FM97.5 / LIVE

ახალციხის სამუსიკო სკოლა ახალ სასწავლო წელს ისევ ავარიულ შენობაში დაიწყებს

მთავარისაზოგადოება » განათლება 03.09.2014
ახალციხის სამუსიკო სკოლაში, სადაც 200-მდე მოსწავლე ირიცხება, ბზარები ყოველდღიურად მატულობს და კედლების ჩამონგრევის საფრთხეს ქმნის. როდემდე მოუწევს სასწავლებელს ფუნქციონირება ავარიულ შენობაში;

ახალციხის სამუსიკო სკოლა ახალ სასწავლო წელს ისევ ავარიულ შენობაში დაიწყებს
ახალციხის მუნიციპალიტეტის ყოფილი ხელმძღვანელობა სამუსიკო სკოლის გადატანას ყოფილ ადმინისტრაციულ შენობაში გეგმავდა, თუმცა, აღნიშნულ შენობაში ახლადარჩეული ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით ქალაქის მერია გადადის.

საუკუნენახევრის შენობას, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება სარემონტო სამუშაოები 80–იანი წლების შემდეგ აღარ ჩატარებია. ამიტომ შენობის ერთი ნაწილი ამორტიზებული და ავარიულია.

სამუსიკო სკოლაში ამ დროისათვის 200–მდე მოსწავლე ირიცხება, თუმცა ახალი სასწავლო წლისთვის მოსწავლეების მიღება კვლავ იგეგმება.

„ყოველ წელს დიდდება ბზარები, შენობაში წყალიც ჩამოდის“, – ამბობს სკოლის დირექტორი ციცო ახვლედიანი.

მისივე თქმით, დახმარების თხოვნით კოლექტივთან ერთად ქალაქის მერს, გიორგი კოპაძეს მანამდე მიმართა, ვიდრე კოპაძე მერობის კანდიდატი იყო:“ შევხვდით და ჩვენი გასაჭირის შესახებ ვესაუბრეთ, გამარჯვების შემთხვევაში დაგვპირდა, რომ დაგვეხმარებოდა. თუმცა ახლა, როგორც ვიცით, ვიდრე ახალი ბიუჯეტი არ დამტკიცდება ჩვენ დახმარებას ვერ შეძლებენ“.

ახალციხის მერიაში განმარტავენ, რომ რადგან ყოფილ ადმინსიტრაციულ შენობაში მერია თავისი სამსახურებით გადადის, სამუსიკო სკოლისთვის ადგილი აღარ იქნება, თუმცა, სასწავლებლის უყურადღებოდ დატოვებას არ აპირებენ. მომავალი წლის ბიუჯეტში სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თანხას აუცილებლად გაითვალისწინებენ.

„ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო შენობა, რომელიც თავის დროზე დაამახინჯეს. შენობის ის ნაწილი, რომელიც ნგრევის პირასაა ვფიქრობთ, რომ მოვხსნათ. მთავარია ეს სიცხოცლისთვის საშიში არ იყოს და დანარჩენზე, მაგალითად, სახურავის გადახურვაზე პროექტს ვამზადებთ. დავალება უკვე მიცემული გვაქვს და ხარჯებს მომავალი წლის ბიუჯეტში გავითვალიწინებთ“,– განმარტავს ახალციხის მერი გიორგი კოპაძე.

ახალციხის სამუსიკო სკოლას ავარიული შენობის გარდა, არაერთი პრობლემა აწუხებს. სკოლა ადგილობრივი თვითმმართველობის თანადაფინანსებით და საკუთარი შემოსავლებით არსებობს, რის გამოც პედაგოგებს მიზერული ხელფასები აქვთ, ასევე მოძველებულია ინსტრუმენტები.

„ძალიან დაუფასებლები ვართ სამუსიკო სკოლის პედაგოგები. ენთუზიაზმით ვმუშაობთ. ინსტრუმენტები 50 წელზე მეტი ხნისაა, მართალია პიანინოს ამწყობი გვყავს, მაგრამ აწყობას ვეღარ უძლებს“, –განმარტავს ციცო ახვლედიანი, რომელიც ხელმძღვანელის პოსტზე 33 წელია მუშაობს.

სამუსიკო სკოლის შენობა მეცხრამეტე საუკუნისაა, თავიდან აქ სასულიერო პირები ორბელიანები ცხოვრბდნენ, შემდეგ ეს კორპუსი რაიკომს, აღმასკომს და მოგვიანებით განათლების განყოფილებას ეკავა. ბოლო 60 წელია კი აქ სამუსიკო სკოლა ფუნქციონირებს.
ახალციხის სამუსიკო სკოლა ახალ სასწავლო წელს ისევ ავარიულ შენობაში დაიწყებს

[თნათინ ზაზაძე, ახალციხე]


20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.01.2020 არასამთავროები წულუკიანის მიერ ციხის ვიდეოს გასაჯაროებას კანონდარღვევად აფასებენ

21.01.2020 2020 წელს ახალციხის სკოლებისთვის მილიონზე მეტი დაიხარჯება

21.01.2020 ახალციხის საკრებულოში 13 240 ლარის ჯილდო გაიცა

21.01.2020 აშშ–ს ელჩი ვადაგასულ მედიკამენტებზე: 'ინფორმაციის გაშუქებამ პოლიტიზებული სახე მიიღო'

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

ავარიული სამუსიკო სკოლა დროებით შენობას შეიცვლის
ახალციხის სამუსიკო სკოლაში 60 წლის იუბილე იზეიმეს
216 მოსწავლე გაკვეთილებს ავარიულ შენობაში ესწრება
ახალციხეში, ავარიულ სამუსიკო სკოლას გაარემონტებენ
სამუსიკო სკოლის დირექტორი: ‘ბავშვს ქოლგა უნდა ეჭიროს, რომ გაკვეთილი ჩაუტარო’
ახალციხეში ახალი ააიპ–ის დირექტორად ცისანა ახვლედიანი დაინიშნა
აწყურში სამუსიკო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა