FM97.5 / LIVE

ახალციხის სოფლებში გზების რეაბილიტაცია ჯერ არ დაწყებულა

მთავარიეკონომიკა 03.09.2014
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში რეგიონული განვითარების სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელება ჯერ არ დაწყებულა; ამ დრომდე გამგეობაში სატენდერო დოკუმენტებს სწავლობენ.

ახალციხის სოფლებში გზების რეაბილიტაცია ჯერ არ დაწყებულა
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს მიერ გამოყოფილი თანხით ახალციხის მუნიციპალიტეტში ორი პროექტი განხორციელდება, სოფელ ღრელისა და პამაჯი-წყალთბილის გზა მოასფალტდება.

ღრელში გზას შპს „მესხეთ ავტო გზა“ მოაასფალტებს, ერთ კვირაში გაირკვევა იმ კომპანიის ვინაობა, რომელიც პამაჯი – წყალთბილის ცენტრალურ გზას შეაკეთებს.

ორივე პროექტზე ტენდერი 28 მაისს გამოცხადდა და 19 ივლისს დასრულდა, თუმცა როგორც ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების სამსახურის უფროსი ქეთევან ინასარიძე ამბობს, ამ ეტაპზე არ არის ცნობილი თუ რომელი კომპანია შეაკეთებს პამაჯი – წყალთბილის ცენტრალურ გზას.

„პამაჯი – წყალთბილის ცენტრალური გზის რეაბილიტაციის პროექტზე მიმდინარეობს კომპანიების შერჩევა-შეფასება. სავარაუდოდ ამ კვირის ბოლოს, ან მომდევნო კვირაში კომისია განიხილავს დოკუმენტებს და შემდგომ უკვე გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია“, – ამბობს ქეთევან ინასარიძე.

პამაჯი – წყალთბილის ცენტრალური გზის რეაბილიტაციისთვის 1.680.000 ლარია გამოყოფილი. სატენდერო დოკუმენტების თანახმად, აღნიშნული სოფლების ცენტრალურ გზაზე უნდა მოეწყოს ასფალტო-ბეტონის საფარი, მიერთებები ასფალტო-ბეტონის საფარით და ბეტონის სანიაღვრე არხები საჭიროების მიხედვით.

სოფელ ღრელში ასფალტო-ბეტონის საფარს და რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია 476 476 ათას ლარად გააკეთებს.

მას შემდეგ რაც ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა გამარჯვებულ კომპანიებთან ხელშეკრულებას გააფორმებს, პამაჯში, წყალთბილასა და ღრელში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება და მუშაობას სამ თვეში დაასრულებენ.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

08.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე 10 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

07.07.2020 საფეხური: ეთნიკურ უმცირესობებთან მძიმე მდგომარეობაა – მანანა რატიანი მასწავლებელთა სერთიფიცირებაზე

07.07.2020 ეროვნული გამოცდების მეორე დღეს 8 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

08.07.2020 ჯანდაცვის სამინისტრომ 117 000 სწრაფი ტესტი შეიძინა

08.07.2020 ადიგენსა და ახალციხეში მინდვრები კალიების საწინააღმდეგოდ დამუშავდა

08.07.2020 საქართველო 5 ქვეყანასთან საზღვარს ხსნის

08.07.2020 მცენარეული ნარჩენის დაწვის შემთხვევაში 1 000 ლარამდე დაჯარიმდებით

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის სოფლებში გზების რეაბილიტაცია იწყება
მუსხში ასფალტო–ბეტონის გზას დააგებენ
ღრელში გზის რეაბილიტაცია სრულდება
სოფელ ოთაში ბეტონის გზას აგებენ
ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ახალციხეს 3 პროექტი დაუმტკიცა
ახალციხის სოფლებში გზების მოასფალტება იწყება
ასპინძის  ცენტრალურ გზაზე  სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს