FM97.5 / LIVE

გიორგი კოპაძემ აგვისტოს ომში დაღუპული ახალგაზრდის ხსოვნას პატივი მიაგო

მთავარისაზოგადოება 04.09.2014
დღეს, 4 სექტემბერს აგვისტოს ომში დაღუპულ ანზორ გელდიაშვილს 31 წელი შეუსრულდებოდა. გარდაცვლილის საფლავზე ახალციხის მერი გიორგი კოპაძეც იმყოფებოდა.

გიორგი კოპაძემ აგვისტოს ომში დაღუპული ახალგაზრდის ხსოვნას პატივი მიაგო
დილიდან აგვისტოს ომში გმირულად დაღუპულ ანზორ გელდიაშვილის საფლავზე ოჯახის წევრები, ნათესავები, ახალციხის მერი და მერიის თანამშრომლები შეიკრიბნენ და ყვავილებითა და სანთლებით გარდაცვლილის ხსოვნას პატივი მიაგეს.

„წლების განმავლობაში ადგილობრივ ხელისუფლებას ვთხოვდი, რომ ერთი ყვავილით მაინც დაეფასებინათ ჩემი შვილი, მაგრამ არავინ არ მოსულა. გული მტკიოდა როცა გარდაცვლილი შვილის დედები ამბობდნენ, რომ ამან ეს გაგვიკეთა და იმან ეს მოგვიტანაო“, – ამბობს ანზორ გელდიაშვილის დედა მზია ღონღაძე.

ახალციხის მერმა გარდაცვლილის ოჯახის წევრებს თანადგომა გამოუცხადა, გიორგი კოპაძის თქმით სამცხე – ჯავახეთში ყველამ უნდა იცოდეს, რომ ანზორ გელდიაშვილი სამშობლოს ვაჟკაცურად შეეწირა.

„ოჯახს ფინანსურად არ უჭირს, მათ სახელმწიფო ყოველთვიურად დახმარებას აძლევს. ოჯახის წევრებს უნდათ, რომ გავამხნევოთ, მათი შვილის ხსოვნას პატივი მივაგოთ, დღეს სწორედ ამისთვის ვართ აქ. ყველამ უნდა გაიგოს თუ როგორი ვაჟკაცი ბიჭი იყო ანზორ გელდიაშვილი“, – ამბობს კოპაძე.

უმცროსი სერჟანტი ანზორ გელდიაშვილი სენაკის მეორე ქვეით ბრიგადაში მსახურობდა. ის 2008 წლის 11 აგვისტოს გორში დაიღუპა.
გიორგი კოპაძემ აგვისტოს ომში დაღუპული ახალგაზრდის ხსოვნას პატივი მიაგო

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

05.08.2020 განათლების მინისტრი – სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება

05.08.2020 საფეხური: 'ოპიზარი' პროფესიული განათლების მსურველებს სწავლას 16 პროგრამაზე სთავაზობს [აუდიო]

04.08.2020 ბიოლოგიისა და ფიზიკის გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

08.08.2020 ადიგენში 8 აგვისტოს ომში დაღუპულები გაიხსენეს [R]

08.08.2020 ახალციხეში 8 აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს

08.08.2020 რომელი ადგილები უკავშირდება აგვისტოს ომის გმირებს სამცხე–ჯავახეთში [ფოტო]

05.08.2020 ‘ფინანსები არ გვაქვს’ - ბორჯომის მუზეუმის რეაბილიტაცია გადაიდო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ანზორ გელდიაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს [Photo]
ასპინძის ხელისუფლებამ პატივი მიაგო აგვისტოს ომში დაღუპული ტარიელ ქამაშიძის  ხსოვნას
სამცხე–ჯავახეთში პატივი მიაგეს 2008 წლის აგვისტოში დაღუპულთა ხსოვნას
ახალციხეში ხიდს აგვისტოს ომის გმირის სახელი მიენიჭა
აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახებს ადიგენის ბიუჯეტიდან 300 ლარი გადაეცემათ
ახალციხის ერთ–ერთ ხიდს აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის სახელი მიენიჭა
ახალციხეში აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს