FM97.5 / LIVE

ახალციხის მერმა ბაგა–ბაღები მოინახულა

მთავარისაზოგადოება » განათლება 02.09.2014
ახალციხის მერმა გიორგი კოპაძემ დღეს, 2 სექტემბერს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ხელმძღვანელთან ერთად ქალაქში ბაგა–ბაღები მოინახულა.

ახალციხის მერმა  ბაგა–ბაღები მოინახულა
გიორგი კოპაძე საბავშვო ბაღების თანამშრომლებს შეხვდა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში არსებულ პრობლემებს გაეცნო.

მისი განცხადებით, ქალაქში არსებული იმ ბაგა–ბაღებისთვის, რომლებიც სრულ რეაბილიტაციას საჭიროებენ, თანხას მომავალი წლის ბიუჯეტში გაითვალისწინებენ, რაც შეეხება რეაბილიტირებულ ბაღებს აქ მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„პირველ ბაგა–ბაღში ნორმალური ვითარებაა, სისუფთავეა. აქ ძირითადად ეზოა ცუდ მდგომარეობაში და ეს უნდა გაკეთდეს“, – ამბობს გიორგი კოპაძე და ამატებს, რომ იმ ბაღებში, სადაც მოსაწესრიგებელია ინფრასტრუქტურა, ან შესაძენია რაიმე ნივთი, ამ საკითხების მოგვარება შესაბამის სამსახურს დაევალება, იგი მოამზადებს პროექტს და ხარჯთაღრიცხვას.

ახალციხეში მოქმედი 8 ბაგა–ბაღია. აღსაზრდელების სიმრავლის გამო N1 ბაგა–ბაღში დამატებით ერთი ჯგუფი გაიხსნა. ასევე, დამატებით ერთი ჯგუფის გახსნა იგეგმება N3 ბაგა–ბაღშიც.

„დაახლოებით 280 ბავშვი გვყავს, ამიტომ მეცხრე ჯგუფი გავხსენით და მიღება შევწყვიტეთ, რადგან 35 ბავშვზე მეტი არ უნდა იყოს ჯგუფში. სამი ახალი თანამშრომელი დაგვემატა:ორი მასწავლებელი და ერთი ძიძა. მინდა გითხრათ, რომ ახალციხეში ყველაზე დიდი ჩვენი ბაღია“, – ამბობს N1 საბავშვო–ბაღის მენეჯერი ციცო საანიშვილი.

რამდენი ბავშია ახალციხის მასშტაბით არსებულ საბავშვო–ბაღებში ამ ეტაპისთვის უცნობია, რადგან ბაღებში მიღების მსურველთა განცხადებების მიღება არ შეწყვეტილა. მათი რაოდენობა ცნობილი კვირის ბოლოსთვის გახდება.

ახალციხის მერმა  ბაგა–ბაღები მოინახულა

[sknews.ge]


20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.01.2020 2020 წელს ახალციხის სკოლებისთვის მილიონზე მეტი დაიხარჯება

21.01.2020 ახალციხის საკრებულოში 13 240 ლარის ჯილდო გაიცა

21.01.2020 აშშ–ს ელჩი ვადაგასულ მედიკამენტებზე: 'ინფორმაციის გაშუქებამ პოლიტიზებული სახე მიიღო'

21.01.2020 არალში გოგონებისთვის ძიუდოს კლუბი დაფუძნდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბაგა-ბაღები ზაფხულში და მშობლების სამზადისი სექტემბრისთვის
ორთვიანი შეწყვეტის შემდეგ, საბავშვო ბაღებში სწავლა განახლდა
ახალციხის ოთხ ბაღში ისევ ღუმელებით თბებიან
ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა
ახალციხის თემის ხუთ ბაგა–ბაღს წიგნები გადაეცა
რატომ არ ჰყავთ  ლოგოპედი  საბავშვო ბაღებში
ახალციხის პირველ ბაგა–ბაღში საკვამურში ცეცხლი გაჩნდა