FM97.5 / LIVE

”ქართული ოცნების” შტაბი კარავში

მთავარიპოლიტიკა, არჩევნები 15.08.2012
დღეიდან დაბა ადიგენში კოალიცია ”ქართული ოცნების” შტაბი კარავში ფუნქციონირებს. კოალიციამ კარავი ადიგენის რაიონული სამმართველოს გვერდით დადგა

”ქართული ოცნების” შტაბი კარავში

დღეს ადიგენის მუნიციპალიტეტში ”ქართული ოცნების” კოლონა დაახლოებით 16:00 საათისთვის შემოვიდა. კოალიციის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები, ადიგენის, ახალციხის, ბორჯომისა და ასპინძის შტაბის წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროს ადიგენის რაიონული სამმართველოს გვერდით გაჩერდნენ. მათ აქ ადიგენის მუნიციპალიტეტში ”ქართული ოცნების” მაჟორიტარ კანდიდატთან ერთად კარავი დადგეს.

- ”შტაბი ვერ ფუნქციონირებდა ადიგენში აქამდე იმის გამო, რომ აუკრძალეს ხალხს ჩვენთვის მოექირავებინათ ოფისი. მაგრამ დღეიდან აქ გვექნება საველე შტაბი, თან პოლიციის გვერდით იმიტომ, რომ პოლიცია “დათარეშობს” ადიგენში და არ გვაძლევს მუშაობის საშუალებას”, - აცხადებს კოალიციის მაჟორიტარი კანდიდატი ბიძინა გუჯაბიძე.

მისივე თქმით, დღეიდან მთელი მსოფლიო გაიგებს იმ ამბავს, რომ ”საქართველოში ხელისუფლება როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი, ატერორებს მოსახლეობას და პოლიტიკურ მოწინაღმდეგეს დევნის. ნახავთ, რომ ხვალ და ზეგ წამოვა ადამიანების ზღვა, რომლებიც გადალახავენ შიშს და ეს შიში ადიგენში ჩვენ დღეს დავამარცხეთ”.

ადიგენში კოალიციის შტაბის ხელმძღვანელის დავით ბაციკაძის განმარტებით, თვენახევარია ”ქართული ოცნება” ადიგენში შტაბის დაქირავებას ცდილობს, თუმცა ამაოდ: ”დილით პირობას მოგვცემენ, რომ მოგვაქიროან, მაგრამ საღამომდე დააშინებენ და უარს ამბობენ. ხალხს დავით მერაბიშვილი და გამგებელი სიმონ პარუნაშვილი აშინებს”.

მისივე განცხადებით, დაბა ადიგენში ოფისის ქირაობა ვერც მათივე აქტივისტების ბინებში მოხერხდა: ”დაბაში 15-მდე აქტიური წევრი გვყავს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბინა არცერთი მათგანის სახელზე არაა რეგისტრირებული”.

კოალიციის წარმოამდგენლებს ადიგენში არცერთი ადგილობრივი არ შეერთებია. არათუ მხარდამჭერები, შეკრებილებს ცნობისმოყვარეობის გამოც კი არ მიახლოებია არცერთი მოსახლე.

- ”ხალხს ნამდვილად ეშინია და იმიტომ არ არის აქ, იმიტომ ვერ გამოდის გარეთ და გვიახლოვდება. ამის დასტურია ისიც, რომ ვერცერთი ბინა ვერ გამოინახა შტაბის გასახსნელად. ადიგენში ერთი პიროვნებისთვის მიუციათ პირობა, რომ დაბაში ”ქართული ოცნება” შტაბს ვერ გახსნიდა და ასრულებენ კიდეც, თუმცა ფაქტია, რომ დღეს კარავი დაიდგა”, - აცხადებს კოალიცია ”ქართული ოცნების” ახალციხის შტაბის წევრი ნანა ჩიტორელიძე.

”ქართული ოცნების” შტაბი კარავში

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

”ქართული ოცნების” ადიგენის შტაბმა კარვიდან ოფისში გადაინაცვლა
ადიგენში „ქართული ოცნების“ წევრები ერთმანეთს უპირისპირდებიან
”ოცნების” აქციისთვის ახალციხეში მოსახლეობას მთელი რეგიონიდან ელოდებიან
მდუმარე აქცია ადიგენში
ადიგენში "ოცნების" ყოფილი აქტივისტები საპროტესტო აქციებით იმუქრებიან
სამცხე-ჯავახეთში ”ოცნების” შტაბები დაიკეტა
ადიგენის სოფლებში დაშინებაზე საუბრობენ