FM97.5 / LIVE

ვინ ასრულებს ახალციხის ციხის დირექტორის მოვალეობას

მთავარისაზოგადოება 25.08.2014
რატომ შეიცვალა ახალციხის ციხის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და როდის იგეგმება ახალი დირექტორის დანიშვნა

ვინ ასრულებს ახალციხის ციხის დირექტორის მოვალეობას
ახალციხის ციხის დირექტორი გუჯა ბიჭაშვილი შვებულებაში მიმდინარე წლის 7 ივლისს გავიდა. რის შემდეგაც დირექტორის მოვალეობას მისი თანაშემწე კულტურის დარგში ლაშა ამირეჯიბი ასრულებდა. 7 აგვისტოდან კი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად ახალციხის ციხის მატერიალურ–ტექნიკური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი ილია სიდამონიძე დაინიშნა.

ქალაქ ახალციხის მერის გიორგი კოპაძის თქმით, ბიჭაშვილმა შვებულება გაიხანგრძლივა. ამ დროის განმავლობაში ერთი ადამიანი მოვალეობის შემსრულებლად ორჯერ ვერ დაინიშნებოდა. ამიტომ ლაშა ამირეჯიბი ილია სიდამონიძემ ჩაანაცვლა.

"ლაშა ამირეჯიბს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადა დაუმთავრდა და დაინიშნა სხვა. მე არ ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი უნდა ყოფილიყო ამ თანამდებობაზე, ეს იყო დირექტორის გადაწყვეტილება. მე ფვიქრობ, რომ ის ვინც კარგად შეასრულებს დირექტორის მოვალეობას ილია სიდამონიძეა", – ამბობს გიორგი კოპაძე და ამატებს, რომ სიდამონიძის მუშაობის პერიოდში ციხეში ტურისტების რაოდენობა გაიზარდა.

რამდენი ხნის განმავლობაში დარჩება დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად ილია სიდამონიძე ქალაქის მერი ვერ აკონკრეტებს. თუმცა ამბობს, რომ ბიჭაშვილის სამსახურში დაბრუნების შემდეგ ახალი დირექტორი დაინიშნება. ახალი უფროსის დანიშვნის შემდეგ კი ახალციხის ციხის წესდება შეიცვლება.

"ველოდებით, რომ აუდიტი შევიდეს და ამის შემდეგ დაინიშნება ახალი ხელმძღვანელი. სავარაუდო კანდიდატები არსებობენ, თუმცა ჯერ კონკრეტული პიროვნება არ შემირჩევია. მთავარია, რომ ახალი უფროსი იყოს ტურისტების მოზიდვაზე ორიენტირებული, განათლება მეტი ჰქონდეს და მეტად ერკვეოდეს რაღაც–რაღაც საკითხებში, ასევე კარგი მენეჯერი უნდა იყოს. აუცილებლას იქნება ადგილობრივი, რადგან მე არ მივესალმები აქ ვიღაცეების ჩამოყვანას", – ამბობს კოპაძე და ამატებს, რომ გადაიხედება თანამშრომლების ანაზღაურებაც და ციხის უფროსის ხელფასის შემცირების ხარჯზე, შესაძლოა თანამშრომლების ხელფასები გაიზარდოს.

შეგახსენებთ, რომ ერთთვიანი შვებულების გასვლის შემდეგ ახალციხის ციხის დირექტორი გუჯა ბიჭაშვილი სამსახურში არ დაბრუნებულა. როგორც მან "სამხრეთის კარიბჭესთან" სატელეფონო საუბარში განაცხადა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ბიულეტენი აიღო. ბიულეტენით განსაზღვრული დრო 15 სექტემბრამდე გრძელდება. თუმცა ბიჭაშვილის თქმით, შესაძლოა მისი შვებულება კიდევ გახანგრძლივდეს. ეს მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

"ბიულეტენზე ვარ და ხელფასს არ ვიღებ. ვნახოთ, შეიძლება შვებულება კიდევ გავაგრძელო, იურიდიულად ამის უფლება მაქვს", – ამბობს გუჯა ბიჭაშვილი.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

05.12.2019 წიგნიერების დონით ქართველი მოსწავლეები, 79 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილზე არიან

03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.12.2019 როგორ გააფართოეს საბურთალოს სასაფლაო სუს-ის მაღალჩინოსნის სიმამრისთვის

09.12.2019 ფარეხის გზაზე, სადაც ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა კამერების დამონტაჟებას ითხოვენ

09.12.2019 ახალციხელი სპორტსმენი უკრაინის ჩემპიონია

09.12.2019 ახალქალაქის 22 სოფელს ბუნებრივი აირი არ აქვს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

მსგავს თემაზე

ახალციხის ციხის დირექტორად გუჯა ბიჭაშვილი დაინიშნა
ახალციხის მერი: ‘ციხის დირექტორად რომ დავნიშნო, ახალციხეში ეგეთი ჯერ ვერავინ ვნახე’
ახალციხის მერი: 'ახალციხის ციხის' დირექტორი აუცილებლად შეიცვლება'
ახალციხის ციხეს ახალი უფროსი ჰყავს
‘ახალციხის ციხეზე’ დირექტორის მოადგილე დანიშნეს
ლაშა ამირეჯიბი ახალციხის ციხის დირექტორის თანაშემწედ ინიშნება
"ახალციხის ციხის" დირექტორის შესაძლო ცემის ფაქტზე ძიება შეწყდა