულის სისხლძარღვების კვლევას გულისხმობს".

ერთ წელში ახალციხეში 70 საწოლზე გათვლილი რეფერალური საავადმყოფო იქნება

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


06.04.2020 ‘ეროვნული გამოცდის ფორმატი ან თარიღი არ შეიცვლება’ - მინისტრი

30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.04.2020 დაგვიცავს თუ არა ვირუსისგან ქართული წარმოების პირბადეები

10.04.2020 როგორ ახერხებენ ვარჯიშს კარანტინში მყოფი სპორტსმენები [ვიდეო]

09.04.2020 აბასთუმნის მიწათსარგებლობის და განაშენიანების გენგეგმა დამტკიცდა

09.04.2020 ბორჯომში მე–12 სართულიდან ძაღლის გადმოგდებისთვის 31 წლის კაცი დააკავეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

„ევექსმა“ სამცხე–ჯავახეთში ორი ახალი ჰოსპიტალი გახსნა [R]
ახალციხის სამედიცინო დაწესებულებას ახალი სამედიცინო პერსონალი დაემატა (R)
ახალციხის სამედიცინო დაწესებულებას ახალი სპეციალისტები დაემატა [R]
ახალციხის საავადმყოფო და გამგეობა ტომოგრაფიის აპარატზე დავობენ
ახალციხის  საავადმყოფოდან წამოსულმა კარდიოლოგმა კერძო კლინიკა გახსნა
სამცხე-ჯავახეთში ჰოსპიტალური სექტორის რეაბილიტაცია  მიმდინარეობს