FM97.5 / LIVE

რა პროექტები ხორციელდება ბი–პის დახმარებით სამცხე–ჯავახეთის სოფლებში (R)

მთავარირეკლამა 29.07.2014
სოფლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, სადემონსტრაციო სასოფლო–სამეურნეო ნაკვეთების გაშენება, სასოფლო კოოპერატივების შექმნა და მცირე ბიზნესის დაწყება; ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა სამცხე–ჯავახეთის კიდევ ხუთ სოფელში ხორციელდება.

რა პროექტები ხორციელდება ბი–პის დახმარებით სამცხე–ჯავახეთის სოფლებში (R)

პროგრამის „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა კავკასიური გაზსადენის სისტემის გაფართოების (CDI SCPX) პროექტის ფარგლებში“ განხორციელება „რეგიონული განვითარების ასოციაციამ“ (RDA) 2013 წლის ივნისიდან დაიწყო. პროგრამა ინიცირებული და დაფინანსებულია კომპანია ბი–პი–სა და მისი პარტნიორების მიერ. CDI SCPX მიზნად ისახავს სოციალური და ეკონომიკური პროექტების განხორციელებას იმ სოფლებში, რომლებიც მდებარეობენ გაზის წნევის მარეგულირებელი სადგურიდან 5 კმ-ის რადიუსში.

უდე, წარბასთუმანი, აბათხევი, წინუბანი და ჯულღა – ის სოფლებია, სადაც ბი–პი–ს დახმარებით ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა ხორციელდება. ყველა სოფელში შექმნილია სათემო ორგანიზაციები, რომელიც ხუთი წევრისგან შედგება. სათემო ორგანიზაციის თავმდჯომარესა და წევრებს სოფლის მოსახლეობა თავად ირჩევს. სოფლებში პრიორიტეტებს აღნიშნული ორგანიზაციები მოსახლოებასთან ერთად არჩევენ, რასაც ადგილობრივების 60 პროცენტი უნდა აწერდეს ხელს.

„რეგიონული განვითარების ასოციაციაში“ განმარტავენ, რომ აღნიშნული პროგრამის თანახმად, პროექტების განხორციელებაში მოსახლოების 25–პროცენტიანი თანამონაწილეობა უნდა იყოს. სამუშაოებზე კი თავად ადგილობრივები არიან დასაქმებული.

სოფელ ჯულღაში საბავშვო მოედანი კეთდება

სოფელ ჯულღაში მშენებარე საბავშვო მოედანი ამ პროექტებს შორის ერთ–ერთია. პრიორიტეტიც სოფელში მცხოვრებმა მოსახლეობამ შეარჩია.

ჯულღაში დაახლოებით 90 კომლი ცხოვრობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელში 25–30 ბავშვი მაინც არის და მათ გასართობი არაფერი აქვთ. ახალი მოედნის მშენებლობა კი ახალგაზრდებს სტიმულს მისცემს, რომ სოფელი არ დატოვონ.

„ბავშვებს საშუალება ექნებათ რამით გაერთონ, დიდი მადლობა ბი–პი–ს იმისთვის, რომ ასეთ კარგ საქმეს აკეთებს“, – ამბობს სოფელ ჯულღას სათემო კავშირის თავმჯდომარე არმენ პაპიკიანი.

სოფელ ჯულღაში მშენებარე საბავშვო მოედანს 300 კვადრატული მეტრი ფართობი ექნება. სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია და როგორც „რეგიონული განვითარების ასოციაციის“ ინჟინერ–კონსულტანტი და ადგილობრივები ვარაუდობენ, ორ კვირაში უნდა დასრულდეს.

„შემოიღობება სპეციალური ღობით და დაიდგმება ბავშვებისთვის გასართობი პლასტმასის კონსტრუქციები. გარშემო კი გამწვანება გაკეთდება“, – გვიხსნის ინჟინერ–კონსულტანტი ვახტანგ ხითარიშვილი.

ამავე პროგრამის ფარგლებში, სოფელ ჯულღაში გასულ წელს სარწყავი სისტემა გაკეთდა. შემკრები ბასეინიდან სოფლამდე დაახლოებით 2–კილომეტრიანი მაგისტრალის მილები გამოიცვალა, რის შედეგადაც ადგილობრივებს სარწყავი წყლის პრობლემა მოეხსნათ.
„ადრე წყალი იკარგებოდა და სოფლამდე აღარ მოდიოდა, ახლა ახალი სისტემით 40 წუთი მოვიგეთ, მაქსიმალურად ვიყენებთ იმ წყალს, რაც გვაქვს“, – ამბობს ჯულღაში მცხოვრები ოგანეს პაპიკიანი.

წინუბანს სასმელი წყლის პრობლემა მოუგვარდება

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წინუბანში კი მოსახლეობის მიერ დასახელებული პრიორიტეტი წელს სასმელი წყლის დებეტის გაზრდა იყო. ამ სოფელში 90–მდე კომლი ცხოვრობს. მათ სასმელი წყლის პრობლემა წლებია აწუხებთ. ადგილობრივები ამბობენ, რომ სასმელი წყალი აქამდეც მოდიოდა, თუმცა საკმარისი არ იყო. ბი–პი–ს დახმარებით კი სასმელი წყლის დებეტი გაიზრდება.

„რვა კილომეტრიანი მონაკვეთი არსებობს, რომლითაც ორი სოფელი, წინუბანი და აბათხევი სარგებლობს. ახლა კეთდება სამი სათავე, რომელიც შეუერთდება იმ რვა კილომეტრიან მაგისტრალს. ძველი ტრასა ბოლომდე დატვირთული არ იყო, ახალი რომ დაემატება, წყლის ოდენობა მოიმატებს“, – ამბობს ადგილობრივი ოგანეს ბალასანიანი და ამატებს, რომ სამუშაოები დაახლოებით 15 დღეში დასრულდება.

სოფელ აბათხევში რიტუალების სახლის რემონტი მიმდინარეობს

ბი–პი–ს პროექტის ფარგლებში ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აბათხევში რიტუალების სახლის რემონტი მიმდინარეობს. როგორც სათემო კავშირის თავმჯდომარე ნერსეს გოგორიანი გვიხსნის, აქ გასულ წელს ამავე პროგრამის ფარგლებში სახურავი გამოიცვალა, წელს კი შენობის კარ–ფანჯრები შეიცვლება და სამზარეულოში კაფელის იატაკი გაკეთდება.

„ადრე წვიმის დროს შენობაში წყალი ჩამოდიოდა, ახლა ეს პრობლემა აღარ გვაქვს“, – ამბობს რენსეს გოგორიანი.

ბი–პი–ს პროგრამის ფარგლებში მცირე ბიზნესი ვითარდება

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში მცხოვრებმა თინათინ ობოლაშვილმა სოფელში „რეგიონული განვითარების ასოციაციის“ განცხადება აღმოაჩინა, სადაც ეწერა, რომ შეეძლო ბი–პი–ს დახმარებით საკუთარი მცირე ბიზნესი გაეფართოებინა.

„სახლის პირობებში ბოსტნეული მომყავდა, წარვადგინე იდეა, რომელიც მოეწონათ და 1950 ლარით დამაფინანსეს, ჩემი თანამონაწილეობა 2500 ლარი იყო. საბოლოოდ გავაკეთე სათბური და ახლა წელიწადში სამი მოსავალი მომყავს“, – ამბობს თინათინ ობოლაშვილი.

პირველი მოსავალი გაზაფხულზე, სააღდგომოდ მოკრეფილი ბოლოკი იყო, რომელიც თინათინ ობოლაშვილმა უდეში, აბასთუმანსა და ახალციხეში გაყიდა. მეორე მოსავალს ახლა იღებს. კიტრი და პომიდორი ერთდროულად დათესა, მაგრამ ვინაიდან პომიდორი შედარებით გვიან შემოდის, ჯერ მხოლოდ კიტრს ყიდის. მიმდინარე წლის მესამე მოსავალი კი მწვანილი იქნება, რომელსაც შემოდგომით მოიყვანს.

„გარდა იმისა, რომ მყიდველები ადგილზეც მოდიან, ახლა უკვე სხვა სოფელბშიც გაგვაქვს. ძირითადად აბასთუმანში, საკურორტო სეზონია და ბევრი დამსვენებელია. გაგვაქვს ახალციხეში და აქვე ვაბარებთ მაღაზიებში. კიტრი დღეში 30–დან 50 კილომდე იყიდება, შინაურ პომიდორზეც კარგი მოთხოვნაა, – ამბობს თინათინ ობოლაშვილი, რომლის ოჯახის შემოსავალი სწორედ ამ ბიზნესზეა დამოკიდებული: არც პენსია გვაქვს და არც სამსახური, ჩვენი ყოველთვიური შემოსავალი 200–300 ლარამდეა, დიდი მადლობა ბი–პის, იმისთვის, რომ საშუალება მოგვცეს ჩვენი ბიზნესი გაგვეფართოებინა“.

ბი–პი–ს დახმარებით ნარიმანიშვილებმა საცხობი გააფართოეს

თინათინ ობოლაშვილის მსგავსად სოფელში გაკრული განცხადება წაიკითხა ლაზარე ნარიმანიშვილმაც, რომელსაც მანამდე ეზოში პატარა თონე ჰქონდა: „დამაინტერესა, დავწერე ბიზნეს–გეგმა, მოვიდნენ შემამომწეს და დააფინანსეს, თუმცა ჩვენი თანამონაწილეობაც იყო“.
ნარიმანიშვილებმა ბი–პი–ის დახმარებით შენობა გააფართოვეს, შეიძინეს საცხობი და ცომის საზელი აპარატი. ახლა დღეში 150–მდე ჩვეულებრივ და 400 თონის პურს აცხობენ და სარეალიზაციოდ უდისა და არლის მაღაზიებში აბარებენ.

„150 ცალი პური და 400–მდე ლავაში გადის ყოველდღიურად. უდისა და არლის მაღაზიებში ვაბარებთ. ძირითადად ოჯახის წევრები ვართ ამ საქმეში ჩართული, მაგრამ დამხმარე მცხობელიც გვყავს აყვანილი“, – ამბობს ლაზარე ნარიმანიშვილი და ამატებს, რომ ამ საცხობში სხვადასხვა სახეობის ნამცხვრის გამოცხობაც შეიძლება, რომელსაც შემდეგ გასაყიდად მაღაზიებში ჩააბარებენ.

რა პროექტები ხორციელდება ბი–პის დახმარებით სამცხე–ჯავახეთის სოფლებში (R)

სადემონსტრაციო ნაკვეთები

გარდა ამ კომპონენტებისა ხუთივე სოფელში სადემონსტრაციო ნაკვეთებია გაკეთებული. ჯულღასა და უდეში კიტრი და პომიდორი მოჰყავთ, აბათხევში, წინუბანსა და უდეში კი ხახვი და ბოსტნეულია დათესილი.

როგორც „რეგიონული განვითარების ასოციაციის“ აგრო–კონსულტანტი მკრტიჩ მოვსესიანი აღნიშნავს, ამ სადემონსტრაციო ნაკვეთებში ადგილობრივებს ბოსტნეულის მოყვანის ახალ ტექნოლოგიებს ასწავლიან.

ხუთივე სოფელში ოთხი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება მიმდინარეობს. გასულ წელს კი ამავე პროგრამის ფარგლებში ხუთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი აღარ გაითიშება – 'ენერგო–პრო ჯორჯია'

04.12.2019 ახალციხის ცხრა სოფელს ახალი ამბულატორია ექნება

04.12.2019 მართლმადიდებლები ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავენ

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი გაითიშება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

მსგავს თემაზე

სათემო კავშირები და მათი როლი სოფლის განვითარებაში [R]

BP ქალების ჩართულობისთვის (R)
რა პრობლემები გადაჭრა BP-მ მესხეთის სოფლებში (R)

BP ადგილობრივ ფერმერებს ეხმარება (R)
'სოფლის მხარდაჭერის პროგრამა' რიტუალების სახლს გასცდა
ადიგენის სოფლებში განსახორციელებელი 17 პროექტი შეიცვალა