FM97.5 / LIVE

'პარლამენტის წინ ბენზინს გადავისხამ და შვილებიანად დავიწვები'

მთავარისაზოგადოება 01.08.2014
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენში მომხდარი მკვლელობის შემდეგ სოფლიდან გამოძევებული ბრალდებულის ახლობლები ღამეს ქუჩაში ათევენ და იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება მათ მიმართ ყურადღებას არ გამოიჩენს, თავის დაწვით იმუქრებიან.

'პარლამენტის წინ ბენზინს გადავისხამ და შვილებიანად დავიწვები'

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენში მცხოვრები გია ნათენაძის ოთხსულიანი ოჯახი სოფლიდან მას შემდეგ წამოვიდა, რაც 10 ივლისს, გოგაშენში ბებია და შვილიშვილი მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებული ნათენაძის მეუღლის ძმაა. მომხდარის შემდეგ სოფელი დატოვა ამავე სოფელში მცხოვრებმა ბრალდებულის მეორე დის ოჯახმაც.

დაზარალებულის ახლობლები ფიქრობენ, რომ მომხდარში ძმას დებმა შეუწყეს ხელი და მოითხოვენ ორივე ოჯახი სოფლიდან გადასახლდეს. სოფლიდან გადასახლება კი არცერთ ოჯახს არ უნდა, იმის გამო, რომ წლებია გოგაშენში ცხოვრობენ, თავს სოფლის მეურნეობითა და მესაქონლეობით ირჩენენ, გოგაშენში რამდენიმე ჰექტარი ნათესები და ათობით მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი ჰყავთ. გარდა ამისა, მათ არანაირი ბრალი მიუძღვით მომხდარში.

ბრალდებულის დები ადგილობრივ სამართალდამცველებს აღარ ენდობიან

'პარლამენტის წინ ბენზინს გადავისხამ და შვილებიანად დავიწვები' „რომ გადავსახლდე, სად წავიდე, რითი ვიცხოვრო?! 20 დღეა ისეც ხან ვისთან ვაფარებ თავს, ხან ვისთან. ბოლო დღეებია უკვე ქუჩაში ვართ და ბავშვები მშიერი მყავს. არავინ ჩვენს მხარეს არაა, არც კანონი! უდანაშაულო ხალხს გვასახლებენ და ჩაქოლვით გვემუქრებიან და ამ დროს პოლიცია არაფერს აკეთებს. მე ეჭვი მაქვს, რომ პოლიცია დაზარალებულების მხარესაა“, – ამბობს გია ნათენაძის მეუღლე მაგული იაკობაძე და ვინაიდან ადგილობრივ სამართალდამცავებს აღარ ენდობა, მოითხოვს, ოჯახი სოფელში თბილისიდან ჩამოსულმა ჯგუფმა ააცილოს.

ადგილობრივი სამართალდამცველებისადმი უნდობლობის საფუძველს მაგული იაბოაძეს ის აძლევს, რომ მისი მტკიცებით, რამდენიმე დღის წინ, მაშინ, როცა დებმა სოფელში დაბრუნება სცადეს, მათ დასახმარებლად პოლიციამ არაფერი გააკეთა. შეგახსენებთ, ნათენაძეებმა სოფელი 18 ივლისს, მას შემდეგ დატოვეს, რაც დაზარალებულის ახლობლები ქვებით მიუვარდნენ, სოფელში 10 დღის შემდეგ, 29 ივლისს სცადეს დაბრუნება, თუმცა, ადგილობრივთა ნაწილი ისევ ქვებითა და ხელკეტებით დახვდა და ორივე ოჯახი უკან გამობრუნდა.

სამართალდამცველებს უმოქმედობაში ადანაშაულებს ბრალდებულისა და მათი დების ადვოკატი რამინ პაპიძეც: „იდგნენ პოლიციელები, ხედავდნენ ქვებითა და ხელკეტებით შეიარაღებულ ხალხს, ისმენდნენ მუქარას და არაფერი გააკეთეს. მინიმუმ, ადმინისტრაციული საქმე უნდა აღეძრათ. მაგრამ იდგნენ, დაზარალებულებისადმი თანაგრძნობის გამომხატველი სახეებით“.

„ავალ სოფელში და რაც მოხდება მოხდეს, მოგვკლავენ, ჩვენც მოვკლავთ და ამოვხოცავთ მთელი სოფელი ერთმანეთს“

'პარლამენტის წინ ბენზინს გადავისხამ და შვილებიანად დავიწვები' „ყველას მივმართე, სახალხო დამცველს პირადადაც შევხვდით და წერილიც გავაგზავნეთ. ასევე წერილი გავუგზავნეთ ეკა ბესელიას. თავადაც ვიყავით და წერილი დავტოვეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში. არსაიდან არავინ გვეხმიანება, ღია ცის ქვეშ, უპატრონოდ დაგვტოვეს. დანაშაული მოხდა, ამას ხომ არ უარვყოფთ, მაგრამ ჩვენ რა შუაში ვართ?! თუ მე ვარ დამნაშავე, დამიჭირონ!“, – ამბობს გია ნათენაძე და ამატებს, რომ ოჯახი გამოსავალს ვეღარ ხედავს, – „ყველა რესურსი ამოვწურეთ. აღარ ვიცით როგორ მოვიქცეთ. მითხრან რაში ვარ დამნაშავე. მაგრამ აქ საქმე სხვა რამეშია, ჩვენს მოსავალზე და სახლზე აქვთ თვალი დიდი ხანია და ამიტომაც უნდათ ჩვენი გამოძევება“.

მომხდარიდან 20 დღე გავიდა. ნათენაძეები ამბობენ, რომ დანაზოგი ამოეწურათ და მალე მშივრები დარჩებიან.

„ყურადღებას თუ არ მოგვაქცევენ, ან ავალ სოფელში და რაც მოხდება მოხდეს, მოგვკლავენ, ჩვენც მოვკლავთ და ამოვხოცავთ მთელი სოფლი ერთმანეთს. ან წავალ ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ ბენზინს გადავისხამ და ჩემი შვილებიანად ამოვიწვები. ამ ქვეყანაში სამართალი არ ყოფილა“, – გამოსავალს ვეღარაფერში ხედავს მაგული იაკობაძე.

ადვოკატი: ხელისუფლებას რომ სურდეს მოგვარება, მოაგვარებს ნახევარ საათში

გოგაშენში 60 ოჯახი ცხოვრობს. ნათენაძეებს დაზარალებულების ახლობლები, 5 ოჯახი უპირისპირდება. ადვოკატი რამინ პაპიძე ხელისუფლებას უმოქმედობასა და მოქალაქეების მიტოვებაში ადანაშაულებს და ფიქრობს, რომ სახელმწიფოს კეთილი ნება რომ იყოს, ორივე ოჯახი სოფელში უპრობლემოდ დაბრუნდებოდა.

„ხელისუფლებას რომ სურდეს მოგვარება, მოაგვარებს ნახევარ საათში. ელემენტარულად, უნდა შევიდეს პოლიცია და აღკვეთოს ყოველგვარი ძალადობა. მაგრამ ხელისუფება უარს ამბობს მოვალეობის შესრულებაზე, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამ ოჯახებს არაპირდაპირ სჯიან. სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას მოქალაქეები და უზრუნველყოს მათი უფლებების დაცვა და თუ უარს ამბობს ამ ვალდებულებების შესრულებაზე, მათი უფლებები ხელყოფილია, სიცოცხლისაც და ჯანმრთელობისაც. 5 ოჯახი ულტიმატუმებით ელაპარაკება ამ ადამიანებს და სახელმწიფო არაფერს აკეთებს“, – ამბობს ადვოკატი.

ნათენაძეებს გაგზავნილ წერილებზე პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ. საქართველოს პრემიერ–მინისტრის აპარატში განაცხადეს, რომ წერილი არ მიუღიათ და ოჯახს თავიდან გაგზავნა სთხოვეს. სახალხო დამცველის აპარატში ოჯახს განუცხადეს, რომ ამ ტიპის სამქეებზე არ მუშაობენ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ გენინსპექციამ საქმის მოკვლევა დაიწყო.

შეგახსნებთ, 10 ივლისს, დაახლოებით 20:00 საათზე, წარსულში ნასამართლევმა გენადი ი.– მ კარაბინის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღით საყვარელ გოგონას, რომელიც ცოლად სხვას გაჰყვა, დედა და 8 თვის შვილი მოუკლა. სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მომხდარის შემდეგ დაზარალებულების ახლობლები ბრალდებულის ახლობლებს დაუპირისპირდნენ.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


03.06.2020 ახალციხის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს – რა დოკუმენტებია საჭირო

01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.06.2020 ‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია

04.06.2020 ‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი

04.06.2020 ‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული

04.06.2020 '44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ახლობლებს სოფელში ქვებითა და ხელკეტებით დახვდნენ
ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის დების ოჯახებს პოლიცია იცავს
ახალქალაქში, ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ახლობლები სოფელში ბრუნდებიან
ახალქალაქში ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის დის ოჯახი თანასოფლელებმა დაარბიეს
ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულისთვის სააპელაციოში გამამართლებელ განაჩენს ითხოვენ
ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის დებს დახურულ კარს მიღმა კითხავენ
ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებული პატიმრობში რჩება