FM97.5 / LIVE

ადიგენში სამი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს

მთავარისამართალი » შემთხვევა 29.08.2014
მარიამობის დღესასწაულზე სოფელ ყარათუბანში მცხოვრები სამი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთ-ერთი გარდაცვლილის ძმა კი დაჭრეს. მკვლელობაში ბრალდებული ადიგენში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფროსი დავით კუბლაშვილია.

ადიგენში სამი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს
მკვლელობა დაახლოებით 22:00 საათისთვის, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათუბნის გზაზე მოხდა. გარდაცვლილებიცა და მკვლელობაში ბრალდებულიც ამ სოფლის მკვიდრები არიან.

როგორც ადგილობრივები ყვებიან, ახალგაზრდებმა სოფელში მარიამობა აღნიშნეს. საღამოს კი დაბა ადიგენში ლუდის დასალევად წავიდნენ. მათ შელაპარაკება მკვლელობაში ბრალდებულის შვილთან სწორედ აქ მოუხდათ. მან მამას დასახმარებლად დაურეკა, დავით კუბლაშვილი კი ადიგენიდან მომავალ ბიჭებს გზაზე დახვდა და იარაღით დახოცა.

„თავის სახელზე რეგისტრირებული იარაღი ჰქონდა, სავარაუდოდ ვინჩესტერი იყო, შიგ 7 ტყვია ეტევა და აღარცერთი აღარ ჰქონდა, ყველა ისროლა. ჯერ ფეხებში ესროლა და მერე თავში ბიჭებს“, - ყვებიან ყარათუბნელები.

კუბლაშვილი სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მომხდარიდან მალევე სამართალდამცავებმა მისი ოჯახის წევრები სოფლიდან გაიყვანეს. მათ სახლს პოლიცია დარაჯობს.

ადიგენში სამი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს

„სინათლე ჩაქრა და სიბნელეში გაიყვანეს ჩუმად, თორემ მაგას სოფელში არავინ გაატარებდა“, - ამბობს ამავე სოფლის მკვიდრი ანა კუბლაშვილი.

ადგილობრივების თქმით, მკვლელობაში ბრალდებული დაახლოებით 50 წლისაა, ჰყავს მეუღლე, ორი შვილი და შვილიშვილები. იგი 10 წელზე მეტია ადიგენში საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მუშაობს.

„მაგ საღამოს თავის სახლში გარდაცვლილისა და დაჭრილი ძმების მამასთან ერთად იქეიფა, ამ ბიჭის მამა სახლში დასაძინებლად გაუშვა და თვითონ მისი შვილების მოსაკლავად წავიდა“, - აცხადებენ ადგილობრივები და ამატებენ, რომ კუბლაშვილს ლინჩის წესით გაასამართლებენ და სოფელში არასდროს შეუშვებენ.

გარდაცვლილები პროზექტურიდან ოჯახებში უკვე გადაასვენეს. დაჭრილის მდგომარეობა კი, როგორც საავადმყოფოში პირად საუბრებში ამბობენ, სტაბილურია: „ფეხში და ზურგის არეშია დაჭრილი, ოპერაცია არ გაუკეთებიათ“.

მომხდარს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო იძიებს.

ადიგენში სამი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


30.06.2020 საფეხური: როგორ ჩატარდება ეროვნული გამოცდები [აუდიო]

27.06.2020 აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ

26.06.2020 სამცხე–ჯავახეთიდან აბიტურიენტები სომხეთში წასვლას შეძლებენ – სომხური მედია

26.06.2020 სომეხი აბიტურიენტები ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად ერევანში ვერ მიდიან

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.07.2020 პოლიციელებს ხელფასი 125 ლარით გაეზარდათ

01.07.2020 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის პენსია 30 ლარით იზრდება

01.07.2020 შშმ პირებს პენსია 30 ლარით ეზრდებათ

30.06.2020 სარო – დევების სამფლობელო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

რატომ გაიმეტა სამი ახალგაზრდა სასიკვდილოდ ადიგენის საჯარო რეესტრის სამსახურის უფროსმა
ბრალდებულის მამას ყარათუბნიდან პოლიციის კორიდორით გაიყვანენ
ბრალდებულის მამა სოფლიდან უკვე გაიყვანეს
„მამამ ბიჭები რომ დახოცა, შვილი ეუბნებოდა ერთი გაიქცა და ისიც მოკალიო“
ყარათუბნელები სამხარეო სამმართველოსთან აქციას მართავენ
ყარათუბნელები სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახის წევრებს სოფლიდან ასახლებენ [Photo]
სცემეს თუ არა ყარათუბნელებმა სამი პირის მკვლელობაში ბრალდებული