FM97.5 / LIVE

ახალციხის ბაღებში თანამშრომლების კვალიფიკაციას შეამოწმებენ

მთავარისაზოგადოება » განათლება 02.09.2014
ახალციხის მერია ქალაქის 8 ბაგა–ბაღის 200–მდე თანამშრომლის ცოდნის დონის შემოწმებას გეგმავს. თუმცა, ჯერ გადაწყვეტილი არ არის თანამშრომლები მხოლოდ გასაუბრებას გაივლიან თუ ტესტირება ჩატარდება.

ახალციხის ბაღებში თანამშრომლების კვალიფიკაციას შეამოწმებენ
როგორც ქალაქის მერიაში განმარტავენ, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების თანამშრომლების ცოდნის დონეს წლის ბოლომდე შეამოწმებენ. ახალციხის მერის გიორგი კოპაძის თქმით, რა ფორმით მოხდება შემოწმება ჯერ უცნობია.

"ამ პროცესში ჩართული იქნება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების მეთოდისტი და ფსიქოლოგი", – ამბობს გიორგი კოპაძე.

გაერთიანების ხელმძღვანელის ნანა ბერიძის განმარტებით, ბაგა–ბაღებში ისეთი თანამშრომლებიც მუშაობენ, ვისაც შესაბამისი განათლება არ აქვს. სწორედ ამიტომ გახდა მათი კვალიფიკაციის შემოწმება აუცილებელი.

„როდესაც ბავშვთან შედიხარ აუცილებლად უნდა გქონეს განათლება, უნდა გქონდეს გავლილი პედაგოგიკა, ფსიქოლოგია. ეს სამი კრიტერიუმი მასწავლებლისთვის აუცილებელია, ამიტომ ჩავთვალეთ საჭიროდ ამის გაკეთება, – განმარტავს ნანა ბერიძე და ამატებს, რომ მოქმედ პედაგოგებთან ერთად მონაწილობას სხვა მსურველებიც მიიღებენ: ვინც ისწავლა პედაგოგიურზე, დაწყებითებზე, მათ ხომ უნდა ჰქონდეთ საშუალება თავისი სწავლა და გამოცდილება გამოიყენონ შესაბამის ადგილზე და ეს არის ბაღი“.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

13.01.2020 რომელი ფაკულტეტები იქნება უფასო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.01.2020 სამცხე–ჯავახეთში გაზრდილი პენსია 30 223 ასაკით პენსიონერმა აიღო

16.01.2020 შშმ პირთა ღონისძიება ‘ტალიტა კუმში’

16.01.2020 დავით სერგეენკოს განცხადება c ჰეპატიტის ვადაგასულ წამლებთან დაკავშირებით

16.01.2020 NDI – წინა წლებთან შედარებით ეკლესიის რეიტინგი მკვეთრად შემცირდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ბაღებში სწავლა 5 სექტემბერს დაიწყება
ორთვიანი შეწყვეტის შემდეგ, საბავშვო ბაღებში სწავლა განახლდა
ნანა გელაშვილმა თანამდებობა დატოვა
მზია ქობესაშვილი: "სამართალმა იზეიმა"
ახალციხის ბაგა – ბაღებში სასწავლო პროცესი სექტემბრამდე შეწყდა
ახალციხის ბაღებში დეზინფექცია ტარდება
ახალციხის ბაგა-ბაღებში ერთი კვირით სწავლა შეწყდა