"სამხრეთის კარიბჭე"–FM97.5 / LIVE

81 წლის მიხეილ კენჭოშვილი სოციალურ დახმარებას ითხოვს

მთავარისაზოგადოება 29.07.2014
81 წლის მიხეილ კენჭოშვილი, რომელიც დაბა ასპინძის ყოფილი ატეკის შენობის საყარაულოში ცხოვრობს, ხელისუფლებისგან სოციალურ დახმარებას ითხოვს.

81 წლის მიხეილ კენჭოშვილი სოციალურ დახმარებას ითხოვს

მიხეილ კენჭოშვილს ოთხი შვილი ჰყავს, მეუღლე ოთხი წლის წინ გარდაეცვალა. სახლი გაყიდა და როგორც თავად ამბობს ფული შვილებს მისცა. როცა მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა, სოციალურ დახმარებას ორივე იღებდნენ. მაგრამ მას შემდეგ რაც ცოტა ხნით შვილთან გადავიდა საცხოვრებლად, დახმარება მოუხსნეს.
ახლა დაბა ასპინძაში, ყოფილი ატეკის შენობის საყარაულო ოთახში ცხოვრობს. ამბობს, რომ ეს ოთახი შენობის მეპატრონემ დროებით დაუთმო.

„150 ლარი მაქვს პენსია, მაგრამ დახმარება მომიხსნეს. მიწა არ მაქვს, სახლი არ მაქვს, შვილები ჩემსკენ არ არიან“, – ამბობს იგი.

81 წლის მიხეილ კენჭოშვილი სოციალურ დახმარებას ითხოვს მიხეილ კენჭოშვილმა დახმარებისთვის სოცილაური მომსახურების სააგენტოს ასპინძის რაიონულ განყოფილებას განცხადებით არაერთხელ მიმართა. როგორც სააგენტოდან ბოლოს მიღებულ წერილშია განმარტებული, 2013 წლის აპრილის თვიდან შეუწყდა დახმარება, იმის გამო, რომ შემოწმების პერიოდში განაცხადში მითითებულ მისამართზე არ ცხოვრობდა. აქვე წერია, რომ სოციალურმა აგენტმა 2013 წლის ნოემბერსა და 2014 წლის იანვარში განმეორებით გადაამოწმა, თუმცა შესაბამისი ქულები ვერ მიიღო.

კენჭოშვილი სოციალური დახმარების შეწყვეტაში ასპინძის განყოფილებას ადანაშაულებს. განყოფილების უფროსის გულქან მელიქიძის თქმით, დახმარების დანიშვნას და შეწყვეტას განყოფილება არ წყვეტს.

81 წლის მიხეილ კენჭოშვილი სოციალურ დახმარებას ითხოვს „კენჭოშვილი გარკვეული პერიოდი შვილთან ცხოვრობდა ახალციხეში. ასპინძაში რომ დაბრუნდა, დაწერა განცხადება, მივიდა აგენტი, გადაამოწმა და ისევ დაენიშნა დახმარება. შემდეგ ისევ თავის შვილთან გადავიდა საცხოვრებლად. ახალციხიდან ჩვენი მონიტორის ჯგუფი ამოვიდა, ჩვენგან დამოუკიდებლად უფლება აქვთ მივიდნენ და შეამოწმონ. ვინაიდან კენჭოშვილი მითითებულ მისამართზე არ დახვდათ, შეადგინეს აქტი, შემდეგ ჩვენი აგენტი კიდევ ორჯერ მივიდა შემოწმებაზე და არც მას არ დახვდა. ამიტომ შეუწყდა დახმარება“, – განმარტავს გულქან მელიქიძე და ამატებს, რომ ერთი წლის განმავლობაში ხელახალი შემოწმების უფლება აღარ აქვთ.

[თამარ თოთაძე, ასპინძა]


17.08.2017 აბასთუმნის სკოლის ყოფილმა მასწავლებელმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა

15.08.2017 განათლების სამინისტრო აბიტურიენტებს აფრთხილებს

11.08.2017 მინისტრის ახალი ინიციატივა – სკოლებში ვაშლები დარიგდება

07.08.2017 7 აგვისტოდან აბიტურიენტებისთვის აპელაციის პროცესი დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.08.2017 სკოლებში სწავლა 15 სექტემბრიდან დაიწყება

17.08.2017 გზა სანიაღვრეს გარეშე – წყორძაში სახლების დატბორვის ეშინიათ

17.08.2017 აბასთუმნის სკოლის ყოფილმა მასწავლებელმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა

17.08.2017 წყორძაში ტაძრის გარშემო დაგებული ასფალტი აიღეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

25.04.2017 სომხური სოფელი, სადაც აღდგომას სამჯერ აღნიშნავენ [Photo/Video]

მსგავს თემაზე

ცხოვრება დროებით საცხოვრებელში და მოხსნილი დახმარება
ოთხსულიანი ოჯახი დროებით საცხოვრებელში
74 წლის მარტოხელა რიფსიმე მარგარიანი დახმარების მოლოდინშია
ოჯახს, რომელიც პროტესტის ნიშნად შვილს სააგენტოში ტოვებდა, დახმარება არ ექნება
სამცხე–ჯავახეთში სოციალური დახმარება 405 ოჯახს  შეუწყდა
რიფსიმე მარგარიანი: '30 ლარს მაძლევდნენ და ისიც შემიწყვიტეს'
მაღალი ქულების გამო დაკარგული დახმარება