FM97.5 / LIVE

ახალციხის სოფლებში გზების რეაბილიტაცია იწყება

მთავარიეკონომიკა 31.07.2014
თვითმმართველი თემის, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელში გზა მოასფალტდება. დაგეგმილია სოფლების პამაჯი – წყალთბილის ცენტრალური გზის რეაბილიტაციაც.

ახალციხის სოფლებში გზების რეაბილიტაცია იწყება

ორივე პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს დაფინანსებით, კერძოდ, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. ორივე პროექტზე უკვე გამოცხადებულია ტენდერი.

სოფელ ღრელის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 585.000 ლარია გამოყოფილი. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელში უნდა მოეწყოს ასფალტო–ბეტონის საფარი, რკინა ბეტონის სანიაღვრე არხები საჭიროების მიხედვით და ასფალტის საფარიდან მეორად გზებზე ასფალტის საფარი.

1.680.000 ლარია გამოყოფილი სოფლების პამაჯი–წყალთბილის ცენტრალური გზის რეაბილიტაციისთვის. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, სოფლების პამაჯი–წყალთბილის ცენტრალურ გზაზე უნდა მოეწყოს ასფალტო ბეტონის საფარი, მიერთებები ასფალტო ბეტონის საფარით და რკინა ბეტონის სანიაღვრე არხები საჭიროების მიხედვით.

ორივე პროექტზე ტენდერი მიმდინარე, 2014 წლის 28 მაისს გამოცხადდა. წინადადებების მიღება კი 14–დან 19 ივნისამდე მიმდინარეობდა.

„ტენდერი ორივე პროექტზე ცალ – ცალკე გამოცხადდა. შექმნილია სატენდერო კომისია, რომელიც სამშენებლო კომპანიების მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას შეისწავლის. ამის შემდეგ გამოვლინდება გამარჯვებული კომპანიები“, – ამბობს თვითმმართველი თემის ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძე.

ორივე პროექტზე გამარჯვებულ კომპანიას ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი თვის ვადა ექნება. შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადა კი, ასევე ორივე შემთხვევაში, 2 წელია.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.01.2020 2020 წელს ახალციხის სკოლებისთვის მილიონზე მეტი დაიხარჯება

21.01.2020 ახალციხის საკრებულოში 13 240 ლარის ჯილდო გაიცა

21.01.2020 აშშ–ს ელჩი ვადაგასულ მედიკამენტებზე: 'ინფორმაციის გაშუქებამ პოლიტიზებული სახე მიიღო'

21.01.2020 არალში გოგონებისთვის ძიუდოს კლუბი დაფუძნდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის სოფლებში გზების რეაბილიტაცია ჯერ არ დაწყებულა
ღრელში გზის რეაბილიტაცია სრულდება
მუსხში ასფალტო–ბეტონის გზას დააგებენ
აგარების მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია იწყება
ადიგენის სოფლებში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
სოფელ მუსხში ასფალტის საფარის დაგება დაიწყო
აგარის მონასტრამდე მისასვლელ გზაზე ბეტონის საფარი იგება [R]