"სამხრეთის კარიბჭე"–FM97.5 / LIVE

30 აგვისტოს ბორჯომში 'ბორჯომქალაქობას' იზეიმებენ

მთავარისაზოგადოება 29.08.2014
ბორჯომის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის ორგანიზებით, 30 აგვისტოს, ბორჯომში, „ბორჯომქალაქობის“ დღესასწაული გაიმართება. მთელი დღის განმავლობაში ბორჯომში სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებებია დაგეგმილი.

30 აგვისტოს ბორჯომში 'ბორჯომქალაქობას' იზეიმებენ

10:00 საათზე ბორჯომის ცენტრალურ (ისტორიულ) პარკში ფოტოგამოფენა „საგანძური“ გაიხსნება. პარალელურად ბორჯომის სამუსიკო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჭადრაკში და ნარდში სამოყვარულო ტურნირი გაიმართება.

11:00 საათზე პატარა პარკის ტერიტორიაზე ახალგაზრდები ერთმანეთს ქართულ ჭიდაობაში შეეჯიბრებიან. შერკინება გამარჯვებულთა დაჯილდოვებით დასრულდება. მოგვიანებით კოსტავას სახელობის მოედანზე სპორტული გარბენი მოეწყობა.

11:30 საათზე, მდინარე მტკვარზე, მოყვარულებისთვის ჯომარდობა მოეწყობა.

12:00 საათზე ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე ადგილობრივ ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება, პატარა პარკის ტერიტორიაზე კი ბორჯომის სხვადასხვა სოფლებიდან ჩამოტანილი პროდუქცია გამოიფინება.

12:30 საათზე პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება. აქვე დაჯილდოვდებიან ჭადრაკსა და ნარდის შეჯიბრებებში გამარჯვებულები.

13:00 საათზე ამავე ტერიტორიაზე პატარებისთვის თეატრალიზებული წარმოდგენა გაიმართება.

15:00 საათზე პატარა პარკის ტერიტორიაზე მოყვარულებისთვის დაგეგმილია შეჯიბრი მკლავჭიდში.

16:00 საათზე ბორჯომის ცენტრალურ პარკში ჩასაბერი ინსტრუმენტების ორკესტრის კონცერტი ჩატარდება.

18:00 საათზე ასევე ცენტრალურ პარკში „ბარმენ–შოუ“ – წარმოდგენა მუსიკის თანხლებით, „ბრეიგდანსი“ – თანამედროვე ცეკვები გაიმართება.

„ბორჯომქალაქობა 2014“ ბორჯომის ცენტრალურ პარკში პუპულარული ქართველი მომღერლებისა და ჯგუფების კონცერტითა და ფეიერვერკით დასრულდება. კონცერტზე დასახელდებიან ბორჯომის საპატიო მოქალაქეები, რომლებსაც ორდენები და სიგელები გადაეცემათ.

[თამარ თოთაძე, ბორჯომი]


23.03.2017 მოხის საჯარო სკოლის საქმეზე EMC შიდა აუდიტის დასკვნას ასაჩივრებს

22.03.2017 ვინ გაიმარჯვა ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსში

21.03.2017 'ჩემი საქართველო' – ვიქტორინა მეცხრეკლასელებისთვის

21.03.2017 აბიტურიენტებსა და მასწავლებლებს საგამოცდო სიახლეები გააცნეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.03.2017 დასრულდა ტრენინგები გამგებლის წარმომადგენლებისთვის ბავშვთა დაცვის თემაზე

24.03.2017 ახალციხეში ქუჩებს რეცხავენ [Photo]

24.03.2017 დღეს ახალციხეში, კარდიოლოგი ვაჟა აგლაძე უფასო კონსულტაციებს ატარებს

24.03.2017 'გავერთიანდეთ ტუბერკულოზის დასამარცხებლად' - 24 მარტი ტუბერკულოზის მსოფლიო დღეა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.03.2017 ბერძნების სოფელი ახალციხეში [Video]

17.03.2017 Жизнь продолжается [Audio]

06.03.2017 "სოხუმი" სოფელ ზემო ენთელში [Video/Photo]

24.02.2017 'ეს სოფელი ყველაფერს მოწყვეტილია' [Video]

მსგავს თემაზე

ბორჯომში სახელობითი დღესასწაულისთვის ემზადებიან
‘ახალციხელობის’ დღესასწაულზე დაგეგმილი ღონისძიებების განრიგი
ბორჯომის  პარკში ყვავილების სათბურს აკეთებენ
რა იგეგმება დღეს სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში
ბორჯომში "ბორჯომობა 2015" აღინიშნება
ახალციხეში 26 მაისის აღსანიშნავად ღონისძიებები გაიმართება
ბორჯომში ‘აფხაზეთის დღეები’ გაიმართება