სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

მზია ქობესაშვილი: "სამართალმა იზეიმა"

მთავარისაზოგადოება » განათლება 25.08.2014
ააიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ყოფილი ხელმძღვანელი მზია ქობესაშვილი, ქალაქ ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ხელმძღვანელის მოადგილედ ინიშნება.

მზია ქობესაშვილი: "სამართალმა იზეიმა"
მზია ქობესაშვილი ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელად 6 წლის განმავლობაში მუშაობდა. მას შემდეგ, რაც ადგილობრივი ხელისუფლება შეიცვალა ქობესაშვილი გაათავისუფლეს და მის ადგილზე 2013 წლის 4 თებერვლიდან ნანა გელაშვილი დაინიშნა.

ხელმძღვანელის პოსტიდან გათავისუფლებული ქობესაშვილი სამი თვის განმავლობაში მოადგილის პოსტზე მუშაობდა, თუმცა სამ თვეში აღნიშნული შტატი გაუქმდა.

"საჭირო იყო ჩემი თავიდან მოშორება, იმიტომ გააუქმეს შტატი და სამსახურიდან გამიშვეს. ახლა უკვე სამართალმა იზეიმა. ახლა პროფესიონალიზმს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება და ეს ფაქტია, ერთად ვმუშაობთ გამოცდილი კადრები",– ამბობს მზია ქობესაშვილი.

მზია ქობესაშვილი ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელის მოადგილედ მეთოდისტის დარგში ოფიციალურად თვის ბოლომდე დაინიშნება.

"აუცილებელია ბაგა–ბაღს ყავდეს მეთოდისტი, ეს არის ჩემი პირადი მოთხოვნა. მას აქვს გამოცდილება და მუშაობდა ამ სფეროში. ვიდრე დაინიშნება ერთმანეთს გამოცდილებას გავუზიარებთ", – აცხადებს ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი ნანა ბერიძე.

იგეგმება თუ არა საკადრო ცვილებები გაერთიანებაში ბერიძე ამ ეტაპზე ამბობს რომ არა, თუმცა არ გამორიცხავს.

"ყველა რჩება თავის ადგილზე და რეორგანიზაციის შედეგად ყველა თანამშრომელი გადაინიშნება", – ამბობს იგი.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


18.11.2017 ახალციხეში ჰუმანური პედაგოგიკის ცენტრის წარმომადგენლები პედაგოგებს ხვდებიან

06.11.2017 გარემონტებულ პირველ სკოლაში შესაძლოა ანსამბლი "მესხეთი" ვეღარ დაბრუნდეს

06.11.2017 პირველ სკოლაში ინვენტარის შეტანა დაიწყეს

06.11.2017 ეროვნული გამოცდების ტესტებში ცვლილებები შევიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.11.2017 საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვებია დაწესებული

21.11.2017 ცოლის დაჭრაში ბრალდებულმა საპროცესო შეთანხმებაზე უარი მიიღო

17.11.2017 ჰაკატონი “ინოვაცია ონლაინ მედიაში”

17.11.2017 შშმ მოსწავლეებმა სპექტაკლი „კონკია“ დადგეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

ბაღებში საკადრო ცვლილებები დაიწყო
საბავშვო ბაღებში საკადრო ცვლილებები იგეგმება
ნანა გელაშვილმა თანამდებობა დატოვა
ახალციხის საბავშვო ბაღებისთვის თანამშრომლებს არჩევენ
ახალციხის სოფლების ბაღებს ლელა ოქრომელიძე უხელმძღვანელებს
ახალციხის ბაღებში სწავლა 5 სექტემბერს დაიწყება
გაერთიანებული ბაღების ყოფილი ხელმძღვანელი მერიაში დაასაქმეს