FM97.5 / LIVE

ორთვიანი შეწყვეტის შემდეგ, საბავშვო ბაღებში სწავლა განახლდა

მთავარისაზოგადოება » განათლება 01.09.2014
ქალაქ ახალციხესა და ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სწავლა დაიწყო. სასწავლო პროცესი მხოლოდ თვითმმართველი თემის ორ ბაგა–ბაღში არ განახლებულა.

ორთვიანი შეწყვეტის შემდეგ, საბავშვო ბაღებში სწავლა განახლდა

ორი თვის წინ მოულოდნელად შეწყვეტილი სასწავლო პროცესი, როგორც ქალაქის ასევე თემის ბაგა–ბაღებში დღეიდან, 1 სექტემბრიდან აღდგა.

ამ ეტაპისთვის უცნობია, რამდენი ბავშვია ბაგა–ბაღებში. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელები განმარტავენ, რომ აღსაზრდელების ზუსტი რაოდენობა კვირის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.

„ყველა ბაღში დაწყებულია სწავლა. მენეჯერები ბავშვების საერთო რაოდენობას ვერ მაწვდიან, სანამ ერთი კვირა არ გავა, რადგან ზოგს განცხადება აქვს დაწერილი, მაგრამ არ გამოცხადდა, ზოგი რიგში დგას“, – ამბობს ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი ნანა ბერიძე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველ თემში 8 ბაღიდან სწავლა–6 ბაღში დაიწყო. აგარისა და მუსხის ბაგა–ბაღებში სასწავლო პროცესი ორი კვირის შემდეგ, 15 სექტემბერს განახლდება.

თემის გამგებელი და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელძღვანელი განმარტავენ, რომ მიზეზი ბაღებში მშენებლის მიერ სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარვეზებით შესრულება გახდა, თუმცა, სხვა მიზეზიც არის. გამგებელიცა და გაერთიანების ხელმძღვანელიც სხვა დეტალებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ.

„აგარის ბაღში მშენებლის მიერ დაშვებული უზუსტობებია და არა მარტო ეს, არის სხვა პრობლემებიც. იგივე სიტუაციაა მუსხის ბაღშიც, დანარჩენისგან თავს შევიკავებ, სერიოზული არაფერია, ეს საკადრო ცვლილებებს არ ეხება“,– ამბობს თემის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელძღვანელი ლელა ოქრომელიძე.

„აქამდე ბაღები დაკეტილი იყო, როდესაც შევედით და ვნახეთ გამოირკვა, რომ აგარის საბავშვო–ბაღში დაზიანებულია კედლები, საღებავი და უნდა მოხდეს საგარანტიო ვადებში მისი აღდგენა. მუსხშიც ეზოს საკითხებია მოსაგვარებელი“, – ამბობს თვითმმართველი თემის, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძე.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

13.01.2020 რომელი ფაკულტეტები იქნება უფასო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.01.2020 სამცხე–ჯავახეთში გაზრდილი პენსია 30 223 ასაკით პენსიონერმა აიღო

16.01.2020 შშმ პირთა ღონისძიება ‘ტალიტა კუმში’

16.01.2020 დავით სერგეენკოს განცხადება c ჰეპატიტის ვადაგასულ წამლებთან დაკავშირებით

16.01.2020 NDI – წინა წლებთან შედარებით ეკლესიის რეიტინგი მკვეთრად შემცირდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ბაღებში სწავლა 5 სექტემბერს დაიწყება
ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა
ახალციხის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდა
ახალციხის ბაღებში დეზინფექცია ტარდება
ახალციხის ბაგა-ბაღებში ერთი კვირით სწავლა შეწყდა
ახალციხის ბაგა – ბაღებში სასწავლო პროცესი სექტემბრამდე შეწყდა
აგარისა და მუსხის საბავშვო ბაღებში სწავლა კიდევ ორი კვირით გადაიდო