სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ახალციხის ბაღების ხელმძღვანელად მერის პრესსამსახურის და დაინიშნა

მთავარისაზოგადოება » განათლება 01.08.2014
ქალაქ ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელად ნანა ბერიძე დაინიშნა. დანიშვნის ბრძანებას ქალაქის მერმა ხელი დღეს, 1აგვისტოს მოაწერა.

ახალციხის ბაღების ხელმძღვანელად მერის პრესსამსახურის და დაინიშნა

„ამ საქმეს სჭირდება ძალიან კარგი მენეჯერი, გამოცდილი, მტკიცე ადამიანი, თან სუფთა წარსულით. ეს ადამიანი არის ჩვენი თანამებრძოლი, ვიცნობთ ძალიან კარგად, ამიტომ შევაჩერეთ მასზე ყურადღება. ამ ადგილს ზუსტად ასეთი სჭირდება“, – ამბობს ახალციხის მერი გიორგი კოპაძე.

პროფესიით ქიმიკოსი ნანა ბერიძე მერიის პრესსამსახურის ეკა ბერიძის დაა.

ნანა ბერიძე 1970 წლის 12 აპრილს ქალაქ ახალციხეში დაიბადა.
1990-1995 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში ქიმიის ფაკულტეტზე.
1998-2002 წწ. სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურ ნარკოლოგიურ ცენტრში ექიმ-ლაბორანტად მუშაობდა.
1998 -2014 წწ. საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტში (BCG) ინტრევიუერი იყო.
2004-2014 საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის ცენტრში „GORBI” ასევე ინტერვიუერი იყო.
2008-დან დღემდე ახალციხის საზოგადეობრივ კოლეჯში ,,მესხეთი’’ ქიმიის მასწავლებელია.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.


იგეგმება თუ არა ბაგა–ბაღების მენეჯერების გათავისუფლება, გიორგი კოპაძე გვპასუხობს, რომ ეს იმ შემოწმების პასუხზეა დამოკიდებული, რომელიც სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტომ სამცხე–ჯავახეთის რეგიონალურ სამმართველოს სპეციალისტ ინსპექტორების მეშვეობით ჩაატარა.

„ჯერ საკითხი ასე არ დგას. ჩვენ ვიწყებთ ინვენტარიზაციას ყველგან. შემოწმდა საბავშვო ბაღები, კვების პროდუქტები შეამოწმეს, ეს დასკვნა მოვა და ამ დასკვნების საფუძველზე ვიფიქრებთ დავტოვოთ თუ არა მენეჯერები. გააჩნია რა სურათი დაგვხვდება საბავშვო ბაღებში. მოარული ხმებით, ცუდი სურათია, მაგრამ ამ ხმებს ვერ დავეთანხმებით, კონკრეტული მაგალითების მიხედვით გადავწყვეტთ. პოლიტიკური ნიშნებით არ შევარჩევთ“, – ამბობს გიორგი კოპაძე.

შეგახსენებთ, ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვაელმა ნანა გელაშვილმა პოსტი გუშინ, 31 ივლისს დატოვა. გელაშვილი ამბობს, რომ სამსახური საკუთარი ნებით დატოვა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


17.07.2018 აბიტურიენტები ისტორიის გამოცდას აბარებენ

16.07.2018 გეოგრაფიის გამოცდაზე 22 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

13.07.2018 პროფესიული უნარების გამოცდაზე 154 მასწავლებელი არ გამოცხადდა

13.07.2018 სამაგისტრო გამოცდების ტესტის პასუხები სავარაუდოდ წინასწარ გამოქვეყნდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.07.2018 15 000–მდე ბავშვს სისხლში ტყვიის შემცველობაზე გამოიკვლევენ

19.07.2018 ახალციხეში თვალის უფასო გამოკვლევები ჩატარდება

18.07.2018 რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა ხორცის შეძენისას

17.07.2018 ონკოლოგების შეფასებები ახალციხეში კიბოს ავადობის მაღალ მაჩვენებელზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ნანა გელაშვილმა თანამდებობა დატოვა
გაერთიანებული ბაღების ყოფილი ხელმძღვანელი მერიაში დაასაქმეს
ნანა გელაშვილი: 'მედიასთან ურთიერთობის გამო სამსახურიდან გამათავისუფლეს'
ახალციხის მეხუთე საბავშვო ბაღს ახალი მენეჯერი ჰყავს
ახალციხის ბაღებში მომხდარი შემთხვევა სამედიცინო დასკვნის გარეშე დარჩა
ახალციხის ბაგა-ბაღებში ერთი კვირით სწავლა შეწყდა
ახალციხის ბაგა – ბაღებში სასწავლო პროცესი სექტემბრამდე შეწყდა